GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

31 მარტი, 202512:06

საია აკვირდება აქციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვის პროცესებს. საიას ცნობით, ამ ეტაპისთვის აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა საერთო რაოდენობა (მათ შორის, რუსულ კანონთან დაკავშირებული პროტესტის დროს - 2024 წლის გაზაფხულზე, დაკავებული პირების ჩათვლით) 64-ია. მათგან რუსული კანონის პროტესტისას დაკავებული ათივე  პირის  საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებულია, ყველა მათგანი სასამართლომ  დამნაშავედ სცნო და ათიდან რვას ე.წ. საპატიმრო სასჯელი - ვადიანი თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 1 ამ დროისთვის აქციების კონტექსში  ბრალდებულთა უმრავლესობა, რომელთაც პირველივე ეტაპზე პატიმრობა შეეფარდა (46 პირიდან 40) პატიმრობაში   რჩება. ამ საქმეებმა გაიარა წინასასამართლო სხდომის ეტაპი და ყველა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. 


სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად,  წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სასამართლო ძირითადად წყვეტს შემდეგ საკითხებს: 1) განიხილავს  მხარეთა შუამდგომლობებს  მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე, ასევე, 2) წყვეტს არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემის საკითხს.  ამასთან, თუ ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, 3) მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ.  2


წინასასამართლო სხდომებზე დაკვირვების შედეგად იკვეთება შემდეგი პრობლემები:


მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი


ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლომ სრულად დასაშვებად სცნო პროკურატურის (ბრალდების მხარე) ყველა მტკიცებულება, გამონაკლისი მხოლოდ ერთ მზია ამაღლობელის საქმეზე მოხდა, სადაც მოსამართლემ ერთი მოწმე ამორიცხა სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან. რვაპირიან (ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის და ინსაფ ალიევის) და თერთმეტპირიან (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯამბურიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის) საქმეებზე დაცვის მხარის არაერთი წარმომადგენელი შუამდგომლობდა პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ნუსხიდან ვიდეო-ჩანაწერების დაუშვებლობის თაობაზე, რადგან მიაჩნდათ, რომ  საჯარო წყაროებში გამოქვეყნებული ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვა უნდა მომხდარიყო კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების გზით - დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვით - სსსკ-ის 136-ე მუხლით. კერძოდ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. 


დაცვის მხარის წარმომადგენლების არგუმენტაციით, ვიდეო-მასალები, რომლებიც განთავსებული იყო საჯარო სივრცეში (YouTube პლატფორმაზე, სოციალურ-ქსელებში ანდა გარკვეული მედიასაშუალების გვერდზე) იმ საფუძვლით უნდა ყოფილიყო დაუშვებელი, რომ მათი მოპოვების წესი იყო დარღვეული, მათზე უნდა გავრცელებულიყო არა სსსკ-ის 125-126-ე მუხლები, არამედ სპეციალური 136-ე მუხლი, რადგან საქმე კომპიუტერულ მონაცემს შეეხებოდა. 


მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაშინ როდესაც მზია ამაღლობელის საქმეზე ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ პროკურატურას დაუკმაყოფილა და დაუშვებლად სცნო დაცვის მხარის მიერ დათვალიერების გზით მოპოვებული მტკიცებულები. კერძოდ,  მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი განჩინებაში განმარტავს, რომ „2025 წლის 05 თებერვალს “myvideo”-ს საიტის, 12 თებერვალს, 23 თებერვალს და 24 თებერვალს „youtube”-ს საიტის დათვალიერებისას მოპოვებული ვიდეოფაილები, გადმოწერილი კომპიუტერში და ჩაწერილი ლაზერულ დისკებზე და შემდეგ თანდართული დათვალიერების ოქმებზე წარმოადგენს - კომპიუტერულ სისტემაში არსებულ მონაცემებს, რომლის გამოთხოვის, მოპოვების და არა დათვალიერებით მიღების წესი გათვალისწინებულია სსსკ-ის 136-ე მუხლის დებულებებით. დაცვის მხარეს ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით ჰქონდა განჩინების მოპოვების შესაძლებლობა, რაც მას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ განუხორციელებია. თუმცა კანონი მხარეს აძლევს უფლებას საქართველოს სსკ-ის 125-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებით მოიპოვოს სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ანუ ჩატარებულ იქნას და დათვალიერებულ იქნას ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რაც მოცემულ შემთხვევაში დათვალიერების ოქმების შედგენისას დაცულია და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დაცვის მხარემ კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაატარა, თუმცა იმდენად რამდენადაც, საქმისთვის მნიშნელოვანი ინფორმაცია კომპიუტერულ სისტემაში დაცული იყო კომპიუტერული მონაცემების სახით, ადვოკატების მიერ ლაზერულ დისკზე ჩაწერა და შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე დართვა სცდება დათვალიერების მიზანს და ეწინააღმდეგება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში დათვალიერება გადაიზარდა ინფორმაციის გამოთხოვაში.“ 3


მართალია, რომ სხვადასხვა მოსამართლეს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული სამართლებრივი შეხედულებები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, თუმცა ცალსახაა, რომ აქტივისტების საქმეებზე მოსამართლეების გადაწყვეტილებები ყოველთვის აქტივისტების წინააღმდეგაა მიმართული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ საქმეებში პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივები იკვეთება.


საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ მოგვიანებით შეცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასაშვებად სცნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ზემოთ ხსენებული ვიდეომტკიცებულებები.


არსებითი განხილვისთვის საქმის გადაცემა 


სისხლის სამართლი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა. თუ ბრალების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით არ იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განჩინებით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. 


არცერთ ბრალდებულთან მიმართებით სასამართლოს არ მიუჩნევია, რომ არსებობდა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი და ყველა საქმე გადასცა არსებითად განსახილველად. 4


პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი


ყველა წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც შეეხებდა აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს და ბრალდებულები პატიმრობაში იმყოფებოდნენ, მოსამართლეებმა ისინი პატიმრობის გადასინჯვისას კვლავ ყველაზე მკაცრი აღვეთის ღონისძიების პატიმრობის ქვეშ დატოვეს. ერთადერთი საქმე, რომელში ბრალდებულების ნაწილსაც მოსამართლემ პატიმრობა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეუცვალა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და სტუდენტების საქმეა. ოთხი ბრალდებულის მიმართ პირველი წარდგენის სხდომაზე გამოყენებული პატიმრობა სასამართლომ გირაოთი შეცვლა დაზარალებულების განცხადების საფუძველზე, რომელთაც თავად მიმართეს პროკურატურას  ბრალდებულთათვის არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების თაობაზე. 5

ყურადსაღებია, რომ სასამართლო არ ითვალისწინებს იმ ახალ გარემოებას, რომ ამ საქმეებზე დასრულდა გამოძიება, მტკიცებულებები სასამართლოშია წარდგენილი და აღარ არსებობს მათი მოპოვებისათვის ხელშეშლის რისკები.  ამასთან სასამართლო მხედველობაში არ იღებს ინდივიდუალურ გარემოებებს და ბრალდებულთა პიროვნულ მახასიათებლებს, მათ საქმიანობას, ასაკს (ნაწილი მათგანი არიან სტუდენტები), ოჯახურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, იმას რომ ამ საქმეებზე ბრალდებულ პირთა უმეტესობა გამოირჩევა აბსოლუტურად სუფთა წარსულით, ადმინისტარციულ სახდელდებულნიც კი არ არიან.

სასამართლომ ჯამში 40 ბრალდებულიდან ვერც ერთის მიმართ ვერ დაინახა პატიმრობის გაუქმებისა ან/და მათთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების რისკები. მაშინ, როდესაც დაცვის მხარის არაერთი წარმომადგენელი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ნებისმიერი დამატებითი ვალდებულების გამოყენებას, იქნებოდა ეს ელექტრონული მონიტორინგი, კონკრეტული ტერიტორიის დაუტოვებლობა თუ სხვა ნებისმიერი ვალდებულება რასაც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევდა და რომელსაც ძირითად აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად შეეძლო გაენეიტრალებინა ყოველგვარი რისკი.


საჯაროობის პრინციპის უგულებელყოფა


თერთმეტპირიან სხდომაზე, ბრალდებულების ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯამბურიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის წინასასამართლო სხდომაზე, რომელთაც ბრალდება სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სასამართლო სხდომა (2025 წლის 05 მარტს) ნაწილობრივ დახურა. 


მართალია, მოსამართლე უფლებამოსილია წესრიგის დაცვის მიზნით, საკუთარი ინიციატივით ნაწილობრივ ან სრულად დახუროს სასამართლო სხდომა, თუმცა მხედველობაში უნდა მიიღოს საჯაროობის პრინციპი და საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესი. მოსამართლემ  შემდგომ, 10 მარტის და 13 მარტის სხდომებზეც მხოლოდ მედიის წარმომადგენლები დაუშვა და პროცესზე დასწრება შეუზღუდა საიას წარმომადგენელს, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე მოსამართლის წინაშე დაცვის მხარემაც იშუამდგომლა. სადამკვირვებლო მისიებთან ერთად პროცესზე მოსამართლემ არ დაუშვა სახალხო დამცველის და საელჩოების წარმომადგენლებიც.


საია 14  წელია  ახორციელებს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს და ამ ხნის განმავლობაში  არასდროს გამოვლენილა ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის ან სასამართლოს უპატივცემულობის შემთხვევა. მოსამართლის გადაწყვეტილებით უფლებადაცვით ორგანიზაციას დაუსაბუთებლად შეეზღუდა სასამართლო სხდომაზე დაკვირვება. აღნიშნული კი კონკრეტული მოსამართლის მიერ სასამართლოს დისკრეციის თვითნებური და საჯაროობის პრინციპის საწინააღმდეგო გამოყენებაა. 6


ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის   შალვა პაპუაშვილის განცხადება 7 ელჩების სასამართლო სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით და მას შემდგომ  მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება 8 საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც სასამართლო სხდომებზე მედიის წვდომის შეზღუდვას და სისხლის სამართლის საქმეებზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის ინიციატივაა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგანგაშოდ აფასებს ყოველგვარ მცდელობას შეიზღუდოს საჯაროობა სისხლის სამართლის სხდომებზე, ამასთან, ხაზს ვუსვამთ, რომ ამ ეტაპისთვის ისედაც პრობლემურია ინტერნეტ-მედიების მიერ სასამართლო სხდომების გაშუქება, რაც „საინფორმაციო ქსელების ცენტრს“ საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, სადაც მის ინტერესებს საია წარმოადგენს. კერძოდ, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონი 9 სასამართლო პროცესის გადაღების ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. იმ შემთხვევაში თუ, ეს უკანასკნელი არ გამოხატავს ინტერესს, სასამართლო პროცესის გადაღების უფლება ენიჭება საერთო საეთერო მაუწყებელს (ტელევიზია და რადიო, რომელსაც გააჩნია საინფორმაციო პროგრამები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის გადაცემები). თუ პროცესის გადაღების სურვილს რამდენიმე საერთო მაუწყებელი გამოთქვამს, მაშინ წილისყრით შეირჩევა ის საერთო საეთერო მაუწყებელი, რომელსაც სასამართლო პროცესის გადაღების უფლება ექნება. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისე საერთო მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, მათ მიერ გადაღებული ვიდეომასალა მიაწოდონ სხვა მედია საშუალებას. არსებული რეგულაციის მიხედვით, კონკრეტული პროცესის გადაღების მიმართ საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საერთო საეთერო მაუწყებლების ინტერესის არარსებობის პირობებშიც, ინტერნეტ და ბეჭდურ მედიას არ აქვს სასამართლო პროცესის გადაღების შესაძლებლობა. 10


-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქვემოთ წარმოდგენილია ინფორმაცია 2025 წლის 26 მარტის მდგომარეობით ბრალდებული პირების ვინაობის, ბრალდების შინაარსის, საქმის განმხილველი მოსამართლეებისა და სასამართლოს მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებების შესახებ. 


2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციების კონტექსტში დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია



ბრალდებული

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით



მოსამართლე

სასამართლოს მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე

  1. მათე დევიძე

353 პრიმა. 1.- პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.


მოსამართლე დავით კურტანიძემ განიხილა მათე დევიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი  სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა

  1. ანატოლი გიგაური



353 პრიმა. 1.- პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.


მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა განიხილა ანატოლი გიგაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია  სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა

  1. გიორგი მინდაძე

353 პრიმა. 1.- პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.


მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა განიხილა გიორგი მინდაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე ნინო თარაშვილმა განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი  სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა

  1. არჩილ მუსელიანცი 

187.2.ა.- ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით.


მოსამართლე ნანა შამათავამ განიხილა არჩილ მუსელიანცის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.  


მოსამართლე ლელა კალიჩენკომ განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.


მოსამართლე გიორგი არევაძე  სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა

  1. დავით ლომიძე


  1. თემურ ზასოხაშვილი

353 პრიმა. 1.- პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.


მოსამართლე ნანა შამათავამ განიხილა დავით ლომიძის და თემურ ზასოხაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი  სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა

  1. ანტონ  ჩეჩინი

260.6.ა. - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით. 


 

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა ანტონ ჩეჩინის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.



მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია  სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა

  1. ანზორ კვარაცხელია



353 პრიმა. 1.- პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.


მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განიხილა ანზორ კვარაცხელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.   


მოსამართლე ნინო თარაშვილმა განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია  სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა

  1. საბა ჯიქია

353 პრიმა. 1.- პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.


მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განიხილა საბა ჯიქიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.  


მოსამართლე ნინო თარაშვილმა განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა

  1. დავით ხომერიკი


18 – 229 - აფეთქების მომზადება. 

 

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განიხილა დავით ხომერიკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.  


მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი  სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა

  1. ნიკოლოზ ჯავახიშვილი

  2. თორნიკე გოშაძე

  3. ირაკლი მიმინოშვილი

  4. ზვიად ცეცხლაძე

  5. ვეფხვო კასრაძე

  6. ვასილ კაძელაშვილი

  7. გიორგი გორგაძე

  8. ინსაფ ალიევი 

225 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა. 

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა ხსენებული პირების  მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა. 

საქმე წინასასამართლო სხდომის ეტაპზე განაწილებული იყო მოსამართლე ნინო თარაშვილზე, თუმცა სასამართლო პროცესის წინა დღეს გადაეწერა მოსამართლე დავით მგელიაშვილს. მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

საქმე გადავიდა არსებითი განხილვის ეტაპზე.


პატიმრობა

  1. საბა სხვიტარიძე

353 პრიმა.2. - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა განიხილა საბა სხვიტარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია  სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა

  1. ლაშა ჩხაიძე

მუხლი 187.1 - ნივთის დაზიანება ან განადგურება  


მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ განიხილა საბა სხვიტარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.



მოსამართლე ლელა კალიჩენკომ განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.


მოსამართლე დავით ნარიმანაშვილი  სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 



პატიმრობა

  1. ანდრო ჭიჭინაძე

  2. ონისე ცხადაძე

  3. გურამ მირცხულავა

  4. ჯანო არჩაია

  5. ლუკა ჯაბუა

  6. რუსლან სივაკოვი

  7. რევაზ კიკნაძე

  8. გიორგი ტერაშვილი

  9. ვალერი თეთრაშვილი

  10. სერგეი კუხარჩუკი

  11. ირაკლი ქერაშვილი


225.2.- ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განიხილა ხსენებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


საქმე წინასასამართლო სხდომის ეტაპზე განაწილებული იყო მოსამართლე ნინო თარაშვილზე, თუმცა სასამართლო პროცესის წინა დღეს გადაეწერა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს. მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

საქმე გადავიდა არსებითი განხილვის ეტაპზე.

პატიმრობა

32. გიორგი ახობაძე

260.6.ა. - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით. 


მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა განიხილა გიორგი ახობაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია  სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა

33.თევდორე  აბრამოვი

260.6.ა. - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით. 


მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა თევდორე აბრამოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე ლელა კალიჩენკომ განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.


მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა

34.ნიკოლოზ კაცია

260.6.ა. - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით. 


მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განიხილა ნიკოლოზ კაციას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე ნინო თარაშვილმა განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა

35.დანიელ მუმლაძე 

36.გურამ ხუტაშვილი

187.2.გ -  ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად. 


მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა და არსენ კალატოზიშვილმა განიხილეს დანიელ მუმლაძისა და გურამ ხუტაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.



მოსამართლე ლელა კალიჩენკომ განიხილა წინასასამართლო სხდომა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ლილი მსხილაძე სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა


37.ანასტასია ზინოვკინა 


38.არტემ გრიბული


260.6.ა - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით. 



მოსამართლე ნანა შამათავამ განიხილა ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე ლელა კალიჩენკომ განიხილა წინასასამართლო სხდომა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. 


მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი

სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 



პატიმრობა

39.  მზია ამაღლობელი 

353 პრიმა. 1.- პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.


მოსამართლე ნინო სახელაშვილმა  განიხილა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა განიხილა წინასასამართლო სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. 


მოსამართლე ნინო სახელაშვილი სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


პატიმრობა



2025 წლის თებერვლის აქციების კონტექსტში დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია




ბრალდებული


ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით




მოსამართლე

სასამართლოს მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე

40.გიორგი უგულავა

41.ირაკლი წიგნაძე

42.ირაკლი ტაბატაძე

43.დიმიტრი ბიძინაშვილი

44.ალექსანდრე გოგოლაძე

45.ნიკოლოზ ქუმსიაშვილი

46.ვასილ ელიავა

47.ნიკოლოზ კუტუბიძე

19 – 222 - სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების მცდელობა.

მოსამართლე დავით კურტანიძემ განიხილა და დააკმაყოფილა ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობა.  

საქმე წინასასამართლო სხდომის ეტაპზეა.

გირაო 5000 ლარის ოდენობით (N39-N43)

გირაო 4000 ლარის ოდენობით (N44)

გირაო 3500 ლარის ოდენობით (N45-N46)



სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც ბრალდებული პირების მიმართ პირველი წარდგენის სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით




ბრალდებული

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით




მოსამართლე


სასამართლოს მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე

48. მ.გ (არასრულწლოვანი)

187.2.ა. - ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. 


მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა  განიხილა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა და დააკმაყოფილა.

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალა მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემით. 


მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 

სასამართლო სხდომა დახურულია. 


მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა

49.ალექსანდრე ელისაშვილი

156.2.ა. -  ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან  დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. 


მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა, რომელიც პირველი წარდგენის სხდომიდან 10 დღის გასვლის შემდეგ პროკურატურის შუამდგომლობით მოსამართლე ლევან გელოვანმა შეცვალა - გირაო 4000ლარი.


მოსამართლე ნინო თარაშვილმა განიხილა წინასასამართლო   სხდომა.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 


გირაო 4000 ლარის ოდენობით

50.მამუკა ჯორბენაძე;

51.გურამ მიქელაძე;

52.დავით გვიანიძე;

53.გიორგი დავითაძე;

54.ანრი კაკაბაძე

126. 1 პრიმა. ბ და გ. ქვეპუნქტი - ძალადობა ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ.


მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა აღნიშნული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა. 


მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა წინასასამართლო   სხდომა. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობა, პროკურატურა ნაწილობრივ დაეთანხმა დაცვის მხარეს, კერძოდ მათთვის მისაღები იყო პატიმრობა შეცვლილიყო გირაოს სახით, გარდა ანრი კაკაბაძის შემთხვევისა, რადგან ის სხვა სისხლის სამართლის საქმეშიც იყო ბრალდებულის სტატუსის მქონე. 


მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი სისხლის სამართლის საქმეს არსებითად განიხილავს. 

ანრი კაკაბაძე - პატიმრობა

მამუკა ჯორბენაძე, გურამ მიქელაზე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე - გირაო 5000 ლარის ოდენობით.




სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია



მსჯავრდებული

ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით



მოსამართლე


გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა

55.გიორგი კუჭუაშვილი 


56.დავით კოლდარი


353 პრიმა.1.- პოლიციელზე, თავდასხმა (N54);

187.1. - ნივთის დაზიანება ან განადგურება(N55).


მოსამართლე დავით კურტანიძემ განიხილა გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის  მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ სისხლის სამართლის საქმე არსებითად განიხილა. 

გიორგი კუჭუაშვილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. 

დავით კოლდარი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით.  



57.გიორგი ოკმელაშვილი

353 პრიმა.1. - პოლიციელზე, თავდასხმა;  და 260 - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. 



მოსამართლე გიზო უბილავამ განიხილა გიორგი ოკმელაშვილის  მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.


მოსამართლე გიორგი გელაშვილმა სისხლის სამართლის საქმე არსებითად განიხილა. 


თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

58.ფრიდონ ბუბუტეიშვილი

187.1. - ნივთის დაზიანება ან განადგურება; 

353 პრიმა.1.- პოლიციელზე, თავდასხმა.



მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განიხილა ფრიდონ ბუბუტეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ზვიად შარაძემ სისხლის სამართლის საქმე არსებითად განიხილა. 


თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. 

59.ომარ ოკრიბელაშვილი 

60.საბა მეფარიშვილი


187.2.გ. - ნივთის დაზიანება ან განადგურება  ჯგუფურად.



მოსამართლე დავით კურტანიძემ განიხილა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის 

მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ნათია გუდაძემ სისხლის სამართლის საქმე არსებითად განიხილა. 


თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 6 თვით, აქედან 1 წელი პირობითი მსჯავრი. (საპროცესო შეთანხმება)


61.ირაკლი მეღვინეთუხუცესი 


353 პრიმა.1.- პოლიციელზე, თავდასხმა.



მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა

განიხილა ირაკლი მეღვინეთუხუცესის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე ლევან გელოვანმა განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ზვიად შარაძემ სისხლის სამართლის საქმე არსებითად განიხილა. 


თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით. 




62.გიორგი შანიძე 

187.1. - ნივთის დაზიანება ან განადგურება;  265.2.- ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება. 



მოსამართლე 

ნინო თარაშვილმა

განიხილა გიორგი შანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე გიორგი გელაშვილმა განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ სისხლის სამართლის საქმე არსებითად განიხილა. 


თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. (პრეზიდენტმა შეიწყალა)

63.ანდრეი რაუტბერგი


187.1 - ნივთის დაზიანება ან განადგურება;  


მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განიხილა ანდრეი რაუტბერგის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განიხილა წინასასამართლო   სხდომა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.


მოსამართლე ნათია გუდაძემ სისხლის სამართლის საქმე არსებითად განიხილა. 


ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. 

64.ვაჟა დურგლიშვილი

187.1 - ნივთის დაზიანება ან განადგურება;  


მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განიხილა ვაჟა დურგლიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა.


მოსამართლე ნატო ხუჯაძემ განიხილა წინასასამართლო   სხდომა.


მოსამართლე ლილი მსხილაძემ სისხლის სამართლის საქმე არსებითად განიხილა. 


პირობითი მსჯავრი. 




1 სასამართლომ რუსული კანონის პროტესტის დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული ყველა პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, საია, 04.02.2025, ხელმისაწვდომია:  https://gyla.ge/post/gala-rusuli-kanonis-protestis-dros-dakavebulebs-patimroba-miesaja.

2  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 219.

3 ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება 04.03.2025, საქმეზე N010100125011054171, N1-248/25.

4 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლის 219 (5,6).

5 ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და სტუდენტების საქმეზე წინასასმართლო სხდომა გაიმართა, საია, 29.01.2025, ხელმისაწვდომია: hეttps://gyla.ge/post/batumi-universiteti-dekani .

6 მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე დემონსტრანტების საქმის განხილვისას სადამკვირვებლო სტატუსის მქონე პირებს საქმიანობას უზღუდავს, საიას ფეისბუქ-გვერდი, 25.03.2025, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/share/p/1A56TtyCdP/ .

7 შალვა პაპუაშვილი - სასამართლო პროცესზე ელჩების დასწრებას აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება, ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება, პირველი არხი, 07.03.2025, ხელმისაწვდომია: https://1tv.ge/news/shalva-papuashvili-sasamartlo-procesze-elchebis-daswrebas-aqvs-mkholod-erti-danishnuleba-es-aris-zewola-qartul-martlmsajulebaze-da-mosamartleebis-dashineba/ .

8 საკანონმდებლო წინადადება N1-1703/25/11, 06.03.2025, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/30410

9 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, 13 პრიმა (2, 3).

10 საკონსტიტუციო სასამართლო ინტერნეტ მედიისთვის სასამართლო პროცესების გადაღების აკრძალვის კონსტიტუციურობას განიხილავს, საია, 29.02.2025, ხელმისაწვდომია: https://www.gyla.ge/post/sakonstitucio-sasamartlo-internet-mediistvis-sasamartlo-procesebis-gadaghebis-akrdzalvis-konstituciurobas-ganikhilavs .


სხვა სიახლეები