სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

მიმდინარე წელს წარმატებული ნაბიჯები იქნა გადადგმული ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის შექმნის მიზნით. ასევე, დამტკიცდა - ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის პრაქტიკაში ეფექტურმა რეალიზებამ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი მმართველობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის სტანდარტების ამაღლებას. თუმცა, წარმატებების პარალელურად კვლავაც რჩება არაერთი გამოწვევა, რომელსაც სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს ხელისფლებამ. 

2014-12-09 11:35 სრულად ნახვა

ნოემბრის თვის წარმატებული საქმეები

  მოძალადეებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება აეკრძალათ   1. საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატის დახმარებით 2014 წლის 6 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, ა.ღ-ს სასარგებლოდ  დამცავი ორდერი გამოსცა. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება და სატელეფონო კონტაქტი. დამცავი ორდერი გამოცემულ იქნა 6 (ექვსი) თვის ვადით.

2014-12-08 17:30 სრულად ნახვა

საიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის“ შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

2014 წლის, 8 დეკემბერს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა კვლევის პრეზენტაცია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის“ შესახებ. წარმოდგენილ კვლევაში გაანალიზებულია რამდენად ეფექტური იყო და არის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიმართულებით. ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა გატარება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებას. 

2014-12-08 14:00 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება საქართველოდან გაძევებული მოქალაქის საქმეზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს უკრაინიდან  დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქე გიორგი ბერიძე, რომელიც მისი განცხადებით, აჭარის შსს სამმართველოს მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით იძულებით იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.

2014-12-08 10:36 სრულად ნახვა

საიამ სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2014 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების” პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.

2014-12-04 12:00 სრულად ნახვა

საიამ რიგით XXI საერთო კრება გამართა

2014 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რიგით XXI საერთო კრება გამართა. 

2014-11-30 14:43 სრულად ნახვა

საია საკონსტიტუციო სასამართლოში სახმელეთო ჯარების მოსამსახურის გათავისუფლების წესს ასაჩივრებს

2014 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახმელეთო ჯარების ყოფილი მოსამსახურის, გიგა ბარათაშვილის სახელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. გასაჩივრებულია თავდაცვის მინისტრის #583 ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებას (კადრების განკარგულებაში გადაყვანას) ისე, რომ მოსამსახურეს არ განემარტება ამგვარი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი.

2014-11-26 12:57 სრულად ნახვა

საქართველოს უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხის კვლევის პრეზენტაცია

2014 წლის 25 ნოემბერს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა პარტნიორ ორგანიოზაციებთან ერთად საქართველოს უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხის კვლევის პრეზენტაცია გამართა.

2014-11-25 15:04 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს პროკურატურას #8 დაწესებულებაში გამოვლენილი სავარაუდო წამების ან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება ეფექტურად წარმართოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს 2014 წლის 12 ნოემბერს სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ გამოვლენილ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე და  სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნული ფაქტის გამოძიებისას ამ დრომდე განხორციელებულ არაადეკვატურ რეაგირებაზე. 

2014-11-25 11:31 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიან კამპანიასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიან კამპანიას, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. კამპანია 1991 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია, ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ამ პრობლემასთან საბრძოლველად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების კონსოლიდაცია და  ბრძოლის პროცესში ხელისუფლების, როგორც განსაკუთრებული როლის მქონე სუბიექტის გააქტიურება. 

2014-11-24 19:10 სრულად ნახვა