სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რუსეთთან მიმართებით საიას და პარტნიორი ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინა

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, 2015 წლის 31 მარტს გამართულ სესიაზე, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, შემაჯამებელი დასკვნა შეიმუშავა. კომიტეტმა დასკნითი მოსაზრებები რუსეთის ფედერაციის მიერ 2015 წლის 16 და 17 მარტს გაეროში წარმოდგენილი ანგარიშის და არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო. სესიაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIHR) , ადამიანის უფლებათა პრიორიტეტთან (HRP) თანამშრომლობით, ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს.

2015-04-03 14:03 სრულად ნახვა

საია ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებს ზუგდიდისა და სენაკის ოლქებში დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წლის 31 მაისს ზუგდიდსა და სენაკის ოლქებში ადგილობრივი თვითმმარათველობის არჩევნებს დააკვირდება. საიას სადამკვირვებლო მისია მოიცავს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე კენჭისყრის დღისა და შედეგების შეჯამების მონიტორინგს.

2015-04-02 16:56 სრულად ნახვა

არასამთავრობოები ეხმაურებიან ბესიკ ხარძიანის მკვლელობას და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ეფექტურად წარმართოს დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესი

გამოვხატავთ შეშფოთებას ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს; მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უსწრაფესად, სრულად და მიუკერძოებლად გამოიძიოს აღნიშნული მკვლელობის საქმე, გამოავლინოს დამნაშავეები და უზრუნველყოს მათი კანონის სრული სიმკაცრით დასჯა.

2015-03-31 16:56 სრულად ნახვა

საია მიიჩნევს, რომ ,,თრიალეთის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით

საია ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს შიდა ქართლის გუბერნატორს, ზურაბ რუსიშვილს, უჩივლოს ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ჟურნალისტს 26 მარტის პრეს-კონფერენციაზე დასმული შეკითხვისათვის. ცილისწამებისათვის სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს თავად ზურაბ რუსიშვილიც, თუ ჟურნალისტი ბოდიშს არ მოიხდის.

2015-03-28 09:54 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიესალმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესის დროულად დასრულებას

 კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიესალმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესის დროულად დასრულებას. მიუხედავად გარკვეული შეფერხებებისა, პარლამენტმა მაინც მოახერხა დროულად განეხორციელებინა პროცედურით გათვალისწინებულ ღონისძიებები და 2015 წლის 20 მარტს 88 ხმით აირჩია უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. ამავე დროს, პირველად საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ქალი,  რაც დადებითი მოვლენაა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ქალთა როლის გაზრდის თვალსაზრისით. 

2015-03-26 15:33 სრულად ნახვა

საიამ გაეროში ოთხი კოალიციური ანგარიში წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გაეროს ოთხი კოალიციური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშები მოიცავს 2010 - 2014 წწ პერიოდს, რომელიც აერთიანებს შემდეგ თემებს: 1. სასამართლო, სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების სისტემები; 2. შრომითი უფლებები, კულტურული მემკვიდრეობა; 3. გამოხატვის, მედიის, ინფორმაციის თავისუფლება, პერსონალური მონაცემების დაცვა, შეკრების თავისუფლება; 4. ჯანდაცვა.

2015-03-25 13:18 სრულად ნახვა

საია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რადიო ჰერეთის საქმეში მიუკერძოებლობისაკენ მოუწოდებს

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით, დაუშვებელია მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელი ან ლიცენზიის მქონე კომპანიის მესაკუთრე იყოს ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.

2015-03-25 12:42 სრულად ნახვა

პეტიცია საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების ლიდერების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ ანტი-დასავლურ განცხადებებზე

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ლიდერების, ბატონ გოგი თოფაძისა და ბატონ ზურაბ ტყემალაძის,  მიერ გამოთქმულ იმ მოსაზრებებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენებას.

2015-03-20 13:00 სრულად ნახვა

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის’’ ეხმიანება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებულ პროცესს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წლებია ახორციელებს სასამართლოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგსა და ანალიზს. კოალიციას მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის  შეჩერებულ პროცესზე.    

2015-03-19 11:11 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ზუგდიდსა და ბათუმში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივი დაპირისპირებებისა და ანგარიშგების ფაქტებს, რასაც ზუგდიდსა და ბათუმში ჰქონდა ადგილი.  

2015-03-18 12:00 სრულად ნახვა