ვეხმაურებით ხულოს საკრებულოსოფიციალურ ვებ-გვერდზეგამოქვეყნებულ დოკუმენტს – “ხულოსმუნიციპალიტეტის საკრებულოს“ქართული ოცნება – დემოკრატიულისაქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარისანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ”,რომელიც სიძულვილის ენას დაარმენოფობიული ხასიათისგამონათქვამებს შეიცავს. კერძოდ, ანგარიშში სომეხი ეროვნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილსააკაშვილის მიმართ ნეგატიურ კონეტქსტშია მოხსენიებული:
2015-09-08 11:29 სრულად ნახვა2015 წლის 31 აგვისტოს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია არ აპირებს საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას და მხოლოდ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ზომების გათანაბრებას მოახდენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს 2002 წლის კარგი პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად. ასევე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის შემოღებულ იქნება 50%-იანი ბარიერი.
2015-09-03 12:39 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკიდურესად უარყოფითად აფასებს ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტის დროებითი შეჩერების შესახებ, რასაც შედეგად ორი მაღალრეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუს - ინგა გრიგოლიას ,,რექაცია“ და ,,იმედის კვირა“ - დახურვა მოჰყვა.
2015-09-01 12:00 სრულად ნახვა2015 წლის ივლისში, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ იქნა კანონის პროექტი მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირების შესახებ. იგი ეფუძნება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილ სპეციალური ჯგუფის მოსაზრებებს.
2015-08-19 17:58 სრულად ნახვაკოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმაურება მიმდინარე წლის ივლისში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესს, რომელიც გამჭვირვალობისა და ღიაობის განსაკუთრებით დაბალი ხარისხით ხასიათდებოდა. კერძოდ, 20 ივლისს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა გასაუბრებები მოსამართლეობის კანდიდატებთან
2015-08-14 10:24 სრულად ნახვასაიას აჭარის ფილიალის დახმარებით მოქალაქემ უკანონოდ გათავისუფლების სანაცვლოდ ხელფასის კომპენსაცია მიიღო საიას აჭარის ფილიალის ადვოკატი დახმარებას უწევდა მოქალაქე ლ.კ-ს, რომელიც შპს „ქართული კვების კომპანიიდან“ გაათავისუფლეს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძველზე. საიას დახმარებით ბენეფიციარმა დაადასტურა რომ მისი გათავისუფლება იყო უკანონო და მას არ დაურღვევია შრომითი ხელშეკრულბა. მის სასარგებლოდ მოპასუხე კომპანიას დაეკისრა ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურება 3600 ლარის ოდენობით.
2015-08-11 19:23 სრულად ნახვა2015 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ის (შემდგომში რუსთავი 2) მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებას დაედო ყადაღა და როგორც მეწილეებს, ასევე რუსთავი 2-ის დირექტორატს აეკრძალა კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება, ასევე ქონების განკარგვა. აღნიშნულს წინ უძღოდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღების მოთხოვნა.
2015-08-10 12:15 სრულად ნახვა2015 წლის 31 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეში მოსარჩელის ინტერესებს საია იცავდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები ,,ამ კოდექსის.“
2015-08-01 21:16 სრულად ნახვა2004 წელს დავით მირცხულავამ საჩივრით მიმართა ევროპულ სასამართლოს. 2007 წლიდან დ. მირცხულავას ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) პარტნიორობით იცავს. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ 2015 წლის 2 ივლისს გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებ-გვერდზე 2015 წლის 30 ივლისს გამოქვეყნდა. ევროპულმა სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი „მირცხულავა საქართველოს წინააღმდეგ“.
2015-07-31 18:14 სრულად ნახვაჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სასამართლომ ვერ შეძლო დაკავებული პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული გაუმართლებელი ჩარევის სათანადოდ შეფასება. ამგვარად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შეფასდა ის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი“ სიტყვის თავისუფლებად მიიჩნევს. მოცემული გადაწყვეტილებით, კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი, რომელიც მათ შორის საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკითაც მკვიდრდებოდა, ძალიან დაბლა დაეცა.
2015-07-31 14:30 სრულად ნახვა