სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონის 61 საარჩევნო ოლქში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა. 

2016-10-09 12:47 სრულად ნახვა

საია ჯიხაშკარში მომხდარ ვანდალიზმს გმობს

დღეს, ხმის დათვლისა და კენჭიყრის შედეგების შეჯამების დროს დახლოებით 23 საათისთვის ადგილი ჰქონდა დაუდგენელი პირების შეჭრას ზუგდიდის #108 უბანზე (სოფელი ჯიხაშკარი). აღნიშნულმა პირებმა ქვები ესროლეს და ჩალეწეს საარჩევნო უბნის ფანჯრები, ძალის გამოყენებით შეაღწიეს უბანზე, მიმოფანტეს საარჩევნო ბიულეტენები და დალეწეს საარჩევნო ინვენტარი.  უბანზე იმყოფებოდა 1 პოლიციელი, რომელმაც ბუნებრივია ვერ განახორციელა სათანადო რეაგირებ დ დამატებითი საპოლიციო ძალები მხოლოდ მოგვიანებით იყვნენ მობილიზებული უბანზე.  

2016-10-09 00:46 სრულად ნახვა

არჩევნები 2016-კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 18:00 საათისთვის

18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა არსებითი ხასიათის დარღვევები:

2016-10-08 20:25 სრულად ნახვა

საია გმობს ძალადობას და საარჩევნო სუბიექტებს და მათ მხარდამჭერებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს

უკიდურესად დაიძაბა ვითარება მარნეულში #48 საარჩევნო უბანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. უბნის გარე პერიმეტრზე მოხდა რამდენიმე ათეული მოქალაქის მობილიზება, რომლებიც იყვნენ ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულნი და ცდილობდნენ საარჩევნო უბანზე შეღწევას. მოხდა შენობის დაზიანება, შუშების ჩამსხვრევა და გარეთ შეკრებილი აქტივისტები ცდილობდნენ შენობაში შეჭრას. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით, რომლებიც ვერ უმკლავდებოდნენ აგრესიულად განწყობილი ადამიანების შემოტევებს. დაზიანდა ტელეკომპანია „იმედის“ კამერა.

2016-10-08 20:20 სრულად ნახვა

არჩევნები 2016-კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 14:00 საათისთვის

დღის 14:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.

2016-10-08 14:34 სრულად ნახვა

არჩევნები 2016-კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ დარღვევებს:

2016-10-08 11:02 სრულად ნახვა

ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.  

2016-10-07 22:33 სრულად ნახვა

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" წინასაარჩევნო გარემოს საბოლოო შეფასება საზოგადოებას, არჩვენების მედია ცენტრში გააცნეს. 

2016-10-07 14:45 სრულად ნახვა

ევროპულმა სასამართლომ საიას წარმოებაში არსებული ორი საქმე მორიგებით დაასრულა

2016 წლის 13 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოებაში არსებულ ორ საქმეზე  განჩინება გამოიტანა, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2016 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებებით მიღწეული მორიგების საფუძველზე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივრები „აბაშიძე საქართველოს წინააღმდეგ“ [1] და „ხარაძე საქართველოს წინააღმდეგ“.[2]   [1] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-167523 [2] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-167553

2016-10-06 19:47 სრულად ნახვა

წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება (მოკლე მიმოხილვა)

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება პირველი მას შემდეგ, რაც, 2012 წელს, უკიდურესად დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდის ფონზე,[2] საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა; ეს იქნება ასევე პირველი  საპარლამენტო არჩევნები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. შესაბამისად, დიდია არჩევნების მიმართ ინტერესი და მისი მნიშვნელობა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

2016-10-06 17:22 სრულად ნახვა