სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს წამების მსხვერპლებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული, დამოუკიდებელი და სრულყოფილი გამოძიება.

2015-06-26 10:52 სრულად ნახვა

„საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ - საპილოტე პროექტი ახალგაზრდებისთვის

ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს საპილოტე პროექტს „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“. მიმდინარე წლის 13 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით (10 სამუშაო დღე), 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე.საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს ცესკო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

2015-06-25 10:32 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა პარლამენტის წევრებს “უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით

მოგმართავთ მთავრობის ინიციატივით პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტის თაობაზე, რომელიც შეეხება უსაფრთხოების სამსახურების შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიმდინარე კვირას განიხილება.  

2015-06-24 10:53 სრულად ნახვა

საია სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა და მათ მიმართ მუქარის ფაქტის ეფექტური გამოძიება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციას, რომელიც მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტებს ეხება. 2015 წლის 23 ივნისის სტატიაში „კარიკატურის გამოქვეყნების გამო საქართველოში ჟურნალისტს სიკვდილით ემუქრებიან“  ნათქვამია, რომ ჟურნალისტებზე ხორციელდება მუქარა. 

2015-06-23 19:28 სრულად ნახვა

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა

2015 წლის 10 ივნისს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს  საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა, რაც პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან კვოტირებას გულისხმობს. აღნიშნული ცვლილება პარლამენტში ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.

2015-06-23 17:16 სრულად ნახვა

სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

2015 წლის 22 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია გახსნეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და განვითარების ოფისის დირექტორმა დანიელა რეიფმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა. აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის `კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.

2015-06-22 11:00 სრულად ნახვა

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა წერითი გამოცდების შედეგები

გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას, გასაუბრების ეტაპზე გავიდნენ კონკურსის ის მონაწილეები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 8 ქულა. 

2015-06-19 14:00 სრულად ნახვა

რატომ ვიცავ მედიას?

მე მედიასამართლის მიმართულებით ვმუშაობ და ვერც კი წარმომიდგენია სხვაგვარად. ვფიქრობ, ჟურნალისტების საქმიანობის მხარდაჭერის და ჩემი არჩევანის საჭიროებისათვის ძალიან ბევრი არგუმენტი მაქვს.  რატომ ვიცავ მედიას - ამ კითხვას ხშირად მისვამენ ჩემი გარშემომყოფები: იურისტები, საჯარო მოხელეები, ხანდახან მუდმივად გაკრიტიკებული ჟურნალისტებიც კი. პასუხის მოსაძებნად დიდი დრო არასოდეს მჭირდება.  მაგრამ ახლა 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის ფონზე, კიდევ ერთხელ გამახსენდა ეს კითხვა - მართლაც რატომ ვიცავ მედიას ასე?  რატომ მგონია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება?

2015-06-19 13:58 სრულად ნახვა

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ვენეციის კომისიის სხდომაზე პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით მოსაზრებებს წარადგენს

 19 და 20 ივნისს,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლები ვენეციის კომისიის სხდომებს დაესწრებიან, სადაც „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება.

2015-06-19 12:01 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ფორუმი გამართა

ფორუმმა შეკრიბა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წარსულში ჩადენილი დარღვევების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განსახილველად. კოალიციამ სახელმწიფოს წარუდგინა რეკომენდაციები, რომელთა მიზანია სამართლის აღსრულება ჩადენილი დარღვევების მიმართ იმგვარად, რომ პროცესი დაცული იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან.

2015-06-17 10:30 სრულად ნახვა