GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

23 ოქტომბერი, 2024

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღეს ჩასატარებელი ყველა პროცედურა გამართულად წარიმართოს და საარჩევნო უბნებში მყოფ უფლებამოსილ პირებს პროცესებზე შეუფერხებელი დაკვირვების საშუალება მიეცეთ. 


საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს საარჩევნო უბნებში მრავალჯერადი ან/და სხვის მაგივრად ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობაც კი, რათა საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გააჩნდეს სრული ნდობა კენჭისყრის პროცესის მიმართ.  ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიუხედავად, ამომრჩევლის მარკირების შემოწმების, ვერიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცედურის არასათანადოდ ჩატარებით, თეორიულად კვლავ შესაძლებელია ამ ტიპის დარღვევა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო უბნებში ამომრჩევლის ვერიფიკაცია / რეგისტრაციის პროცესზე ზედამხედველობის საშუალება ყველა უფლებამოსილ პირს სრულყოფილად და გამჭვირვალედ მიეცეს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მაგიდები განალაგოს იმგვარად, რომ ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, ყველა უფლებამოსილ პირს მარტივად შეეძლოს როგორც მაგიდების წინა, ისე უკანა მხარეს თავისუფალი გადაადგილება. ამ მოწოდების მიზანშეწონილობა წარსული პრაქტიკიდან გამომდინარეობს, ვინაიდან სხვადასხვა წელს გამართულ არჩევნებზე ზოგიერთ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რეგისტრატორთა მაგიდები კედელთან იმდენად ახლოს იდგა, რომ პროცესზე სრულყოფილი დაკვირვება შეუძლებელი იყო. 




სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED


საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - საია



სხვა სიახლეები