სიახლეები
საჯაროდ გავრცელებული წყაროების მიხედვით, 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ პარტია“ ქართული ოცნების“ წევრები (დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე) ჯგუფურად1 თავს დაესხნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას,2 და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს.3
პარტრია „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება4 და ძალადობის წახალისება5 პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა. საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი რეაგირება, დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების6 წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების პრაქტიკული უგულებელყოფა,7 კი ახალისებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას.
ამის მიუხედავად, კვლავ, მოვუწოდებთ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
აწარმოოს სწორი კვალიფიკაციით მიმდინარე ეფექტიანი გამოძიება.
საქართველოს პროკურატურას:
სისხლის სამართლის საქმეზე განახორციელოს ქმედითი საპროცესო ზედამხედველობა და დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა.
1 ბათუმში, ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, ის კლინიკაშია გადაყვანილი - მთივლიშვილი, ტელეკომპანია პირველის ვებგვერდი, 15.01.2025, ხელმისაწვდომია: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/91689-batumshi-sheratonshi-jgupurad-tavs-daeskhnen-giorgi-gakharias-is-klinikashia, განახლებულია: 15.01.2025
2 ბათუმში გიორგი გახარიას სცემეს, ნეტგაზეთის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/759910/?fbclid=IwY2xjawHz17VleHRuA2FlbQIxMQABHXWpzFSfatFScnR5JnbNVfnKKXiA6mK9E792-fhv3Ccyr1q5Xt7nqfKezg_aem_kpT83uZYTB-56EZ6BYSiQw: განახლებულია:15.01.2025
3 ბათუმში ჟურნალის ზვიად ქორიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პუბლიკას facebook გვერდი, ხელმისაწვდომია:https://www.facebook.com/photo/?fbid=1347621726637374&set=a.715406379858915, https://www.facebook.com/publika.ge/videos/1656139368590028: განახლებულია:15.01.2025
4 ზარქუა და სანიკიძე თავს დაესხნენ მოქალაქეს, რომელმაც გუშინ აბუ-დაბიში აგინა, რადიო თავისუფლების ვებგვერდი, 13.01.2025, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/27nxm, განახლებულია:15.01.2025
5 კახა კალაძე - არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას, საზოგადოებრივი
მაუწყებლის ვებგვერდი 13.01. 2025,ხელმისაწვდომია
6 საიას ანგარიში- საქართველო:ადამიანის უფლებები რუსული კანინის პირისპირ, გვ.7, საიას ვებგვერდი, 06.2024 ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/QbZK2
7 საიას ანგარიში, ტერორის 10 დღე მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, საიას ვებგვერდი, 08.12.2024, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/terororis10dge
გააზიარე: