სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

 2014 წლის 27 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  ,,ილია ჭანტურაიას საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე  გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმეზე მოსარჩელე ილია ჭანტურაიას ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. სარჩელი ეხებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმას, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს უპატივცემულობისათვის პროცესიდან მხარის ან მისი ადვოკატის გაძევებას და მათ დაჯარიმებას, ისე რომ არც მხარეს და არც მის ადვოკატს არ ჰქონდათ გაძევებამდე მათი ქმედებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების წარდგენის შესაძლებლობა. გაძევებული და დაჯარიმებული პირი ასევე მოკლებული იყო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობას.

2014-02-28 06:31 სრულად ნახვა

საიამ საყრდრისი-ყაჩაღიანის შესახებ პრეზენტაცია-გამოფენა გამართა

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, დღეს, 2014 წლის 28 თებერვალს, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში, საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით პრეზენტაცია-გამოფენა გამართა. ღონისძიების დროს წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობიდან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მიღებული ოფიციალური ინფორმაცია. მათ შორის დოკუმენტები, რომელიც ამ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი.

2014-02-28 04:22 სრულად ნახვა

განახლებული საჯარო ინფორმაციის პორტალის opendata.ge-ის პრეზენტაცია

 2014 წლის 27 თებერვლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს განახლებული opendata.ge -  საჯარო ინფორმაციის ყველაზე მოცულობითი ონლაინ რესურსების ბაზა საქართველოში.  პორტალის მიზანია გააუმჯობესოს სახელმწიფოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი.

2014-02-27 03:48 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს 2 ვაკანსიას ზუგდიდში - იურისტის პოზიციაზე

 მიმართულებები: 1. სისხლის სამართალი; 2. სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი

2014-02-25 07:54 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველობის მოხელეებთან დაკავშირებით კანონში შესულ ცვლილებებს ეხმაურებიან

 2014 წლის 5 თებერვალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს თვითმმართველობის რეფორმის განუყოფელ ნაწილს, ვინაიდან განხორციელდა ამ მიზნით ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში. ცვლილების მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე, მათ შორის კონკურსის წესით დანიშნულიც, ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილზე ცხადდება კონკურსი.

2014-02-25 07:19 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები კაზრეთის საბადოს მუშათა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს ეფექტური რეაგირებისაკენ მოუწოდებენ

 საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 14 თებერვლიდან კაზრეთის საბადოს მუშათა სრულმასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს.   გაფიცვის მიზეზადკომპანია RMG Gold-ისა და RMG Copper-ის თანამშრომლები არასათანადო ანაზღაურებას, ფაქტობრივად გამოუსადეგარი სადაზღვევო პაკეტს და მძიმე სოციალურ პირობებს ასახელებენ. მათი განცხადებით, საწარმოში შექმნილი პირობები და სამუშაო გარემო არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს, სპეციალური აღჭურვილობისა და ტანსაცმლის არარსებობა, შრომის მძიმე პირობები და არაჰიგიენური გარემო მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.

2014-02-22 04:06 სრულად ნახვა

არასამთავრობოების მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

 ბატონო ირაკლი, როგორც მოგეხსენებათ, 2011 წლის სექტემბერში საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ინიციატივას „ღია მმართველობის პარტნიორობას“ (Open Government Partnership - OGP), რომლის ინიციატორი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ღია მმართველობის პარტნიორობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, მთავრობების და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატში მთავრობის ღიაობის, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. დღეის მდგომარეობით OGP აერთიანებს 60-ზე მეტ სახელმწიფოს.

2014-02-21 08:02 სრულად ნახვა

კოალიცია ,,მედია ადვოკატირებისთვის’’ განცხადება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით

18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტმა უყარა კენჭი 19 თებერვალს და დაამტკიცა 75 ხმით 0-ის წინააღმდეგ. ჩვენი მოსაზრებებით წარმოდგენილი ცვლილებები მოითხოვს დაზუსტებას, რადგან არ ასახავს ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის მოსაწესრიგებლადაც არის მიმართული აღნიშნული ცვლილებები. 

2014-02-20 06:52 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის აწევის შესახებ

ჩვენ - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და , მივესალმებით მმართველი კოალიციის მზაობას თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევის შესახებ.

2014-02-20 01:38 სრულად ნახვა

საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება

 2013 წლის 15 თებერვალს „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გავრცელდა გურია ნიუსის ჟურნალისტის ჟანა მეგრელიშვილის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე შარაშენიძის საუბრის აუდიო ჩანაწერი. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტის კითხვებით გაღიზიანებული გამგებელი ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, აგინებს და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს მას.

2014-02-18 05:09 სრულად ნახვა