სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გმობს 2011 წლის 26 მაისის ღამეს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს

საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გმობს, 2011 წლის 26 მაისის ღამეს მომიტინგეთა დარბევის დროს ჟურნალისტთა მიმართ გამოვლენილი უკანონობისა და ძალადობის ფაქტების განხორციელებას, რადგან საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმების თანახმად, ჟურნალისტური საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელება პატივისცემით უნდა სარგებლობდეს კონფლიქტურ და დაძაბულ სიტუაციებში, რადგან ამგვარ სიტუაციებში საზოგადოებრივ საქმეებზე ინფორმირებულობა საზოგადოებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად: "მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის შეკრებაზე ან მანიფესტაციაზე ცნობების მიღებასა და გავრცელებაში ხელის შეშლა ისჯება კანონით.”შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელება, მათი კუთვნილი ვიდეო და ფოტო კამერების წართმევა და დაზიანება, გადაღებული მასალების წაშლა, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.”

2011-05-28 16:52 სრულად ნახვა

საიას ადვოკატებმა რამდენიმე გაუჩინარებულ პირს მიაგნეს

27 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ადვოკატებმა მოინახულეს თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი აქციის მონაწილეები. თელავის იზოლატორში არსებული ვიათარება უმძიმესია და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. ადვოკატებისა და პატიმრების ინფორმაციით:•    სასტიკად არიან ნაცემი იზოლატორში მყოფი შემდეგი პატიმრები: ანდრეი გორა, მურმან დუმბაძე და ალეკო ჩუბინიძე. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მურმან დუმბაძე სასტიკად სცემეს დაკავების შემდეგ ქ. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში. •    ზემოაღნიშნულ პირთათვის ხელმიუწვდომელია  სამედიცინო მომსახურება. •    2 დღეა იზოლატორში მყოფ პირებს არ მიეწოდებათ  საკვები. მიგვაჩნია, რომ დაკავებული პირების მიმართ ადგილი აქვს სახელმწიფოს მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას. შესაბამისად, მოვითხოვთ:1.    პატიმრების სიცოცხლისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იზოლატორის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებისა და საკვების მიწოდება დაკავებული პირებისთვის. 2.    გამოძიებულ იქნას და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა პატიმრებს.

2011-05-27 22:45 სრულად ნახვა

საია დაზარალებულებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს და შსს-ს მოუწოდებს გაასაჯაროოს ვიდეომასალები

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია კი­დევ ერ­თხელ აღ­ნიშ­ნავს, რომ 2011 წლის 26 მა­ისს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე მი­ტინ­გის დაშ­ლი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან მოხ­და ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა, რის შე­დე­გა­დაც არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო სხვა­დას­ხვა სა­ხი­სა და სიმ­ძი­მის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა.საია მო­უ­წო­დებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­ა­სა­ჯა­რო­ვოს ყვე­ლა ვი­დეო ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­საც სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აწარ­მო­ებ­დნენ აქ­ცი­ის დაშ­ლის პრო­ცეს­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს ადექ­ვა­ტუ­რად შე­ფას­დეს რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა, ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მხირ­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი.

2011-05-27 13:34 სრულად ნახვა

საია დაკავებულთა უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

2011 წლის 26 მაისს  შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ აქციის დაშლის შემდეგ შსს-ს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად დაკავებულია 90 ადამიანი, რომელთა ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ნაწილს კი ფულადი ჯარიმა.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს დაკავებული პირების ინტერესებს და  ამ წუთამდე ორგანიზაციის წარმომადგენლები განაგრძობენ ინფორმაციის მოპოვებას დაკავებულთა ვინაობისა და ადგილსამყოფელის შესახებ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, მაგრამ ამ ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია. საია-ს ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მოინახულონ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები წინასწარი მოთავსების იზოლატორში. მოვუწოდებთ შს სამინისტროს, გამოაქვეყნოს 2011 წლის 26 მაისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის დაშლის პროცესში დაკავებული პირების სია, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, სამართლებრივი დახმარება აღმოვუჩინოთ აღნიშნულ პირებს. ასევე, მოვითხოვთ, სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინონ იმ პირების ადგილსამყოფელი, რომელთა შესახებ არ არსებობს ინფორმაცია.

2011-05-26 14:22 სრულად ნახვა

საია და საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო 26 მაისს აქციის დაშლის შესახებ პირველად განცხადებას ავრცელებენ

2011 წლის 26 მაისს დაახლოებით 00:12 წუთზე შს სამინისტროს ძალებმა დაიწყეს რუსთაველის პროსპექტზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლა. იმ შემთხვევაშიც კი, რომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება ყოფილიყო ლეგიტიმური, მედიით გავრცელებული კადრები, აშკარად მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ნიშნებზე, რაც ,,პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.  აღნიშნული ფაქტი არ შიძლება დარჩეს ეფექტური გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე.მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აქციის დაშლას მოყვა ძალის არაპროპორციული გამოყენება, უკვე დაკავებული დემონსტრანტების ცემა, რომლებიც პოლიციას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. არსებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლას, რამდენიმე მათგანი დაშავებული ან/და დაკავებულია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ორგანიზაციები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევენ, რომ სახეზეა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და შესაბამისად დანაშაულის ნიშნები.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ყველა დაკავებულ პირს. შესაბამისად, დაკავებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ.

2011-05-25 22:13 სრულად ნახვა

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლებსა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებს სასამართლოს მეშვეობით ფულადი კომპენსაციის მიღება შეუძლიათ

 დღეს, 21 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა პრესკონფერენცია გამართა. ბრიფინგის თემას წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის მიერ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შეტანილი უახლესი ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებებით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეთათვის შეიქმნა ფულადი კომპენსაციის მიღების მექანიზმი.

2011-05-21 13:18 სრულად ნახვა

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება საარჩევნო რეფორმის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით

როგორც ცნობილია, მმართველ და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის საარჩევნო რეფორმის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში წარიმართება.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, ორგანიზაციები, რომლებიც ვაკვირდებოდით მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე გამართულ მოლაპარაკებების პროცესს, მივესალმებით მხარეების ინიციატივას კონსულტაციების განახლებასთან დაკავშირებით. თუმცა ვფიქრობთ, რომ კონსულტაციების დახურულ ფორმატში გადატანა ვერ უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას.

2011-05-13 13:25 სრულად ნახვა

საიასა და სტუდია „მონიტორის“ საჩივრის შედეგად კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „რუსთავი 2“ დააჯარიმა

"სტუდია მონიტორი" 2009-2010 წლების განმავლობაში ახორციელებდა მონიტორინგს ტელეკომპანიების "რუსთავი 2" და "იმედის" მიერ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისათვის დადგენილი წესების  დაცვაზე. მონიტორინგისას გამოვლენილი  დარღვევების  თაობაზე  ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.  კომისიის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტელეკომპანიებს სანქციის სახით მიეცათ გაფრთხილება რეკლამის განთავსების  წესების დარღვევის გამო.2011 წლის 7 მარტს "სტუდია მონიტორმა" განმეორებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ამჯერად მიმართვის  საფუძველი გახდა:1.    ლიცენზიის მფლობელების მიერ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის დარღვევა, ანუ ახალი ამბების, რომელთა ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია რეკლამით შეწყვეტის შესახებ;2.    საქართველოს კანონის "მაუწყებლობის შესახებ" 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად ახალი ამბების რეკლამის შეწყვეტა დასაშვებია არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით;3.    საქართველოს კანონის "მაუწყებლობის შესახებ" 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა, ანუ საბავშვო გადაცემების გაშვებისას რეკლამის წესების დარღვევა.

2011-05-11 19:17 სრულად ნახვა

საია პოლიციის მიერ ადამიანის შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ჩატარების უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოქალაქე დავით შუბლაძის სახელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საია საკონსტიტუციო სასამართლოსაგან ითხოვს “პოლიციის შესახებ” კანონის მე-91 (შეჩერება და ზედაპირული შემოწმება) მუხლის ძალადაკარგულად ცნობას მისი კონსტიტუციის მე-18 (თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-20 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) მუხლებთან წინააღმდეგობის გამო.2010 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ”პოლიციის შესახებ” კანონს დაამატა მე-91 მუხლი. აღნიშნული ნორმა პოლიციის თანამშრომელს უფლებას ანიჭებს დანაშაულის ჩადენის თაობაზე გონივრული ეჭვის საფუძველზე გააჩეროს ადამიანი, ჩაუტაროს მას ზედაპირული შემოწმება თუ პოლიციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წარმოიშობა გონივრული ეჭვი.“პოლიციის შესახებ” კანონში აღნიშნული დამატების შეტანასთან დაკავშირებით საიამ პარლამენტს გადაუგზავნა შენიშვნები. საია აღნიშნავდა, რომ წარმოდგენილი ცვლილებით ზედაპირული შემოწმება არ იყო ადამიანის შეჩერების თანმდევი აუცილებელი შედეგი. პოლიციელს ეძლევა ადამიანის გაჩერების შესაძლებლობა, ისე, რომ არ ჩაუტაროს მას ზედაპირული შემოწმება. ამ შემთხვევაში კანონი იმდენად ბუნდოვანია, რომ არ იძლევა იმ მიზნის წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას, თუ რატომ აჩერებს პოლიციელი ადამიანს.

2011-05-09 08:30 სრულად ნახვა