GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

31 ოქტომბერი, 2017

ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული წამების საქმეზე პროკურატურამ გამოძება შეწყვიტა და მას დაზარალებულის სტატუსი მოუხსნა. როგორც დაზარალებულის სტატუსის მოხსნის, ასევე საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურატურის დადგენილებები საიამ სასამართლოში გაასაჩივრა და მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილებები არის დაუსაბუთებელი და პასუხს არ ცემს იმ მნიშვნელოვან კითხვას, თუ სად და რა ვითარებაში მიიღო ირაკლი ხოფერიამ ფიზიკური დაზიანებები.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ირაკლი ხოფერია 2017 წლის 16 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და მასზე განახორციელეს ძალადობა. ირაკლი ხოფერიას განმარტებით, მას სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, ემუქრებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებით და პარალელურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ ირაკლი ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს, იგი გაათავისუფლეს.

ირაკლი ხოფერიას საქმეზე გამოძიების პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა. თავდაპირველად მას პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა და ამ სტატუსის მოპოვება მხოლოდ სასამართლოს 2017 წლის 2 მაისს მიღებული განჩინების საფუძველზე გახდა შესაძლებელი. გამოძიების მიმდინარეობისას ირაკლი ხოფერიამ მოძალადე პოლიცილები ამოიცნო, თუმცა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ისე შეწყდა, რომ პასუხისგებაში არავინ მიცემულა და ლეგიტიმური კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა. 

სხვა სიახლეები