სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობოები მესტიაში განხორციელებულ სპეცოპერაციას აფასებენ

მესტიაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მისი სამი ნათესავი. 

2010-07-10 15:58 სრულად ნახვა

საიამ წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის დღეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“  2010 წლის 26 ივნისს  წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მოაწყო მანიფესტაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ.

2010-06-26 09:50 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ტელეკომპანიის ‘თრიალეთი’ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება გუშინ, შუაღამისას ქალაქ გორში მომხდარ ფაქტზე.2010 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ტელეკომპანიის ‘თრიალეთი’ ჟურნალისტ ლადო ბიჭაშვილს და ოპერატორ იმედა გოგოლაძეს გორის ცენტრში, სტალინის ძეგლის დემონტაჟის პროცესის გაშუქებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

2010-06-25 12:55 სრულად ნახვა

საიამ დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში პრეზენტაცია მოაწყო

21 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში პრეზენტაცია მოაწყო.2008 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის შედეგად საქართველოს სახელმწიფომ 4,55 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო. თანხის ერთ-ერთი მსხვილი ნაწილი - 74,5 მილიონი ევრო დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციას მოხმარდა. ამავე მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ პერიოდულად ხდებოდა თანხის გამოყოფა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის. საიას მიერ განხორციელებული მონიტორინგი საზოგადოებას წარუდგენს იმის ზოგად სურათს, თუ როგორ, რა პრინციპებით, რა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით ხდებოდა ჯამში გამოყოფილი 303 879 150 ლარის განკარგვა.

2010-06-21 15:26 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში წარდგენილი საჩივრები და სარჩელები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებში 39 საჩივარი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკოში) 12 საჩივარი, ხოლო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში 10 სარჩელი წარადგინეს. საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი 39 საჩივრიდან ორგანიზაცია:

2010-06-18 07:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების განხილვის პროცესებს აფასებენ

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაპერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდეგ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში 154 საჩივარი და განცხადება წარადგინეს. მათგან სრულად დაკმაყოფილდა 27, ნაწილობრივ - 12, ადგილზევე აღმოიფხვრა 7 და არ დაკმაყოფილდა 108. 

2010-06-17 06:57 სრულად ნახვა

საიამ საერთაშორისო გამჭვირვალობასა და სამართლიან არჩევნებთან ერთად არჩევნებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა შეაფასა

"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი" 2010 წლის 13 აპრილს შეიქმნა. მისი მიზანი, ხელისუფლების განცხადებით, სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდის გზით, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობა იყო. უწყებათაშორის ჯგუფს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებთან აქტიური და კონსტრუქციული თანამშრომლობაც დაევალა.საარჩევნო უწყებათაშორისი ჯგუფი პირველად 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა. მან მუშაობა 2008 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც გააგრძელა.

2010-06-15 12:35 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საერთაშორისო გამჭვირვალობასა და სამართლიან არჩევნებთან ერთად უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს პასუხობს

ამ დოკუმენტში მოცემულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კომენტარები „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის“ (შემდგომ - „უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი“) მიერ 25 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს და მათზე რეაგირებას ეხება. 

2010-06-14 12:50 სრულად ნახვა

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის და ხმის დათვლის პროცედურების პირველადი შეფასება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის და ხმის დათვლის პროცედურების პირველადი შეფასება შემოიფარგლება თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საარჩევნო ოლქებით, სადაც საიას დამკვირვებელები უშუალოდ ახორციელებდნენ ხმის მიცემის, ხმის დათვლის და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი პროცედურების დაკვირვებას 200 საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, საიას 30-მა მობილურმა ჯგუფმა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტი დაფარა.კონტროლი ამომრჩეველთა ნების გამოვლენაზე რამდენიმე გამონაკლისის გარდა, 30 მაისს ხმის მიცემა ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა, ამომრჩეველთა ნების გამოვლენაზე მმართველი პარტიის აქტივისტების მიერ განხორციელებულმა კონტროლმა მნიშვნელოვნად დაჩრდილა ის დადებითი ტენდენციები, რაც მოცემულ არჩევნებს 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისგან განასხვავებდა.

2010-05-31 12:00 სრულად ნახვა

ბათუმში საიას დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის მე-3 უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელს, რომელმაც საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ ამოსული ზედმეტი ბიულეტენების გამო საარჩევნო უბნის ბათილობის მოთხოვნით საჩივარი დაწერა. დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ზურაბ ღლონტი. დამკვირვებლის ცემის ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, მამუკა კენჭაძეს.

2010-05-30 20:42 სრულად ნახვა