სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას ადვოკატების დახმარების შედეგად "საქართველოს რკინიგზას" მოქალაქეს სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა

საია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე თ.გ-ს შპს ,,საქართველოს რკინიგზის" წინააღმდეგ არსებულ სასამართლო დავაში. თ.გ. მუშაობდა ,,საქართველოს რკინიგზაში". 2006 წლის 25 ნოემბერს მიყენებული საწარმოო ტრავმის შედეგად იგი დაინვალიდდა და დაკარგა შრომის უნარი. ამას გარდა, თ.გ-ს ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და იმყოფება სიღარიბის ზღვარს მიღმა. შპს ,,საქართველოს რკინიგზა" უარს ამბობდა მისთვის რაიმე სახის თანხის გადახდაზე, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ უბედური შემთხვევა თ.გ-ს ბრალეულობით იყო გამოწვეული.

2010-04-25 15:28 სრულად ნახვა

საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

23 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.საარჩევნო გარემოს მონიტორინგს საია დედაქალაქსა და საქართველოს შვიდ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში აწარმოებს. საერთო ჯამში განხორციელებული მონიტორინგი თბილისსა და საქართველოს 36 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

2010-04-23 11:32 სრულად ნახვა

საია პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონში (აჭარა, გურია, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი) ახორციელებს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეთა უკანონო მონაწილეობის, ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერი გამოყენებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტებს.

2010-04-21 11:19 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს პარლამენტს არ მიიიღოს კანონპროექტი, რომელიც ეჭქვეშ დააყენებს უფლებათა დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს

2010  წლის  4 აპრილს საქართველოს პარლამენტის წევრების - პავლე კუბლაშვილის, ლაშა თორდიას, ზვიად კუკავას და კახა ანჯაფარიძის მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”.შემოთავაზებული პროექტით იცვლება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას სადავო აქტის გაუქმება არ იწვევს სამართალწარმოების შეჩერებას, თუ საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა სფეროს. შემოთავაზებული ცვლილებით, ზემოაღნიშნული საკითხი სრულად გადავა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში და ყოველ საქმეზე იგი თავად გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა პროცესი დავის საგნის გაუქმების შემთხვევაში.

2010-04-20 14:29 სრულად ნახვა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციები საქართველოს

2010 წლის 29-31 მარტს,  პარიზში,  სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რიგით მერვე მონიტორინგის  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენლები. სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის ინიციატივაა. აღნიშნულ ქსელში  ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები შედის.

2010-04-16 14:47 სრულად ნახვა

საიამ “იმიტირებული ქრონიკით” დაზარალებული პირის სახელით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

15 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოქალაქე თ.ე.-ს სახელით შპს ,,ტელეიმედის” წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

2010-04-15 14:42 სრულად ნახვა

საიამ და ოთხმა არასამთავრობო ორგანიცაზიამ ცესკოსთან მემორანდუმი გააფორმა

ორგანიზაციებმა: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "საერთო სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო" ცესკოსთან ერთად სპეციალურ მემორანდუმზე ხელმოწერით ადასტურებენ, რომ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ხელს შეუწყობენ არჩევნების ნორმალურად ჩატარებას, სადაც ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად გამოიყენებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ რესურსს.

2010-04-13 12:16 სრულად ნახვა

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა

2010 წლის 13 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახალხო დამცველის #477-ე კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ,,სასამართლოს მეგობრის” სტატუსით წერილობითი მოსაზრება წარუდგინა.საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-19 (სინდისის, რელიგიის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი) მუხლებთან მიმართებაში.

2010-04-13 07:01 სრულად ნახვა

საიამ რუსეთის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძის წამებასა და მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

2010 წლის 8 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა კიდევ ერთი ახალი სარჩელი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. აღნიშნული სარჩელი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსი და ოსი სამხედრო პირების მიერ ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძის წამებასა და შემდგომში მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტს შეეხება.გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონში მსახურობდა. 2008 წლის 9 აგვისტოს ქ. ცხინვალში შეტაკებების შემდეგ გიორგი ანწუხელიძე თითქმის 5 თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 2008 წლის 12 დეკემბრის ბიოლოგიურ-გენეტიკურმა (დნმ) ექსპერტიზამ მოახდინა გიორგი ანწუხელიძის გვამის იდენტიფიცირება. გიორგი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

2010-04-12 11:43 სრულად ნახვა

ჩვენ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რა ოდენობის თანხა უნდა ჩამოაწეროს სახელმწიფომ კონკრეტულ მაუწყებელს

2010 წლის 7 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დასკვნა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც სამაუწყებლო საშუალებებისთვის ‘საგადასახადო ამნისტიას’ ითვალისწინებს.პროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლს ემატება 21-ე (პრიმა) ნაწილი, რომლის მიხედვითაც ტელესამაუწყებლო კომპანიებს უნდა ჩამოეწეროთ კანონის ძალაში შესვლის დღისთვის არსებული საგადასახადო დავალიანებები და მასზე დარიცხული საურავები.

2010-04-08 13:49 სრულად ნახვა