სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აფეთქების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიებიება უნდა დაიწყოს

2014 წლის 13 დეკემბერს, შპს „RMG-Gold”-მა მედიაში გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანიამ საყდრის-ყაჩაღიანის #1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიის მიერ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად ცნობილი გახდა რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე ადგილი ჰქონდა აფეთქების ფაქტს.

2015-04-24 11:00 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები გურჯაანის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით უკანასკნელ დღეებში გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს, ვგმობთ საზოგადოებისადმი გამოხატულ აშკარა უპატივცემლობის ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა ასევე შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ. 

2015-04-23 17:08 სრულად ნახვა

კოალიციის მოსაზრებები პროკურატურის რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით

ვეხმაურებით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ, 2015 წლის 8 აპრილს, წარმოდგენილ პროკურატურის რეფორმის კონცეფციას, რომლის მიხედვითაც შემოთავაზებულია რამდენიმე სიახლე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით. კონცეფციით დანიშვნის პროცესში შემოყვანილია საპროკურორო საბჭო, რომელიც ახდენს იუსტიციის მინისტრის მიერ ნომინირებული კანდიდატების განხილვას. საბჭოს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურა წარედგინება მთავრობას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, კანდიდატურის თაობაზე მსჯელობს პარლამენტი, რომელიც საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უბრალო უმრავლესობით იღებს.

2015-04-21 17:12 სრულად ნახვა

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს პირველი მოსმენით მიიღოს საქართველოს კანონი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის ავტორია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს  ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების კრიმინალიზება წარმოადგენს.

2015-04-17 16:30 სრულად ნახვა

კოალიციის განცხადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტთან დაკავშირებით

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მომზადებას.  კოდექსის შექმნა შეესაბამება  ბავშვის უფლებათა  კონვენციას, რომელიც მის ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს დაამკვიდროს სპეციალური პოლიტიკა, პროცედურები, და ინსტიტუტები, მართლმსაჯულების სისტემასთან შემხებლობაში მყოფი არასრულწლოვნებისთვის.  

2015-04-16 11:16 სრულად ნახვა

,,კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის'' მიმართვა კომუნიკაციების კომისიას

ბოლო დღეების განმავლობაში კომპანია მაგთისატის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება არასათანადო, აუდიტორიის შეცდომაში შემყვანი რეკლამა, როგორც ტექსტური, ისე ვიდეორგოლის სახით, რომლის მთავარი მესიჯია, რომ ,, 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს''.

2015-04-15 11:00 სრულად ნახვა

განცხადება რამინ მამედოვისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით

როგორც ცნობილია, 10 აპრილს, სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა დააკავეს პოლიციელების განზრახ მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე, რომლის ძებნის ოპერაციაც რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა.  

2015-04-11 19:26 სრულად ნახვა

„ეს შენ გეხება“ შსს-ს მოქალაქეების სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციაზე პირდაპირ წვდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის პრეზენტაცია გამართეს. მოქმედი კანონმდებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობას აძლევს რეალურ დროში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები აწარმოოს და ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან მონაცემთა ბანკების კოპირება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე განახორციელოს.

2015-04-08 12:00 სრულად ნახვა

საიას მარტის თვის წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით მოქალაქე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან საიას ოზურგეთის ოფისის იურისტის დახმარებით ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე რ.ც. გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. 2015 წლის 3 იანვარს რ.ც.-ს მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იმ საფუძვლით, რომ ის სატრანსპორტო საშუალებას მართავდა იმ პერიოდში, როდესაც შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება (2014 წლის ოქტომბერში დაკისრებული ჯარიმისა და დარიცხული საურავის გადაუხდელობის გამო). თუმცა,  რ.ც. მართვის უფლების შეჩერების თაობაზე არ ყოფილა ინფორმირებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ფიქსირდებოდა, რომ მას დროულად ჰქონდა გადახდილი ჯარიმა.

2015-04-06 11:41 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან მოსამართლის მიმართ პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმულ შეფასებებს

ვეხმაურებით პრემიერ მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაინტერესდება რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის საქმით, რომელსის ქონებასაც 4500 ლარის დავალიანების გამო აკრძალვა დაედო. პრემიერმა ასევე მიუთითა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს საკუთარი გადაწყვეტილება.

2015-04-04 10:37 სრულად ნახვა