სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ავტორი და ინიციატორია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. 

2015-11-27 15:08 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით

პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროკურატურის სისტემის რეფორმა. 

2015-11-25 18:43 სრულად ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმიანება

 უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2015 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში შვიდი მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის შესახებ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი არა თუ არ ამაღლებს საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ, პირიქით - კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც საბჭოს მოქმედების მიზნებსა და მოტივებს, ასევე ზოგადად სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების წარმატებას.  

2015-11-20 09:52 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა სახელით

 12 ნოემბერს ფონდი “ ღია საზოგადოება- საქართველოს“ ორგანიზებით ხუთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ   წერილობით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების  დაწყებასთან დაკავშირებით. მიმართვას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, (საია), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი და წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.   

2015-11-18 17:48 სრულად ნახვა

საია გორში პატრიოტთა ალიანსის წევრების მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვის ფაქტს ეხმიანება

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ქ. გორში სამართალდამცავთა მხრიდან მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევის ფაქტს, რასაც არ გააჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებას.მოვლენათა ქრონოლოგია, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ გორის ოფისის წარმომადგენლებმა ქალაქ გორის თეატრის მიმდებარე  ტერიტორიაზე შიმშილობის აქცია დაიწყეს. „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ასევე შიმშილობენ ქ. თბილისში საარჩევნო სისტემის შეცვლისა და არჩევნებში მონაწილე მინისტრების გათავისუფლების მოთხოვნით.  

2015-11-16 10:38 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშსა და რეკომენდაციებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ

 მიმდინარე წლის 12-19 მარტს საქართველოში იმყოფებოდა წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი ბატონი ხუან მენდესი. ვიზიტის მიზანი იყო წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხებში ქვეყანაში არსებული მდოგმარეობის და განხორციელებული ცვლილებების შეფასება. ვიზიტის ფარგლებში ბატონი მენდესი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.  

2015-11-16 09:59 სრულად ნახვა

საია საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს აფასებს

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წლის 31 ოქტომბერს მარტვილსა და საგარეჯოში საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს  დააკვირდა. საიას ოცამდე დამკვირვებელმა კენჭისყრის დღის დაკვირვება განახორციელა როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყო წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე.

2015-11-10 16:51 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს პროკურატურას დაუყოვნებლივ გამოიძიოს ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ სავარაუდოდ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი და ყველა შესაბამისი პირი მისცეს პასუხისგებაში

  საია უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს 8 ნოემბერს ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. საია მოუწოდებს პროკურატურას სწრაფად, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა და პასუხისგებაში მისცეს ყველა შესაბამისი პირი. გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატი გიორგი მდინარაძე  ვაკე-საბურთალოს პოლიციის V განყოფილების შენობაში არასრულწლოვანის ინტერესების დასაცავად იმყოფებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

2015-11-09 10:17 სრულად ნახვა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო ხელისუფლების მხრიდან მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და შინაარსში პირდაპირ ჩარევას.

კოალიცია უაღრესად შეშფოთებულია იმ საშიში პრეცენდენტით, რომელიც იქმნება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით რუსთავი 2-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია მედიის მიერ საკითხების გაშუქების მართებულობასა და მედიის ობიქტურ მუშაობაზე. საკითხების ობიექტური გაშუქება სარედაქციო გადაწყვეტილებების, თვირთრეგულირების ნაწილია, ცენზურა დაუშვებელია  და ამგვარი რეგულირება ქმნის საშიშ რისკებს მედიის როგორც ინსტიტუციის ფუნქციონირებისთვის.    

2015-11-06 17:23 სრულად ნახვა

საქართველოს სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლის უფლებების დარღვევა აღიარა

საქართველოს სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლის უფლებების დარღვევა აღიარა 2010 წლის 18 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)  - თანამშრომლობით, საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ვახუშტი მენაბდის სახელით, რომელიც, საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში, 2009 წლის 15 ივნისს საპროტესტო აქციის მიმდინარეობას აკვირდებოდა.  

2015-11-05 13:38 სრულად ნახვა