2010 წლის 13 მაისს ცესკოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა. განცხადება შეეხებოდა ქ. თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების მიერ ინიცირებული პროექტის - “კინომანია” ფარგლებში დაბეჭდილ ფასდაკლების ბარათებს. საიას აზრით, აღნიშნულ ბარათებზე გამოსახული ციფრი “5”, დიზაინის თვალსაზრისით (ფერები, ზომა, ფორმა) “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქ. თბილისის მერობის კანდიდატის სააგიტაციო მასალაზე გამოსახული ციფრის _ “5” იდენტურია. შესაბამისად, საიას აზრით, მერიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების ფაქტს.
2010-05-13 13:34 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით მოქალაქე თ.ბ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ქორწინების შეწყვეტის, ალიმენტის დაკისრებისა და ქორწინებამდელი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, ხოლო ქორწინებამდელი ქონების დაბუნების ნაწილში მოთხოვნილი 51 ნივთიდან სასამართლომ 48 მიაკუთვნა მოსარჩელე თ.ბ.-ს.
2010-05-11 09:32 სრულად ნახვა10 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოს სახალხო დამცველმა 5 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.მემორანდუმის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვისა და განტკიცებისთვის საკანონმდებლო წინადადებების ერთობლივად შემუშავება და საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში ურთიერთთანამშრომლობა.
2010-05-10 09:37 სრულად ნახვა4 მაისს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია მესტიაში საარჩევნო სუბიექტებზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან, თვითმხილველებთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
2010-05-07 14:26 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბლოკ “ალიანსი საქართველოსთვის” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის თემის მაჟორიტარი კანდიდატის ავთანდილ სურმანიძის ინტერესებს იცავს.7 აპრილს ლანჩხუთის პოლიციის განყოფილებაში უშიშროების ადგილობრივი სამსახურის თანამშრომლის ბუხუტი ჩხაიძისა და მისი ერთ-ერთი კოლეგის მიერ ავთანდილ სურმანიძეზე ზეწოლა განხორციელდა. აღნიშნული პირები ავთანდილ სურმანიძეს მუქარის ძალით აიძულებდნენ მოეხსნა კანდიდატურა და მხარი მათ მიერ დასახელებული კანდიდატისთვის დაეჭირა.
2010-05-06 15:27 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოში ასაჩივრებს ცესკოს 2010 წლის 2 მაისის დადგენილებას #37/2010, რომლითაც განისაზღვრა საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის შუამდგომლობის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეთა მიერ ხმის მიცემის წესი. საიას სარჩელის განხილვა დანიშნულია 2010 წლის 5 მაისს, 13 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.ცესკოს სადავო განკარგულების საფუძველზე, მესაკუთრის განცხადების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი ხმას აძლევს იმ საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, სადაც იგი რეგისტრირებული იყო მესაკუთრის მოთხოვნით რეგისტრაციის გაუქმებამდე.
2010-05-05 07:49 სრულად ნახვაოთხი წლის წინ, 2006 წლის 2 მაისს, ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ე.წ. "სპეცოპერაციის" შედეგად, ადგილზე იქნა მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება თავიდანვე არაეფექტურად წარიმართა და მიუხედავად იმისა, რომ კორტების ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა, დღემდე არ დასჯილან მკვლელობის ამსრულებლები და შსს-ს ის მაღალჩინოსნები, რომელთაც თანამდებობრივად ევალებოდათ “სპეცოპერაციის” უმსხვერპლოდ დასრულების დაგეგმვა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ზურაბ ვაზაგიშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობაში დამნაშავე პირთა დაუსჯელობამ სამართადამცავ სტრუქტურებში დაამკვიდრა დაუსჯელობის სინდრომი და იმის პრეზუმფცია, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა “პოლიციელი ყოველთვის მართალია.”
2010-05-04 16:38 სრულად ნახვა2010 წლის 3 მაისს, გაეროს წევრ ყველა ქვეყანაში მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება. ამ დღის დაფუძნების მიზანია სახელმწიფოებისთვის იმის შეხსენება, რომ მათი მოვალეობაა, პატივი სცენ და დაიცვან ჟურნალისტთა უფლებები.წელს იუნესკო (უნესკო გაეროს ერთადერთი დანაყოფია, რომლის მოვალეობაშიც გამოხატვის თავისუფლების პოპულარიზაცია შედის) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დღეს ინფორმაციის თავისუფლების თემით აღნიშნავენ, რადგანაც, ინფორმაციის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების განუყოფელი ნაწილია და დემოკრატიულ მმართველობაში თავისი წვლილი შეაქვს.
2010-05-03 12:38 სრულად ნახვა30 აპრილს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა გამართა მის მიერ გამოცემული “ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელოს” პრეზენტაცია. წიგნის ავტორები უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი პაატა ტურავა გახლავთ.
2010-05-02 07:32 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2010 წლის 23 აპრილის ანგარიშში “წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი” მოყვანილ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს.
2010-05-01 08:44 სრულად ნახვა