სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით გორსა და თელავში საჯარო დისკუსიები გამართეს

2011-11-11 19:32
Featured image

2011 წლის 8 და 11 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საარჩევნო კოდექსის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით ქ.გორსა და თელავში საჯარო დისკუსიები გამართეს. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების, პოლიტიკური პარტიების, საოლქო საარჩევნო კომისიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ღონისძიება ,,საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ - IFES საქართველოს წარმომადგენლობისა და USAID-ის  მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაცნობა. ორგანიზაციების რეკომენდაციები შეეხება ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მარეგულირებელ ნორმებს, არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალობისა და მონიტორინგის საკითხებს, საარჩევნო სიების ფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და საარჩევნო დავების პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ორგანიზაციების შეფასებით შემოთავაზებული პროექტი არ გვთავაზობს არსებით ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით.

ამ მიმართულებით იგეგმება მუშაობის გაგრძელება საქართველოს პარლამენტთან და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებთან. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მსგავი შეხვედრები ქ.ქუთაისსა და ბათუმშიც გამართეს.