საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას. 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 8 რეგიონის 36 საარჩევნო ოლქში 400-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდებოდა. ასევე საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე საიას დამკვირვებლები ჰყავდა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში.
2013-10-28 04:08 სრულად ნახვასაია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 36 საარჩევნო ოლქში. 20:00 საათიდან დაიხურა კენჭისყრის უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. 18:00-დან 21:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:
2013-10-27 12:38 სრულად ნახვადღის 18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 36 საარჩევნო ოლქში. უპირველესად, გვსურს განვაცხადოთ, რომ როგორც წინა პრესკონფერენციებზე აღვნიშნეთ, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:
2013-10-27 09:35 სრულად ნახვადღის 15:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 36 საარჩევნო ოლქში. კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. ამ დროისათვის ფიქსირდება პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე. უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები და დაიწერა საჩივრები. ჩვენი შეფასებით, დარღვევები, ძირითადად, განპირობებული იყო საარჩევნო კანონმდებლობის უცოდინრობით.
2013-10-27 06:48 სრულად ნახვადილის 9 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. საიას დამკვირვებლებს რამდენიმე უბანზე, ძირითადად სპეც უბანზე პრობლემები შეექმნათ უბანზე შეშვებასთან დაკავშირებით. დაფიქსირდა ასევე პრობლემები წილისყრის პროცედურებთან და საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით.
2013-10-27 00:55 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
2013-10-26 04:43 სრულად ნახვამოკლე მიმოხილვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში არჩევნების გზით პირველად შეიცვალა ხელისუფლება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. 2013 წლის წინასაარჩევნო პერიოდი მთლიანობაში დადებით შეფასებას იმსახურებს და 2012 წელთან შედარებით გაცილებით მშვიდ ვითარებაში, ნაკლები დარღვევების ფონზე წარიმართა. 2013 წლის დასაწყისში პარლამენტში შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელმაც საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შემუშავება მოახერხა. ძირითადად, ეს ცვლილებები პარტიების დაფინანსებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და საარჩევნო სიების ფორმირებას შეეხებოდა. ცვლილებები არ შეეხო წინასაარჩევნო პერიოდში მედიის საქმიანობას, საარჩევნო სისტემას, საარჩევნო დავებს, კენჭისყრის პროცედურებს; ასევე, საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს.
2013-10-26 04:18 სრულად ნახვა2013 წლის 17 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შესარჩევ კონკურსში, ფრაქცია „ქართული ოცნების“, "ქართული ოცნება აჭარისა" და "ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების" მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და "ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების" მიერ დასახელებულმა კანდიდატებმა კი ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს დარჩენილი ორი წევრის ასარჩევად კონკურსი გაგრძელდება.
2013-10-24 09:02 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს 2013 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. სამთვიანი პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში: კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, აჭარასა და ოზურგეთში საიას მონიტორების დახმარებით ახორციელებდა.
2013-10-24 07:56 სრულად ნახვა