სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ მოქმედი რეგულაციები განიხილა

2013-09-20 09:56
Featured image
საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა, 2013 წლის 20 სექტემბერს კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ მოქმედი რეგულაციების განხილვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის #42 დადგენილებით კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. ამასთანავე, წარმოადგინეს, საიას მედიის სამართლებრივი ცენტრის მიერ ჩატარებული, ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგები.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები. 
 
შეხვედრა გაიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ პროექტის - “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეთა ინფორმირებულობას“ IREX G-MEDIA ფარგლებში. 
 
G-MEDIA პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.