სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია 2 აგვისტოს მესტიაში მომხდარი ინციდენტის ობიექტურ შეფასებას ითხოვს

2010 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის და მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რეაგირების თხოვნით მიმართა მესტიის მკვიდრმა, ალექსანდრე ხერგიანმა.ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, 2010 წლის 2 აგვისტოს, როდესაც მეხანძრეთა დაგვიანების გამო მესტიაში მისი მეზობლის სახლი ხანძრის გამო ბოლომდე დაიწვა, ადგილობრივ მცხოვრებლებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ მესტიის გამგებელთან, გოჩა ჭელიძესთან. ხერგიანის განცხადებით, გოჩა ჭელიძე მას ‘ცეცხლში შეგდებით’ დაემუქრა, ხოლო მის ხანში შესულ დედას ცუცა გოშტელიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი აუკრა, რის შედეგადაც მოხუცი წაბარბაცდა. ინციდენტის ადგილზე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად იმყოფებოდა ალექსანდრე ხერგიანის შვილი, დავით ხერგიანი. შელაპარაკების დროს გოჩა ჭელიძეს ადგილობრივი მცხოვრებელთაგან ერთ-ერთმა სახეში გაარტყა, თუმცა ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, მისთვის უცნობია ვინ გააკეთა ეს.

2010-08-10 08:35 სრულად ნახვა

საია ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საკუთარ დასკვნას აქვეყნებს

2010 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელითაც მანდატურებს მიენიჭათ პირადი გასინჯვის (ჩხრეკის), ასევე ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლებამოსილება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კრიტიკულად შეაფასა აღნიშნული ცვლილებები და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, შეეჩერებინა კანონპროექტის განხილვა და მხოლოდ არსებული ხარვეზებისა და მოსალოდნელი საფრთხეების აღმოფხვრის შემდეგ განეახლებინა მისი მიღების პროცესი.

2010-07-29 07:07 სრულად ნახვა

საიამ ჟურნალისტებთან ერთად მრგვალი მაგიდა გამართა

27 ივლისს  საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა ჟურნალისტებთან. შეხვედრის მიზანი იყო იმ საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში ჟურნალისტებს ყველაზე მეტად უშლის ხელს ეფექტურად მუშაობაში და რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად.შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და რეიოგული მედია-საშუალებების წარმომადგენლება და ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც მათ საქმიანობაში ყველაზე პრობლემატურად მიაჩნდათ.

2010-07-28 12:37 სრულად ნახვა

საიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა წარმოადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ: 1.    კომისიამ პროექტის 2 თვის ვადაში მიღებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო;2.    საზოგადოებასთან ერთთვიანი განხილვის პერიოდი ზაფხულის სეზონს ემთხვევა, რაც გამორიცხავს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ძალებთან აქტიურ კონსულტაციებს;3.    წარმოდგენილი პროექტით მართალია, შემცირებულია პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ ის მაინც რჩება პოლიტიკური პროცესების აქტიურ მონაწილედ;4.    მნიშვნელოვნად იზრდება მთავრობის ფუნქციები, ანგარიშვალდებულების შესაბამისი მექანიზმების არარსებობის პირობებში;5.    მთავრობა ფლობს პარლამენტზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტებს ყოველგვარი რისკის გარეშე; 6.    დაკნინებულია პარლამენტის კანონშემოქმედებითი როლი;7.    პარლამენტი უუნაროა დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დათხოვნის შიშით;8.    ორგანული კანონის გაუქმებით საპარლამენტო უმრავლესობას აქვს ბერკეტი გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საკითხები უმცირესობასთან კონსულტაციების გარეშე;9.    გამოსაცდელი ვადის შემოღებით ეჭქვეშ დგებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დადებითი მხარეები;10.    უვადოდ დანიშვნის შემთხვევაშიც კი, პოლიტიკური ხელისუფლება ფლობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მექანიზმებს.  

2010-07-24 12:42 სრულად ნახვა

საიას დახმარებით არაკვალიფიციური საადვოკატო მომსახურების გამო ადვოკატს მოქალაქისთვის 620 აშშ დოლარის დაბრუნება დაეკისრა

2009 წელს მოქალაქე მ.ს.-მ საკუთარ სახლზე 1996 წელს დადებული ყადაღის მოხსნის მიზნით აიყვანა ადვოკატი შ.შ. და საადვოკატო მომსახურებისათვის გადაუხადა 620 აშშ დოლარი.ადვოკატმა განცხადება შეიტანა სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილების თანახმადაც ყადაღა მოხსნილ იქნა. სააღსრულებო ფურცლის საჯარო რეესტრში წარდგენის მომენტში გაირკვა, რომ “საჯარო რეესტრის შესახებ” 2008 წლის კანონის 35-ე მუხლის თანახმად,  1997 წლამდე რეგისტრირებული ყადაღები ავტომატურად გაუქმებული იყო და, შესაბამისად, ყადაღის გასაუქმებლად საჭირო აღარ იყო სასამართლოსთვის მიმართვა.

2010-07-23 12:48 სრულად ნახვა

საია კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით დევნილთა გამოსახლებას აპროტესტებს

2010 წლის ივნისიდან დევნილთა გამოსახლებამ კოლექტიური ცენტრებიდან მასიური ხასიათი მიიღო.  გამოსახლებები ხორციელდება შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747 ბრძანებით დამტკიცებული “საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის” საფუძველზე.  აღნიშნული წესის თანახმად, კოლექტიურ ცენტრში რეგისტრირებულ დევნილთა გამოსახლება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (ყოფილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს) მიერ დევნილების გამოსახლების მიზანშეწონილობის შესახებ გაცემული ცნობის შემდეგ. გაცემული თანხმობის შემდეგ, დევნილებს  ეძლევათ წერილობითი გაფრთხილება, რის საფუძველზეც ვალდებულნი არიან დატოვონ შენობა ხუთი სამუშაო დღის ვადაში. მაგალითისთვის, ამ ფორმით გამოასახლეს 33 ოჯახი თბილისში, თვალჭრელიძის ქ.#2 მდებარე ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო სამმართველოს ყოფილი შენობიდან.

2010-07-22 14:17 სრულად ნახვა

საიას დახმარებით 7 თვის მცირეწლოვანი ბავშვის მამას ალიმენტის სახით 350 ლარის გადახდა დაეკისრა

საიამ საადვოკატო დახმარება გაუწია 7 თვის მცირეწლოვან,  მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვს, რომლის მამა, დ.ხ., დაბადებიდანვე არ ზრუნავდა შვილზე. ბავშვს ჰქონდა თანდაყოლილი რაქიტი და საჭიროებდა ხანგრძლივ სამედიცინო დახმარებას.

2010-07-21 12:52 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს ანტიკონსტიტუციური კანონი

დღეს, საქართველოს პარლამენტი  საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატების შეტანის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად ზაკ-ის მე-3 მუხლს უნდა დაემატოს მე-5 ნაწილი:„5. ამ კოდექსის III თავის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან. სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ან/და ამ ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოების წესების შესაბამისად.“

2010-07-20 17:13 სრულად ნახვა

ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით არასამთავრობოებმა ბრიფინგი გამართეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან (ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავორობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN), საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“) ერთად ერთობლივი ბირიფინგი მიუძღვნეს გრანტების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ახალ რეჟიმს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მე-2 მოსმენით იხილავს. კერძოდ, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით დაგეგმილია გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ზრდა 2011 წლის 1 იანვრიდან 12%-დან 20%-მდე. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად საშემოსავლო გადასახადის ზრდა 2011 წლის 1 იავნრიდან 18%-მდე იგეგმებოდა.

2010-07-19 10:41 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან 14 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს-ს) მიერ გავრცელებულ კომენტარს 7 ივლისს მესტიაში ჩატარებული ოპერაციის შესახებ

ოთხი ორგანიზაცია  - "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართალიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" - ვეხმაურებით შსს-ს მიერ 14 ივლისს გაკეთებულ განცხადებას და უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს ძალისხმევას, ებრძოლოს უკანონობას და კორუფციას ქვეყანაში და მზად ვართ ამ ბრძოლაში მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ. 

2010-07-16 10:34 სრულად ნახვა