სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თებერვლის თვის წარმატებული საქმეები

საიას დახმარებით პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის პირველი რიგის მემკვიდრე ფულად კომპენსაციას მიიღებს   საია-ს თბილისის ოფისის ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ნ.ს-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საიას ადვოკატი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა  სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ითხოვდა ფულად კომპენსაციას, რაც სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ნ.ს-ს სასარგებლოდ ერთიანი ფულადი კომპენსაციის გაცემა 400 ლარის ოდენობით.  

2013-03-12 06:12 სრულად ნახვა

საია საჯარო დაწესებულებებს პრემის გაცემასთან დაკავშირებით გამჭვირვალე და ობიექტური რეგულაციების შემუშავებისკენ მოუწოდებს

საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთათვის პრემიების გაცემა ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ინფორმაციას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო დაწესებულებების დიდი ნაწილის შემთხვევაში ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა, სამწუხაროდ ამ მიმართულებით დღემდე რჩება  საკითხები, რომელიც პრემიების გაცემას კვლავ პრობლემური საკითხების კატეგორიაში ტოვებს. ამ ფონზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა მედია საშუალებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემის ფაქტებს ეხება (მათ შორის გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში - სამინისტროებში, მთავრობის კანცელარიასა და  პარლამენტში). შესაბამისად, საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებისთვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდება. 

2013-03-11 05:48 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანებიან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" მიესალმებიან ვენეციის კომისიის მოსაზრებებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმირებას ისახავს მიზნად. 

2013-03-11 04:16 სრულად ნახვა

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის” საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ბატონი კოტე კუბლაშვილის შეხვედრას ეხმიანება

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ბატონი კოტე კუბლაშვილის შეხვედრას.

2013-03-07 07:43 სრულად ნახვა

კოალიცია "დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის" სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სასამართლოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს ყოველგვარ ქმედებას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელებას. "მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიება დაინტერესდა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რისთვისაც დასაკითხად დაბარებულ იქნა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ამის პარალელურად, მიმდინარეობს გამოძიება მოსამართლის თანაშემწის მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიუხედავად საზოგადოების მაღალი ინტერესისა, არ ხდება საჯარო. კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესებისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯაროდ განმარტოს ამ კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების დაწყების საფუძვლები, პროკურატურის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები და ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით დადგენილი გარემოებები.საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ადგენს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს. 

2013-03-06 08:33 სრულად ნახვა

ქალაქ ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავს ვალდებულად ვთვლით გავაკეთოთ შემდეგი განცხადება: 

2013-03-01 03:20 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს თელავის ოფისში იურისტის თანამდებობაზე (სპეციალიზაცია-საერთო)

ძირითადი მოვალეობებია: • მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევა ოფისში და გასვლით კონსულტაციებზე;  • მოქალაქეთათვის  საადვოკატო მომსახურების გაწევა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში; • კანონპროექტებზე და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში;  • საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება.  

2013-02-27 06:41 სრულად ნახვა