სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დევნილების საინიციატივო ჯგუფის საკრებულოს სხდომაზე არდაშვებით საკრებულომ კანონი დაარღვია

2010-08-28 09:36
Featured image

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად: “თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯარო წარმართოს თავისი სხდომები.”

ამავე კოდექსის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: “ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას მასში მონაწილეობის უფლების მქონე პირი ამ უკანასკნელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე.”

საია მიიჩნევს, რომ საკრებულოს სხდომაზე დევნილთა არდაშვების ასეთი ფორმალური და დაუსაბუთებელი მიზეზები, ემსახურება ერთ მიზანს: საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების – გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის - შეზღუდვას.  განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ თბილისის საკრებულო პირველად არ არღვევს კოლეგიური საჯარო დაწესებულების ვალდებულებას სხდომების საჯაროდ წარმართვის თაობაზე.

საია კიდევ ერთხელ შეახსნებს ქ. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, რომ სხდომების საჯაროდ წარმართვა არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ამ სხდომების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას. ადგილობრივი თვითმმართველობის სხდომების საჯაროობის უმთავრესი დანიშნულება დაინტერესებული პირებისათვის მონაწილების მიღების შესაძლებლობაა, რაც შეუსრულებელი რჩება უმეტეს შემთხვევებში.