საია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველ და მეოთხე ნაწილებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. აღნიშნული ნორმები, ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევის შემდეგ სამსახურის უფროსებისათვის უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას, და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, კვალიფიკაციის და გამოცდილების გაუთვალისწინებლად მოქალაქის დანიშვნის, ასევე აღნიშნული პირის ნებისმიერ დროს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას.
2015-01-30 11:02 სრულად ნახვა2015 წლის 27 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ერთობლივი პროექტის - „ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გენდერული ძალადობის დასამარცხებლად“ საბოლოო ანგარიში წარადგინა.
2015-01-27 12:00 სრულად ნახვა2015 წლის 23 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - თანამშრომლობით სალომე ჯორბენაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. 19 წლის სალომე ჯორბენაძე, 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მდებარე პარკში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი ყოფილი ქმარი, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი, სერგი საცერაძეა, რომელმაც სალომე სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა.
2015-01-27 10:31 სრულად ნახვაგანცხადების ხელმომწერი ორგანიზაციების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში შსს) მიერ მომზადებული, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის, 2391-ე მუხლი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვისა და კრიტიკული აზრის ჩახშობის საფრთხეს. აღნიშნული ნორმით, დასჯადად ცხადდება მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ე.ი. „ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით”.
2015-01-26 14:47 სრულად ნახვარამდენიმე დღის წინ საზოგადოება შეძრა 2006 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებამ შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად. არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს.
2015-01-26 12:30 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტის წევრების მანანა კობახიძის, დავით საგანელიძის, გედევან ფოფხაძის, ზვიად კვაჭანტირაძის და პაატა კიკნაველიძის საკანონმდებლო ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილების თანახმად, უქმდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 330-ე მუხლის 31 ნაწილი. შესაბამისად კანონის მიღების შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სასამართლოები აღარ განიხილავენ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლში მითითებული თანამდებობის პირის სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც ეკავა ან უკავია შესაბამისი თანამდებობა და აგრეთვე იმ პირთა საქმეებს, რომელთაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაზე აღნიშნულ პირთან ერთად.
2015-01-21 19:19 სრულად ნახვა2015 წლის 20 იანვარს, შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებულია და გამოხატავს ღრმა მწუხარებას მომხდართან დაკავშირებით; საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ ფაქტის სწრაფი, ყოველმხრივი და მიუკერძოებელი გამოძიება; ასევე უზრუნველყოს 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე 2012 წელს განახლებული გამოძიების ეფექტურობა, დამნაშავეთა დროულად გამოვლენა და გასამართლება.
2015-01-21 14:59 სრულად ნახვა2015 წლის 14 იანვარს საყდრისი-ყაჩაღიანის მოვლენების შესახებ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველაზე მსხვილმა ევროპულმა გაერთიანებამ - ,,ევროპა ნოსტრამ’’ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
2015-01-16 14:28 სრულად ნახვაშინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის #271-ე ბრძანების მე-15 მუხლის თანახმად, ნებისმიერი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბანკში ელექტრონული ფორმით ინახება უვადოდ. მინისტრის ბრძანება ერთმანეთისაგან არ განასხვავებს სხვადასხვა საშიშროების შემცველ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და არ ითვალისწინებს უმნიშვნელო ხასიათის გადაცდომის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ წაშლის ვალდებულებას, მას შემდეგ რაც მოხდება დაკისრებული ჯარიმის გადახდა.
2015-01-15 12:36 სრულად ნახვამიგვაჩნია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში პრიორიტეტულ საკითხს არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა წარმოადგენს, კერძოდ, უნდა მოხდეს ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში, დაკარგული ხმების მინიმუმამდე შემცირებას და ხმის წონის თანაბრობის პრინციპის დაცვას.
2015-01-14 16:34 სრულად ნახვა