სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეტანილი იყო გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ფირუზ ვანიევისა და ქარელის რაიონის სოფელ დვანში მცხოვრები ტრისტან მამაგულაშვილის სახელით. აღნიშნული პირების საცხოვრებელი ადგილები არ ექცეოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებულად აღიარებული ტერიტორიის საზღვრებში, ვინაიდან ისინი მდებარეობენ ქარელისა და გორის რაიონში, ამის მიუხედავად ტრისტან მამაგულაშვილსა და ფირუზ ვანიევს არ ეძლეოდათ მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების და მათი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩვენმა სახელმწიფომ დაკარგა კონტროლი დვანისა და ხურვალეთის იმ ნაწილზე, სადაც ვანიევისა და მამაგულაშვილის სახლები მდებარეობს.  

2013-06-11 06:04 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მოსამართლეთა რიგგარეშე X კონფერენციის შესახებ

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურებიან მოსამართლეთა რიგგარეშე X კონფერენციის მიმდინარეობას. 

2013-06-10 08:44 სრულად ნახვა

მაისის თვის წარმატებული საქმეები

საიას ადვოკატის დახმარებით რამდენიმე მოქალაქეს არ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საიას თბილისის ოფისის ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 1 მაისის აქციაზე დაკავებულ პირებს: ა.ქ-ს; ლ.ა-ს; გ.გ-ს; მ.გ-ს; გ.ქ-ს; და ლ.ა-ს არ დაეკისრათ ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის (173-ე მუხლი). კერძოდ, სამ მათგანს მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო სხვა დაკავებულების მიმართ შეწყდა სამართალდარღვევის საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო.

2013-06-10 03:32 სრულად ნახვა

საიამ საქართველოს სამინისტროებში პერსონალურ მონაცემთა ფაილური სისტემის დანერგვის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა

მიმდინარე წლის 7 ივნისს საიამ კვლევის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით ,,საქართველოს სამინისტროებში პერსონალურ მონაცემთა ფაილური სისტემის დანერგვის მონიტორინგი”.    კვლევაზე მუშაობის პროცესში საიამ მიმართა საქართველოს ყველა სამინისტროს და გამოითხოვა ინფორმაცია, ყოველ კონკრეტულ უწყებაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, არსებობდა თუ არა:  

2013-06-07 04:34 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საერთო სასამართლოს მოსამართლეთა კონფერენციის მნიშვნელობაზე მიუთითებს

არაერთხელ აღინიშნა და კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ 9 ივნისს დაგეგმილი საერთო სასამართლოს მოსამართლეთა კონფერენციის მნიშვნელობას, როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და განვითარების რეალურ შანსს. ეს შანსი შექმნა როგორც არჩევნების შემდეგ  სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის შესუსტებამ, ასევე ხელისუფლების ნებამ, რაც ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებებში გამოიხატა. ამ პროცესს სამოქალაქო საზოგადოება და მათ შორის საია თავიდანვე უჭერდა მხარს. ჩვენ დღესაც ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და გვსურს შევეხოთ ახალი კანონის იმ ნორმას, რომელმაც ბოლო დღეებში დისკუსია გამოიწვია. 

2013-06-05 06:16 სრულად ნახვა

კონკურსი პროექტის კოორდინატორის/მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს პროექტის კოორდინატორის/მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე   ადგილმდებარეობა: თბილისი, კახიძის ქ. # 15   საკონკურსო  მოთხოვნები:  

2013-06-05 03:20 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები სოფელ დიცში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და სამართალდამცავებს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზიდან სოფლის მიმართულებით დაახლოებით 300 მეტრში ბოძების ჩასმა დაიწყეს.   

2013-06-03 06:10 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში რელიგიურ ნიადაგზე არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შემთხვევებს, რომლის დროსაც უხეშად დაირღვა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის კონსტიტუციით დაცული რელიგიის თავისუფლება. აღსანიშნავია, რომ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ აკვირდებოდნენ 31 მაისს სოფელ სამთაწყაროში მიმდინარე პროცესებს და წინამდებარე განცხადებაში წარმოდგენილი ფაქტები და შეფასებები სწორედ ჩვენი მონიტორინგის შედეგებს ეფუძნება. 

2013-06-03 02:20 სრულად ნახვა

კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” პროექტის დირექტორის თანამდებობაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” პროექტის დირექტორის თანამდებობაზე.    ძირითადი მოვალეობები: 

2013-05-31 05:28 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტი განიხილავს პარლამენტის წევრ კობა დავითაშვილის ინიციატივას „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში ცვლილებების  შეტანის თაობაზე, რომლის მთავარი მიზანი პროკურატურის სისტემის რეფორმირებაა.    უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც რეფორმის ფარგლებში უნდა იქნეს მიღწეული, პროკურატურის პოლიტიკური ნეიტრალურობის უზრუნველყოფაა. ამ თვალსაზრისით, იუსტიციის მინისტრისათვის სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოშორება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისი. პროკურატურის მიუკერძოებელი საქმიანობის მნიშვნელოვანი გარანტია იქნებოდა:

2013-05-30 08:45 სრულად ნახვა