სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას თავმჯდომარემ მედია-ექსპერტებთან ერთად ბრიფინგი გამართა

2010-12-13 10:00
Featured image
13 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა და მედია-ექსპერტთა ჯგუფმა ლაშა ტუღუშის ხელმძღვანელობით მედიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

2010 წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურად გამოიკვეთა მედია-გამჭვირვალობის კუთხით არსებული პრობლემები, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მუშაობა მაუწყებლების მფლობელთა გამჭვირვალობის საკითხებში ცვლილების გასატარებლად.

საია და მედია-ექსპერტები მიესალმებიან ამ ფაქტს, თუმცა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია პარლამენტი არ შემოიფარგლოს მხოლოდ მაუწყებლების მფლობელთა გამჭვირვალობის საკითხზე მუშაობით და სათანადო ცვლილებები განახორციელოს მაუწყებლობის ფინანსური  გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფადაც.

პრესკონფერენციაზე საიას თავმჯდომარემ და ექსპერტებმა დეტალურად განიხილეს მედია-გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებები.

ბრიფინგი საიას მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარდება.