სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიასა და სახალხო დამცველის ერთობლივი პროექტი „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“

2011 წლის 7 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის ერთობლივი პროექტის - „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ - პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა პროექტის გაცნობით ხასიათს ატარებდა.ღონისძიების მიზანი იყო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა დამსწრე საზოგადოებისთვის, ასევე, მომავალი თანამშრომლობის გზების დასახვა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის ძირითად მიმართულებებსა და დაგეგმილ აქტივობებს. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერებას. კერძოდ: მონიტორინგის მხარდაჭერას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მონიტორინგის ჯგუფს შეუერთდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორი ადვოკატი, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან მონიტორინგის მისიაში.

2011-06-07 16:59 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის საჯარო დისკუსია

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე, რომელიც გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში 9 ივნისს, 19:00-ზე. დისკუსიის თემაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში, კერძოდ საუბარი შეეხება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის წარმოშობას, მის დადებით და უარყოფით მხარეებს. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები  და დამოუკიდებელი ექსპერტები.  დისკუსია გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, კახიძის ქ. #15 (ყოფილი კრილოვი) დასწრება თავისუფალია.

2011-06-07 14:10 სრულად ნახვა

ტრენინგი აჭარაში მოქმედი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა იურისტებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით 2011 წლის 28-30 ივნისს, აჭარის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა იურისტებისათვის ორგანიზებას უკეთებს ტრენინგს ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით. ტრენინგი მიზანად ისახავს  საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა  და ახალგაზრდა იურისტების უკეთ გაცნობირებას  ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში. ტრენინგი შეეხება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტურ საკითხებს, ასევე ინსტიტუციურ მექანიზმებს. განსაკუთრებით  ხაზი გაესმება  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

2011-06-07 14:03 სრულად ნახვა

ტრენინგი თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდა იურისტებისათვის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით 2011 წლის 24-26 ივნისს, თბილისში,   ორგანიზებას უკეთებს ტრენინგს ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით. ტრენინგი მიზანად ისახავს  საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა  და ახალგაზრდა იურისტების უკეთ გაცნობირებას  ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში. ტრენინგი შეეხება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტურ საკითხებს, ასევე ინსტიტუციურ მექანიზმებს. განსაკუთრებით  გაესმება  ხაზი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

2011-06-07 13:31 სრულად ნახვა

საია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

ამა წლის 6 ივნისს საიამ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა. საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ცვლილებას იმგვარად, რომ  დევნილის სტატუსის მოპოვება შეძლონ, ასევე,  უცხო ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობის, ანუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმა. გარდა ამისა, იცვლება  კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის ფორმულირება და შეწყვეტილი სტატუსის აღდგენის საფუძვლებად დამატებით სახელდება პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

2011-06-07 10:31 სრულად ნახვა

2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის პროცესში და მას შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების ზოგადი ანალიზი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ანგარიშს - ადამიანის უფლებათა დარღვევის პირველად და მოკლე შეფასებას იმ ზოგად ტენდეციებთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციის მიერ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის დროსა და მას შემდეგ აქციის მონაწილეებისა თუ აქციის ადგილზე მყოფი სხვა პირების დაკავებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე გამოვლინდა.

2011-06-06 14:24 სრულად ნახვა

საია საქართველოს პრეზიდენტს ”თავისუფლების ქარტიის” პროექტზე ვეტოს გამოყენებისა და მისი საქართველოს პარლამენტისათვის შენიშვნებით დაბრუნების თხოვნით მიმართავს

საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 31 მაისს მესამე მოსმენით მიიღო თავისუფლების ქარტია. აღნიშნულ დოკუმენტს რეგულირების სამი საგანი აქვს: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ყოფილი სსრკ-ს სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლების ლუსტრაცია, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აღკვეთა.  ”თავისუფლების ქარტიის” პროექტი დიდწილად მოიცავს სწორედ ლუსტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. პოსტ-საბჭოთა სივრცეში ბევრმა ქვეყანამ ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე შეძლო, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მათი მომავალი განვითარება. სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა საქართველოში მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით ეს ცალსახად დადებითი და საჭირო ნაბიჯია სახელმწიფოს შემდგომი დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისათვის.

2011-06-06 07:31 სრულად ნახვა

საია საქართველოს პრეზიდენტს ”თავისუფლების ქარტიის” პროექტზე ვეტოს გამოყენებისა და მისი საქართველოს პარლამენტისათვის შენიშვნებით დაბრუნების თხოვნით მიმართავს

საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 31 მაისს მესამე მოსმენით მიიღო თავისუფლების ქარტია. აღნიშნულ დოკუმენტს რეგულირების სამი საგანი აქვს: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ყოფილი სსრკ-ს სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლების ლუსტრაცია, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აღკვეთა.  ”თავისუფლების ქარტიის” პროექტი დიდწილად მოიცავს სწორედ ლუსტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. პოსტ-საბჭოთა სივრცეში ბევრმა ქვეყანამ ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე შეძლო, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მათი მომავალი განვითარება. სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა საქართველოში მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით ეს ცალსახად დადებითი და საჭირო ნაბიჯია სახელმწიფოს შემდგომი დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისათვის. თუმცა, რამდენადაც მნიშვნელოვანია ამ კანონის ამოქმედება სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის, იმდენადვე საფრთხილოა მისი არსებობა. თუკი კანონი დატოვებს მისი არასწორი ინტერპრეტაციისა და გამოყენების საშუალებას, სერიოზულად დადგება ადამიანის უფლებებათა დარღვევისა და კანონის პირადი ინტერესებისათვის გამოყენების საფრთხე.კანონპროექტის დღევანდელი რედაქციის სრულყოფისათვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რიგი შენიშვნების დროული გათვალისწინება. დღეს, 3 ივნისს საია საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ქარტიასთან დაკავშირებით მომზადებულ სამართლებრივ დასკვნას და მიმართავს თხოვნით, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და საქართველოს კანონის ”თავისუფლების ქარტიის” პროექტი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს.

2011-06-03 14:34 სრულად ნახვა

აქცია 00:15

2 ივნისს 00:15 წუთზე  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ 26 მაისის მოვლენებიდან ერთი კვირის თავზე ქართულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა  მდუმარე აქცია გამართეს. აქციაში სულ 15-მდე უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. აქციაზე შეკრება 1 ივნისს 23:30 წუთზე დაიწყო.აქცია სიმბოლურ ხასიათის ატარებდა, ორგანიზაციის  წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს 26 მაისს დაზარალებულებს და გააპროტესტეს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები. მხარდაჭერის გამოსახატავად აქციის ორგანიზატორებმა სანთელები აანთეს. აქციის მთავარი მესიჯი იყო - “არა ძალადობას“!მშვიდობიანი პროტესტით ძალადობის წინააღმდეგ გამოსვლისთვის   დრო - 00:15 საათი შეგნებულად შეირჩა, იმიტომ რომ ერთი კვირის წინ, 26 მაისს ზუსტად 00:15 სთ-ზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაფიქსირდა არაპროპორციული ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ.

2011-06-02 12:15 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკავებულთა დაცვის უფლების შეზღუდვას აპროტესტებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისმა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებული, დაცვის უფლების შეზღუდვის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. საიას ოზურგეთის ოფისს დახმარებისთვის მიმართა 26 მაისის აქციის მონაწილემ, ნუგზარ ბურჭულაძემ, რომელიც ოზურგეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაბარებული იყო მოწმის სტატუსით. პოლიციაში გამოცხადების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა საიას ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკითხვაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას ადვოკატმა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის, ნიკოლოზ იმერლიშვილის სახელზე დაწერა საჩივარი და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება. ამის საპასუხოდ, საიას ადვოკატს პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა სიტყვიერად განუმარტა, რომ ბურჭულაძეს ადვოკატის მომსახურება არ სურდა, თუმცა, საიას ადვოკატს არ მიეცა საშუალება პირადად მოენახულებინა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და დაედასტურებინა ეს ფაქტი.  საიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტით მოხდა ბურჭულაძისთვის დაცვის უფლების შეზღუდვა.  მოვითხოვთ, რომ საიას დაცვის ქვეშ მყოფ პირს მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

2011-05-30 15:40 სრულად ნახვა