სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლის უფლებების დარღვევა აღიარა

საქართველოს სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლის უფლებების დარღვევა აღიარა 2010 წლის 18 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)  - თანამშრომლობით, საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ვახუშტი მენაბდის სახელით, რომელიც, საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში, 2009 წლის 15 ივნისს საპროტესტო აქციის მიმდინარეობას აკვირდებოდა.  

2015-11-05 13:38 სრულად ნახვა

საიას ოქტომბრის თვის წარმატებული საქმეები

 1. საიას დახმარებით საავტორო უფლებებთან დაკავშირებული დავა ჩვენი ბენეფიციარის სასარგებლოდ დასრულდა საიას დახმარებით მოქალაქე ნ.ს.-ს სარჩელი, რომელიც საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციის განხილვის საგანი იყო, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღიარებულ იქნა ნ.ს.-ს საავტორო უფლებები სატელევიზიო გადაცემაზე და სატელევიზიო ლიცენზიატს აეკრძალა გადაცემის გამოყენება ნ.ს-სთან შეთანხმების გარეშე, ასევე მასვე დაეკისრა ნ.ს-ს სასარგებლოდ 15 000 ლარის  ანაზღაურება.   

2015-11-03 11:21 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 20:00 საათისთვის

შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობა მთელი რიგი მიმართულებებით. მაგალითად, 31 ოქტომბრის არჩევნებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ე.წ სპეც უბნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ხარვეზები. საია წლების განმავლობაში მოუწოდებდა ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის სათანადოდ რეგულირებისაკენ, რათა არ გაჩნდეს ეჭვები ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიერ განსაკუთრებული კატეგორიის მქონე პირების, ამ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეების, ხმებით შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით. 

2015-10-31 20:22 სრულად ნახვა

დაპირისპირების ფაქტები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე

  საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, დაპირისპირების ფაქტს ჰქონდა ადგილი საგარეჯოს #42 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატისა და „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატის მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, ინციდენტში დაახლოებით 7 ადამიანი მონაწილეობდა.დღის განმავლობაში ასევე სავარაუდოდ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადგილი ჰქონდა საგარეჯოს #20-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზეც, რის გამოც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წესრიგის დაცვისა და მოსალოდნელი პროვოკაციებისგან თავის არიდების მიზნით პოლიცია გამოიძახა. მართალია ორივე შემთხვევაში სავარაუდო ძალადობის ფაქტი არა საარჩევნო უბანში, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა მსგავსი ფაქტები ქმნის დაძაბულობას და ხელს უშლის საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას.

2015-10-31 18:54 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 11:00 საათისთვის

   საქართველოს ახალგაზრდაიურისტთა ასოციაცია2015 წლის 31 ოქტომბერს მარტვილსა და საგარეჯოში მაჟორიტარული სისტემით გასამართ შუალედურ არჩევნებს აკვირდება.დილის 11:00 საათისთვის, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, დროულად იყო მზადპირველი ამომრჩევლის მისაღებად. უმეტეს შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, რეაგირებენ  საიას დამკვირებლების შენიშვნებზე, რის გამოც საიას წარმომადგენლები საჩივრებს აღარწერენ.ამ დროისათვის საიას დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:  

2015-10-31 11:30 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის XXII საერთო კრების შესახებ

 საიას წევრთა საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ 2015 წლის 29 ნოემბერს, ქორთიართ მარიოტში გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის XXII საერთო კრება.  რეგისტრაცია დაიწყება 10:00 სათზე. მისამართი: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი #4.  თანდართული დოკუმენტის სახით იხ. საერთო კრების დღის წესრიგი.

2015-10-29 13:45 სრულად ნახვა

ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერით წამების ამსახველი კადრების გაშუქებასთან დაკავშირებით

  ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში რამდენიმე დღეა გადის წამების ამსახველი ვიდეო მასალა. აღნიშნული ვიდეომასალა ტელეკომპანიის ეთერში განთავსებულია რეკლამის ფორმატში, პერიოდული განმეორებითი ჩვენების სახით, იმ ფორმით, რაც შესაძლებელს ხდის წამების მსხვერპლების იდენტიფიცირებას. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია მედიის მხრიდან აღნიშნული კადრების ზემოაღნიშნული ფორმით ჩვენება, ვინაიდან ეს არღვევს მსხვერპლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და შესაძლოა მძიმე ფსიქოლოგიური შედეგის მომტანი იყოს როგორც თავად მსხვერპლების, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და ფართო საზოგადოებისათვის. ამასთან, კადრები შეიძლება იოლად ხელმისაწვდომი გახდეს არასრულწლოვანთათვის. ვფიქრობთ, საზოგადოების ყურადღების მიპყრობა წამების დანაშაულებისათვის დაუსჯელობის პრობლემის მიმართ შესაძლებელია და უნდა მოხდეს მედია ეთიკისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემით.

2015-10-28 12:57 სრულად ნახვა

კოალიცია პროკურორთა პირველი კონფერენციის ჩატარებას ეხმაურება

მიმდინარე წლის სექტემბერში „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურები. მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა ახლადშექმნილ ორგანოს - საპროკურორო საბჭოს, რომელიც 15 წევრისგან შედგება და რომლის შემადგენლობაშიც შედიან იუსტიციის მინისტრი, პარლამენტის 2 წევრი, საერთო სასამართლოების 2 მოსამართლე, სამოქალაქო/სამეცნიერო სფეროს 2 წარმომადგენელი და 8 პროკურორი. საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს პროკურორთა კონფერენცია, რომელიც აერთიანებს პროკურატურაში მომუშავე ყველა პროკურორსა და გამომძიებელს. სწორედ კონფერენციის უფლებამოსილებას წარმოადგენს საპროკურორო საბჭოს წევრი 8 პროკურორის შერჩევა.  

2015-10-26 17:02 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მწვავე პროცესებს და მიგვაჩნია, რომ უკანასკნელ პერიოდში ნათლად იკვეთება მედია და პოლიტიკური პლურალიზმისთვის, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების გააქტიურება სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. არსებობს პროცესების დამატებითი ესკალაციისა და ძალადობრივი აქტების რეალური საფრთხე, რაც ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს.  

2015-10-23 10:01 სრულად ნახვა

ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ არ ცდილობს მედიის თავისუფლების შეზღუდვას

 2015 წ. 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მას აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ  ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაწყებული დავა ცდება კერძო-სამართლებრივ ჩარჩოებს.  სექტემბერში ჟურნალისტ ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკანონო თვალთვალის შესახებ არ მოჰყოლია ეფექტური რეაგირება. გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს ლანჩხუთში 21 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ლანჩხუთის გამგეობის თანამშრომელმა  შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა „რუსთავი 2“-ის ადგილობრივ კორესპონდენტს.  

2015-10-23 09:58 სრულად ნახვა