ადამიანის სათანადო საცხოვრისის უფლებით უზრუნველყოფის სახელმწიფო ვალდებულება საქართველოში ხშირად ირღვევა. სიღარიბის უკიდურესი ფორმის - უსახლკარობის მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკა დღემდე არ არსებობს. ასეთი ადამიანები სახელმწიფოსგან სოციალურად დაუცველობის სტატუსსაც კი ვერ იღებენ რადგან კანონი მათგან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მითითებას ითხოვს. განვლილი წლების განმავლობაში მედიით რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია ზამთარში სიცივით გარდაცვლილ უსახლკარო ადამიანების შესახებ. უსახლკარო ადამიანთა მიმართ სახელმწიფო ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ “იდენტობა” თავშესაფრის შექმნა იმ მიზნითაც განიზრახა, რომ გამოცდილება დაეგროვებინა და მომავალში ის ხელისუფლებისთვის გაეზიარებინა. თავშესაფარი ასეთ ადამიანებს საცხოვრებელს, კვებას, ფსიქოლოგიურ, სამედიცინო, იურიდიულ დახმარებას და დასაქმებას შესთავაზებდა.
2013-11-16 03:21 სრულად ნახვადღეს, 2013 წლის 15 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ საქართველოს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭა.
2013-11-15 08:51 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ტფილისის ჰამქარი უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და მნიშვნელოვნად იცვლება ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე არსებული რეგულაცია.
2013-11-14 08:28 სრულად ნახვაI tremble for my country when I reflect that God is just; that his justice cannot sleep forever. Thomas Jefferson მართლმსაჯულებას მუდმივად სჭირდება ობიექტური და კვალიფიციური დამკვირვებლის კონტროლი, რათა მისი არსებობა იქნას უზრუნველყოფილი. ჩვენ ჯერ კიდევ მისი ჩამოყალიბების საწყის სტადიაზე ვართ. საზოგადოებისთვის რა თქმა უნდა ცნობილია ბოლო წლების ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, რომელიც თითქმის არ არსებობდა. საიას მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული სასამართლო მონიტორინგის შედეგების ბოლო ანგარიშის პრეზენტაციაზე როგორც ვახსენე, უკანასკნელი 6 თვის პროგრესი ფეიერვერკის ღირსი არ არის, თუმცა აღნიშნვას იმსახურებს.
2013-11-14 04:50 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე კახა გულორდავამ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გოგა ანჩაბაძე, ცემა, ყური მოაჭრა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ზუგდიდში კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოაღნიშნულის მოტივი ანჩაბაძის მიერ გულორდავას ფეხმძიმე მეუღლის გაუპატიურების მცდელობა იყო. როგორც ირკვევა ანჩაბაძე გულორდავას ბავშვობის მეგობარი და მეჯვარეა.
2013-11-14 02:12 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის) ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.
2013-11-14 01:06 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები. აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის ,,ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის" (FATF) რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანას. სამწუხაროდ, კანონპროექტის მომზადების პროცესი არ იყო საკმარისად გამჭვირვალე, არ მომხდარა მასში ადვოკატების ჩართვა, ადგილი არ ჰქონია ადვოკატების მოსაზრებების მოსმენას, დოკუმენტის დეტალურ განხილვასა და ჯეროვან დისკუსიებს. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირის განმავლობაში გეგმავს კანონპროექტის უკვე მეორე მოსმენით მიღებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით, საპარლამენტო განხილვები უნდა გახანგრძლივდეს და დოკუმენტის მეორე მოსმენით მიღებაც უნდა გადავადდეს.
2013-11-13 02:15 სრულად ნახვა2013 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში მომზადებული კვლევის „ცირკულარული მიგრაცია“ პრეზენტაცია გაიმართა.
2013-11-12 06:46 სრულად ნახვაკოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის", რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, აქტიურად მუშაობს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზე. რეფორმა სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან ერთად მნიშვნელოვანია პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. ამ მხრივ კოალიცია დაინტერესდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციასთან დაკავშირებული საკითხებით.
2013-11-08 06:59 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების დღის შემდგომი პროცედურების დაკვირვებას თბილისსა და 36 საოლქო საარჩევნო კომისიაში ახორციელებდა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საია შესაბამისი საჩივრებით საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოს მიმართავდა. საჩივრების წარდგენის დროს საიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამართალდამრღვევის ჩამდენი საარჩევნო კომისიის წევრებისთვის პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხებზე, როგორც დარღვევათა შემდგომი პრევენციის ერთ-ერთ საშუალებაზე.
2013-11-08 06:36 სრულად ნახვა