სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პროექტის „ერთად დავგეგმოთ მშვიდობა“ დასკვნითი შეხვედრა

2011-11-04 13:41
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA),  მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტისა (CIPDD) და უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) ორგანიზებით  საჯარო დისკუსია გაიმართა, თემაზე :  “მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ეროვნული და რეგიონული გამოწვევების გადალახვა”.

შეხვედრაზე ოთხმა ჯგუფმა იმუშავა შემდეგ საკითხებზე:

1.    სამოქალაქო ინტეგრაცია: საერთო ინტერესების შექმნა რეგიონებს/ეთნიკურ ჯგუფებს შორის ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში;
2.    ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის დიალოგის შესაძლებლობებისა და უფრო მეტ ინტეგრაციასთან დაკავშირებული სიძნელეები;
3.    ქვემო ქართლში სოფლის მეურნეობის რესურსების არათანაბარი და არასამართლიანი განაწილების აღქმის დაძლევა
4.    რეგიონებში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობის გზით.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონებიდან და დედაქალაქიდან სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისა და ქვეყანაში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.

დღევანდელი დისკუსია იყო დისკუსიათა სერიის “ერთად დავგეგმოთ მშვიდობა” მეორე რაუნდის შემაჯამებელი შეხვედრა. სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართა ამავე რაუნდის დისკუსიები რეგიონებში: შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და სამეგრელო. აღნიშნული შეხვედრების ძირითადი მიზანი კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა იყო იმ ძირითად გამოწვევებზე, როგორიცაა მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა.