GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

შედეგები

result img

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05 თებერვალი, 2025

მიმდინარე მოვლენების და საჯარო მოსამსახურეების პროტესტის ფონზე, საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯია, არამხოლოდ, ბიუროს თანამშრომლებისთვის, არამედ - ნებისმიერი საჯარო მოსამსახურესთვის. 

საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ბიუროს ლიკვიდაცია დაგეგმილია 2025 წლის 1-ელ აპრილამდე. აქვე განმარტებულია, რომ ბიუროს ლიკვიდაცია გამოწვეულია მართვის რაციონალიცაზიისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით. თუმცა, არც საზოგადოებისთვის და არც ბიუროს თანამშრომლებისთვის მსგავსი შეფასების დოკუმენტი ცნობილი არ არის.  

როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში საჯარო მოსამსახურების მიმართ მათივე პროტესტის საპასუხოდ დაწყებული რეპრესიების ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა, სწორედ იმ უწყების საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, რომლის  პირდაპირ ფუნქცია საჯარო სამსახურში ღირსეული, პროფესიონალური და ნეიტრალური გარემოს ჩამოყალიბება და დამკვიდრება, და რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 

უკიდურესად შემაშფოთებელია არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილება. მან არამხოლოდ საზოგადოებისთვის დახურა კარი და  გადადგა ნაბიჯები ყოველგვარი რაციონალური ანალიზის გარეშე, არამედ ამ გადაწყვეტილების შესახებ თავად იმ უწყებებსაც კი არ შეტყობინ, ვისაც უშუალოდ ეხება კონკრეტული ქმედებები. ასეთი შემთხვევები არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიების გაგრძელება, რომელიც უკვე შეეხო მათ, როგორც ინდივიდუალურად, ისე, ინსტიტუციურად, და კიდევ უფრო მეტად აშორებს ქვეყანას დემოკრატიულ პროცესებს და საჯარო მმართველობის სტანდარტებს. 

ღსანიშნავია, რომ აქამდე განხორციელებული რეპრესიის ყველა ფორმა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მიმართ პირდაპირ არის დაკავშირებული მათ მიერ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით (იგულისხმება, როგორც “ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება, ისე, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები) დაფიქსირებულ კრიტიკულ პოზიციასთან, რის გამოც, 2024 წლის დეკემბერში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში, ხოლო 2024 წლის მიწურულისა და 2025 წლის დასაწყისში, აქტიურად დაიწყო მათი აღსრულება.  

ამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებ ყველა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ დევნის მსხვერპლი ხდება განსხვავებული მოსაზრების გამო.  


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო 

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება