GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

12 სექტემბერი, 201310:27

2013 წლის 11 სექტემბერს 12:00 საათზე  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს  შორის ხელი მოეწერა მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებთან ურთიერთობების დამყარება. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კახა კოჟორიძემ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ და კონსტანტინე სურგულაძემ -  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.  მემორანდუმი ითვალისწინებს მიგრაციის სფეროში ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას. 

სხვა სიახლეები