სიახლეები
“ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით 1 ცვლილებები შეიტანა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში 2 , რითაც უკანონოდ გააუარესა დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების უფლებრივი მდგომარეობა, რაც არის 2024 წლის დეკემბრიდან საჯარო მოხელეების მიმართ მიმდინარე რეპრესიების გაგრძელება 3, და, პირდაპირ იმეორებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დეკემბრის თვეში შეტანილ ცვლილებებს. განსახილველ შემთხვევაში, ფორმალური კანონიერების პრინციპიც კი უხეშად დარღვეულია სამინისტროს მიერ.
ცვლილებების მიხედვით, ბრძანებამ, როგორც ქვემდგომმა აქტმა, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი იერარქიის საწინააღმდეგოდ გააუარესა ზემდგომი აქტით, ანუ, დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონით დადგენილი სამართლებრივი მოცემულობა. ამასთან, შინაარსობრივად ცვლილებები იწვევს დიპლომატიური სამსახურის სრულად პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებას. კერძოდ:
1. ადმინისტრაციული ხელშეკრულების გავრცელება დიპლომატიური თანამდებობის პირებზე “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის საწინააღმდეგოდ
საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ორგანიზების სამართლებრივ საფუძვლებს, დიპლომატიური სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას აწესრიგებს საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“. ეს კანონი, არის უფრო სპეციალური, ვიდრე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. იგი განმარტავს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცნებას და პირდაპირ ადგენს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს „არ უკავია ამ კანონით დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის, ადმინისტრაციული პერსონალისთვის ან ტექნიკური პერსონალისთვის გათვალისწინებული თანამდებობა“ 6. ამასთან, აღნიშნული კანონის მიხედვით, სამინისტროს გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი და სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი არის უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობა, სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და მინისტრის სამდივნოს უფროსი - უფროსი დიპლომატიური თანამდებობა. 7 ამასთან, კანონი ადგენს დიპლომატიური თანამდებობის პირის და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს. 8
კანონქვემდებარე აქტით, მინისტრით ბრძანებით, დადგენილი მოწესრიგება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონში არსებულ მოწესრიგებას აღნიშნული თანამდებობის პირთა საქმიანობის სამართლებრივ ფორმასთან და მათი სამსახურიდან გათავისუფლების წესთან დაკავშირებით. საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ, 9 რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ წესში შესული ცვლილებები ფორმალური კანონიერების მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
აქვე, ხაზგასასმელია, რომ ბრძანება მაცნეზე შეცდომით თარიღდება 2025 წლის 28 ნოემბრით, შესაბამისად, მომავალი თარიღით.
2. დიპლომატიური სამსახურის პარტიულ ინტერესს დაქვემდებარება
გარდა ფორმალური კანონიერების პრობლემისა, აღნიშნული მოწესრიგება ცალსახად არის დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზების, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთა გარანტიების შესუსტების და მათ მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის ინსტრუმენტი.
საგანგაშოა, რომ ცვლილებების შედეგად, მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად გამოიწვევს აღნიშნულ პირებთან ხელშეკრულების შეწყვეტას. 11
აღნიშნული ცვლილება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/5/626 გადაწყვეტილებას საქმეზე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (შემდგომში - ლაცაბიძის საქმე). 12 ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ახალი მერის არჩევის შემთხვევაში სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა. საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილების განსახორციელბლად აუცილებელია პროფესიონალიზმი, გამოცდილება, პიროვნული უნარები და ყველა ის თვისება, რაც მოხელეს ხელს უწყობს მაქსიმალურად კარგად შეასრულოს დაკისრებული ამოცანები. ამასთან საკონსტიტუციო სასამართლომ გააკრიტიკა ის, რომ ახალი მერის არჩევისას ავტომატურად ხდებოდა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტა, ისე რომ ახლად არჩეულ მერს არ ჰქონდა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უნარების შეფასების შესაძლებლობა.
არამედ პრინციპულად ეწინააღმდეგება მას.“ ვინაიდან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, წმინდა პროფესიული თანამდებობაა, ყოველი არჩევნების შემდგომ მათი შეცვლა არ წარმოადგენს კონსტიტუციის მოთხოვნას.
როგორც, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, ისე მინისტრის ბრძანება, სრულად ეწინააღმდეგება პროფესიული საჯარო მოხელის კონცეფციას და, ფაქტობრივად, აუქმებს მოხელის იერარქიაში პირველი რანგის თანამდებობას. ამავდროულად, მოხელის კარიერულ განვითარებას მეორე რანგის იერარქიაზე აჩერებს. მსგავსი ცვლილებები არ არის თავსებადი პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტთან, რომელიც დაცული უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან და იყოს საჯარო სამსახურის სტაბილურობის გარანტი. ამასთანავე, აღნიშნული მოწესრიგება აჩენს მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური მანიპულირების სერიოზულ რისკს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონმა თავიდანვე გამიჯნა პოლიტიკური და აღმასრულებელი ფუნქციები, რათა საჯარო სამსახური პოლიტიკური გავლენებისგან დაეცვა. თუმცა, ამ ცვლილებებით სრულად იცვლება მიდგომა. პირველ რიგში, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები შესაძლოა აღნიშნულ პოზიციაზე პარტიული ლოიალურობის ნიშნით განმწესდნენ, ვინადიან მათ განსხვავებით პროფესიული საჯარო მოხელისგან, აღარ მოეთხოვებათ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. მეორე მხრივ, ამგვარად დანიშნული პირები დაექვემდებარებიან პოზიციიდან თვითნებურ გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ მათი მოსაზრებები პარტიულ ინტერესებთან თანხვედრაში აღარ იქნება. ეს, თავის მხრივ, დაუცველ მდგომარეობაში აყენებს როგორც დასაქმებულს, ასევე, თვითონ სტრუქტურას, რომლის ეფექტიანობა და თვითმყოფადობა მკაცრად არის დამოკიდებული პროფესიული კადრების სტაბილურობასა და მუდმივობაზე.
3. ხელშეკრულების ნებისმიერ დროს შეწყვეტის დისკრეცია
ცვლილების შედეგად, დიპლომატიურ სამსახურში, გარდა კანონისმიერი საფუძვლებისა, შესაძლებელი ხდება აღნიშნულ თანამდებობის პირთა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით შეწყვეტა, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება მინისტრის ინიციატივით წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 13
შეჯამება
საია მიიჩნევს, რომ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში შეტანილი ცვლილებები მკაფიო გაგრძელებაა საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიებისა. კერძოდ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელეებმა, ასევე, გამოხატეს პროტესტი “ქართული ოცნების” პოლიტიკის მიმართ, რომელმაც შეაჩერა ევროკავშირში მოლაპარაკების პროცესი, ინტენსიურად დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლა, რაც, საბოლოოდ აისახა “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებებით. ხაზგასასმელია, რომ “საგარეო საქმეთა სამინისტროს” თანამშრომლები იყვნენ ერთ-ერთი პირველი საჯარო მოხელეები, რომლებმაც ღიად დაგმეს მიმდინარე მოვლენები, რასაც შედეგად მოჰყვა მათი და ზოგადად კრიტიკული აზრის მქონე საჯარო მოხელეების გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარა და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებები “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან. 16
ზედამხედველობა. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ ტიპის დანაშაულებზე, ზოგადად, საქართველოს პროკურატურა გულგრილია. 18
იმ შემთხვევაში, კი, თუ დიპლომატიური თანამდებობის მქონე პირები ხსენებული ბრძანების საფუძველზე მიიღებენ შეთავაზებას მათი დანიშვნის საფუძვლის ცვლილებასთან და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს შეეწინააღმდეგება კანონს. ვინაიდან, კანონქვემდებარე აქტის კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში უნდა გავრცელდეს კანონის რეგულაციები, ხსენებულ ბრძანებასა და დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონის შორის წინააღმდეგობები ქმნის ბრძანების გასაჩივრებისა და ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს, ისევე, როგორც, იმ შედეგების უკანონოდ მიჩნევის საფუძველს, რომელიც მოჰყვა ზემოთ ხსენებულ ბრძანებას სამართლებრივი შედეგის სახით.
მივმართავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს:
- გაასაჯაროოს, ამოქმედდა თუ არა “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონთან შეუსაბამო 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით გათვალისწინებული რეგულირება 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე
1 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო
2 საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანება „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“.
3 საია, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებები მოხელეებზე ზეწოლის გაზრდას და საჯარო სამსახურის კიდევ უფრო პოლიტიზირებას ემსახურება, 16.12.2024, https://gyla.ge/post/sajaro-samsaxuris-shesaxebkanoni-cvlilebebi, [30.01.2025]
4 იქვე, დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-111 მუხლის 1-2 პუნქტები.
5 “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, მე-12-,3-13 მუხლები.
6 “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ი.გ ქვეპუნქტი.
7 იქვე, 12-13 მუხლები.
8 იქვე, მე-40 მუხლი.
9 “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი.
10 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 27 იანვრის ბრძანება „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, მუხლი 3, მუხლი 11 (პრიმა), ნაწილი 2..
იქვე, მე-111 მუხლის მე-7 პუნქტი.
11 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/5/626 გადაწყვეტილებას საქმეზე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, იხ: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1086, [31.01.2025].
12 იქვე, მე-111 მუხლის მე-8 პუნქტი.
13 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/5/626 გადაწყვეტილებას საქმეზე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-51.
14 იქვე.
15 დაუშვებელია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნა და მათზე ზეწოლის განხორციელება, 02.12.2024, https://gyla.ge/post/gancxadebeba-2dekemberi, [02.12.2024]; IPN, Kakha Kaladze on the statement of the employees of the City Hall: I was expecting this, we have announced a reorganization in the City Hall, relocations are planned, God bless everyone on their way, 01.12.2024, https://www.interpressnews.ge/en/article/135532-kakha-kaladze-on-the-statement-of-the-employees-of-the-city-hall-i-was-expecting-this-we-have-announced-a-reorganization-in-the-city-hall-relocations-are-planned-god-bless-everyone-on-their-way/, [30.01.2025]; IPN, Nino Tsilosani on the employees of the Ministry of Foreign Affairs: it is disgusting that diplomats allegedly swear by the EU in exchange for the interests of their own country - after this farce, you will be more convincing if you leave your positions, 29.11.2024, https://www.interpressnews.ge/en/article/135405-nino-tsilosani-on-the-employees-of-the-ministry-of-foreign-affairs-it-is-disgusting-that-diplomats-allegedly-swear-by-the-eu-in-exchange-for-the-interests-of-their-own-country-after-this-farce-you-will-be-more-convincing-if-you-leave-your-positions/, [30.01.2025]; Civil Georgia, Kobakhidze Alludes to Purges, Says Civil Service is “Self-Cleansing”, 02.12.2024, https://civil.ge/archives/640508, [30.01.2025].
16 სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლი.
17 საია, სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიში (N17), 2024, 66-7.
გააზიარე: