სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ირაკლი ხოფერიას საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებით საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, ირაკლი ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მასზე განახორციელეს ძალადობა. როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებით საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, ირაკლი ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მასზე განახორციელეს ძალადობა. 

2017-04-13 17:54 სრულად ნახვა

მოსაზრებები საკონსტიტუციო ცვლილებებზე ქორწინებასთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილ ინიციატივას. შემოთავაზებული ფორმულირებით საკონსტიტუციო ჩანაწერი ჰომოფობიურ კონოტაციას ატარებს და ხელს შეუწყობს ლგბტ პირების მიმართ ნეგატიური განწყობების გაძლიერებას. კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანას ექნება მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში. აღნიშნული ცვლილების მიღების შემთხვევაში კი, მისი ნეგატიური ეფექტის დაბალანსების მიზნით, აუცილებელია პარალელურად დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი სამოქალაქო პარტნიორობის, როგორც ერთი და იმავე სქესის წყვილების სამართლებრივი აღიარების ფორმის, დასაკანონებლად

2017-04-12 09:45 სრულად ნახვა

საია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაზარალებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტიების გაზრდა. 

2017-04-11 11:30 სრულად ნახვა

დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გაიმართება სხდომა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებული პირებისთვის კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა დაზარალებულების სარჩელი და თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს დაევალა მოსარჩელეებთან კომპენსაციის გადახდის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება.

2017-04-11 09:55 სრულად ნახვა

საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე 2011 წლის 26 მაისის აქციის მონაწილეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა აღიარა

2011 წლის 24 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილე ოთხი პირის სახელით. 2017 წლის 7 მარტს ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე განჩინება გამოიტანა1 . 

2017-04-10 15:45 სრულად ნახვა

საიას კვლევა ქალთა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით

საია წარმოადგენს კვლევას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე. კვლევა წარმოაჩენს იმ გამოწვევებსა და ხარვეზებს, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებულ სამართალწარმოებებზე არსებობს.

2017-04-06 16:43 სრულად ნახვა

საიამ კორუფციასთან ბრძოლასთან დაკვაშირებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2017 წლის 6 აპრილს, პროექტის - „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობით“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

2017-04-06 15:47 სრულად ნახვა

კოალიციის მიმართვა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციას

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმაურება მოსამართლეთა მე-20 რიგგარეშე კონფერენციის დანიშვნას, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი უნდა აირჩიოს. 

2017-04-06 11:28 სრულად ნახვა

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 4 აპრილს წარმოადგინა კვლევის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება“ პრეზენტაცია

კვლევის პირველი ნაწილი, როგორც საბაზისო დოკუმენტი, მოიცავს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის აღწერას, ერთგვარ ჩარჩოს, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკურ უფლებებს

2017-04-05 13:34 სრულად ნახვა

საქართველოს შსს პოლიციის აკადემიაში ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირის ფინალი გაიმართა.

2017 წლის 1 აპრილს საქართველოს შსს პოლიციის აკადემიაში ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირის ფინალი გაიმართა.

2017-04-05 10:44 სრულად ნახვა