სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს წერილობით მიმართავს

2010-12-14 06:00
Featured image

2010 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესებს დამტკიცების შესახებ".

აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესების შესაბაისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ "ჩართულობის სამოქმედო გეგმაში" საქმიანობების განხორციელებისთვის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისგან თანხმობის მიღების წესსა და პროცედურას განსხაზღვრავს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია თვლის, რომ აღნიშნული წესები აფართოვებს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალს, ეწინააღმდეგება სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს, იძლევა რა არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და თავისი შინაარსით აწესებს კონტროლს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე.