GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

25 ოქტომბერი, 2024

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნების დღიდან (1994 წლიდან) აქტიურად მონაწილეობს საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების პროცესში. საიას მიზანია ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებასა და საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის  დაცვას.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საია ქვეყნის მასშტაბით 55 მუნიციპალიტეტში, 64 საარჩევნო ოლქში და საზღვარგარეთის 15 ქვეყანაში 650-მდე დამკვირვებელით დააკვირდება. საია საარჩევნო მისია დაფარავს 1500-ზე მეტ საარჩევნო უბანს, რაც საერთო საარჩევნო უბნების დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

საარჩევნო უბანზე საია წარმოდგენილი იქნება, როგორც სტატიკური, ასევე მობილური დამკვირვებლების მეშვეობით. ისინი დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს უბნის გახსნის მომენტიდან და დარჩებიან უბნებში იმ დრომდე, სანამ არ შედგება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები. ასევე, საიას 30 ოლქის დამკვირვებელი შესაბამის ოლქებში მთელი ღამის განმავლობაში დააკვირდება  სხვადასხვა უბნებიდან ოლქებში დოკუმენტაციის მიღების პროცედურებს. ამასთანავე, საიას მისია შეისწავლის 3111-ვე უბნის შემაჯამებელ ოქმს, რაც მოიცავს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ არსებულ უბნებს.

მისიაში ჩართულია 7 რეგიონული და 1 ცენტრალური შტაბი, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ საიას სადამკვირვებლო მისიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საიას ცხელი ხაზი არჩევნების დღეს

საიას ცენტრალურ შტაბში არჩევნების დღეს იფუნქციონირებს ცხელი ხაზი ნომერზე - 577 07 05 67. ამ ნომრის გამოყენებით ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება კონსულტაციის გავლა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე, დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ასევე შესაძლებელი იქნება იმეილის მეშვეობით -  archevnebi@gyla.ge

პრესკონფერენციები არჩევნების დღეს

არჩევნების დღეს საია სამ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც არჩევნების მიმდინარეობას შეაფასებს:

    11:00 საათზე

    15:00 საათზე

    21:00 საათზე

საია კენჭისყრის დღეს 27 ოქტომბერს შეაფასებს.

საკონტაქტო პირი
ლევან ქათამაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მენეჯერი
Email: pr@gyla.ge
ტელ: 577 07 05 00

 

 

სხვა სიახლეები