სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევი კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით გასაუბრების ეტაპზე გავიდნენ შესარჩევი კონკურსის ის მონაწილეები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 16 ქულა, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით _ მინიმუმ 9 ქულა. გასაუბრების ეტაპი ჩატარდება  2014 წლის 13-15 იანვარს. 

2013-12-30 06:45 სრულად ნახვა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გუშინ საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

გუშინ, 26 დეკემბერს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, სადაც „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ორი წლით გადავადება განიხილებოდა,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლებლობა, ბანერების დემონსტრირების გზით დაეფიქსირებინათ საკუთარი უხმო პროტესტი მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით. პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოფენილ ბანერებზე ეწერა: „ადამიანის უფლებები ორი წელი ვერ მოიცდის“, „დაიცავით დაცვის უფლება“ და „უთხარით უარი გადავადებას“. 

2013-12-27 03:37 სრულად ნახვა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შევიდა. საპარლამენტო უმრავლესობასა და უმრავლესობის მიღმა დარჩენილ დეპუტაციას ჯერ კიდევ გუშინ უნდა წარედგინათ 6 კანდიდატი, ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა მხოლოდ ორი, უმრავლესობამ კი  - ერთი.  

2013-12-26 10:58 სრულად ნახვა

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს მოწმის დაკითხვის ახალი წესის გადავადებას

დღეს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს მთავრობის ინიციატივას გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადის კიდევ ერთხელ გადაწევასთან დაკავშირებით.    მოწმის დაკითხვის ახალი წესი აუქმებს ბრალდების მხარისათვის ამ დრომდე მინიჭებულ გაუმართლებელ უპირატესობებს და ამ გზით უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე მხოლოდ ბრალდების მხარე სავალდებულო წესით ვეღარ მიიღებს მოწმის ჩვენებას. სანაცვლოდ მოწმე ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ თანაბარ პირობებში სავალდებულო წესით მხოლოდ სასამართლო პროცესზე დაიკითხება. 

2013-12-26 05:07 სრულად ნახვა

დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს გიორგი ბარათაშვილის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ სააღსრულებო ფურცელი წარედგინა

2013 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გიორგი ბარათაშვილის სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მისთვის იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ. გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავდა. 

2013-12-24 08:07 სრულად ნახვა

მთავარი პროკურორის ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გადამოწმდეს

გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს მთავარი პროკურორის გერმანიაში ნასამართლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების ნაწილისთვის აღნიშნული ინფორმაცია არაოფიციალურად ცნობილი გახდა გახმაურებამდე და ვცდილობდით მისი ნამდვილობის ოფიციალურად გადამოწმებას, რათა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებას ზიანი არ  მიეყენებინა სამართალდამცავი ორგანოს იმიჯსა და სანდოობისათვის. რადგან ინფორმაცია უკვე გასაჯაროვდა, უნდა გაირკვეს მისი ნამდვილობა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ოფიციალურად გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა და გააცნოს საზოგადოებას.  

2013-12-24 07:25 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში სტაჟირების გავლის მსურველთა საყურადღებოდ!

გთხოვთ, თანდართულ ფაილში იხილოთ საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპის (წერის შედეგები) შედეგები სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.  

2013-12-24 02:44 სრულად ნახვა

ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.

2013-12-23 04:30 სრულად ნახვა

კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადება მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების მორიგ გადავადებასთან დაკავშირებით

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გადაიწევს, ამჯერად 2 წლით, 2015 წლის 31 დეკემბრამდე. კოალიციას მიაჩნია, რომ ინიცირებული ცვლილება უარყოფით გავლენას მოახდენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარებაზე და მოუწოდებს კანონპროექტის ინიციატორებს გამოიწვიონ კანონპროექტი პარლამენტიდან. 

2013-12-23 04:11 სრულად ნახვა

ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს

როგორც ცნობილია, 16 დეკემბერს ივანე მერაბიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ 14 დეკემბერს, უცნობმა პირებმა ის გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მანქანაში ჩასვეს, თავზე გადააფარეს მოსაცმელი და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.   მერაბიშვილის განცხადებით, ის მიიყვანეს უცნობ შენობაში, მისი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მას დახვდა საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პიროვნება. მერაბიშვილის გადმოცემით, მთავარმა პროკურორმა მას ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით თანამშრომლობა და ასევე მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომრების დასახელება მოსთხოვა. სანაცვლოდ მას დაჰპირდნენ დახმარებას ქვეყნიდან გასვლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მერაბიშვილს დაემუქრნენ, რომ მას ციხეში შეუქმნიდნენ ცუდ პირობებს და მის მეგობრებსაც დაიჭერდნენ. 

2013-12-23 04:00 სრულად ნახვა