2014 წლის 5 თებერვალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს თვითმმართველობის რეფორმის განუყოფელ ნაწილს, ვინაიდან განხორციელდა ამ მიზნით ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში. ცვლილების მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე, მათ შორის კონკურსის წესით დანიშნულიც, ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილზე ცხადდება კონკურსი.
2014-02-25 07:19 სრულად ნახვასაზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 14 თებერვლიდან კაზრეთის საბადოს მუშათა სრულმასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს. გაფიცვის მიზეზადკომპანია RMG Gold-ისა და RMG Copper-ის თანამშრომლები არასათანადო ანაზღაურებას, ფაქტობრივად გამოუსადეგარი სადაზღვევო პაკეტს და მძიმე სოციალურ პირობებს ასახელებენ. მათი განცხადებით, საწარმოში შექმნილი პირობები და სამუშაო გარემო არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს, სპეციალური აღჭურვილობისა და ტანსაცმლის არარსებობა, შრომის მძიმე პირობები და არაჰიგიენური გარემო მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.
2014-02-22 04:06 სრულად ნახვაბატონო ირაკლი, როგორც მოგეხსენებათ, 2011 წლის სექტემბერში საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ინიციატივას „ღია მმართველობის პარტნიორობას“ (Open Government Partnership - OGP), რომლის ინიციატორი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ღია მმართველობის პარტნიორობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, მთავრობების და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატში მთავრობის ღიაობის, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. დღეის მდგომარეობით OGP აერთიანებს 60-ზე მეტ სახელმწიფოს.
2014-02-21 08:02 სრულად ნახვა18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტმა უყარა კენჭი 19 თებერვალს და დაამტკიცა 75 ხმით 0-ის წინააღმდეგ. ჩვენი მოსაზრებებით წარმოდგენილი ცვლილებები მოითხოვს დაზუსტებას, რადგან არ ასახავს ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის მოსაწესრიგებლადაც არის მიმართული აღნიშნული ცვლილებები.
2014-02-20 06:52 სრულად ნახვაჩვენ - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და , მივესალმებით მმართველი კოალიციის მზაობას თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევის შესახებ.
2014-02-20 01:38 სრულად ნახვა2013 წლის 15 თებერვალს „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გავრცელდა გურია ნიუსის ჟურნალისტის ჟანა მეგრელიშვილის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე შარაშენიძის საუბრის აუდიო ჩანაწერი. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტის კითხვებით გაღიზიანებული გამგებელი ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, აგინებს და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს მას.
2014-02-18 05:09 სრულად ნახვათბილისი, 2014 წლის 18 თებერვალი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის N2 ანგარიშს აქვეყნებენ. ანგარიში ძირითადად, 2013 წლის პერიოდს მოიცავს და განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით: საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა; გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურული საკითხები და დასაბუთებულობა; მოსამართლეთა დანიშვნა/მივლინება; საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება.
2014-02-18 04:08 სრულად ნახვაგავრცელებული ინფორმაციით 2014 წლის 14 თებერვალს, ქ. თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხულ იქნა ლევან მარუაშვილი, დაკითხვამდე კი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი დაკითხვა შესაძლოა უკავშირდებოდეს ბაჩანა ახალაის მიმართ წაყენებულ ერთ-ერთ ბრალდებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რა პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს ჩხრეკის ჩატარება და მოწმის სტატუსით პირის დაკითხვა.
2014-02-15 04:07 სრულად ნახვაროგორც ცნობილია, ა.წ. 10 თებერვალს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე, ასევე, დუშეთის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი.
2014-02-14 07:09 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2014 წლის 14 თებერვლას, კვლევის - საჯარო ინფორმაციის ანგარიშების წარდგენის ვალდებულება (საქართველოში არსებული პრაქტიკა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის კავშირის გამოცდილება) პრეზენტაცია გამართა.
2014-02-14 02:31 სრულად ნახვა