შედეგები
2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მოძალადე პირები ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ
20 ნოემბერი, 2024საია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე იცავს 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებულთა უფლებებს, რომლებიც სიძულვილის მოტივით ჩადენილ ორგანიზებულ ძალადობას დაექვემდებარნენ. საიას შეფასებით 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით წარმართული გამოძიება არაეფექტიანია, ხოლო ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში იგნორირებულია არაერთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2022 წლის 16 იანვარს მიღებული განაჩენით ალექსანდრე ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ მსჯავრდებული ექვსი პირი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენაში გაამართლა (სსკ-ის 225 მუხლი, მე-2 ნაწილი). შედეგად, მსჯავრდებულ პირებს შეუმცირდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მათთვის განსაზღვრული სასჯელი, რაც წარმოადგენს 2021 წლის 05 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე სიძულვილის ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს. აღნიშნულს ხელი შეუწყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის უმოქმედობამაც, რადგან საგამოძიებო უწყებების მიერ დღემდე მიზანმიმართულად იგნორირებულია საქმეში ორგანიზატორთა პასუხისმგებლობის საკითხი.
საია, ორგანიზატორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას არაერთხელ ითხოვდა, როგორც საჯაროდ, ასევე, პროკურატურისადმი მიმართვის გზით. ამის მიუხედავად, დღემდე არც ერთი მათგანის მიმართ ბრალი წარდგენილი არ არის. ეს ყოველივე კი იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი პირდაპირი მტკიცებულებები.
საზოგადოებას შევახსენებთ,
რომ 2021 წლის 5 ივლისი საქმის არსებითი
განხილვა ევროპული სასამართლოს წინაშე კონვენციის მე-3
(წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის
ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებთან დაკავშირებით
მიმდინარეობს. საერთაშორისო სამართალწარმოების ფარგლებში, საია 16 მომჩივნის უფლებებს
იცავს. საკითხზე ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემდგომ, ხსენებული ფაქტები
დაუყონებლივ ეცნობება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
გააზიარე: