სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მოსაზრებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე

გვსურს გამოვეხმაუროთ არჩევნებთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილი ცვლილებების პროექტს. წარმოდგენილი ვერსიით, უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, თუმცა პროპორციულობა პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მის მიერ პარლამენტში მოპოვებულ მანდატებს შორის უზრუნველყოფილი არ იქნება; პოლიტიკური პარტიები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო ბლოკებად ვერ გაერთიანდებიან; საქართველოს ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ვერ აირჩევს.

2017-03-16 12:11 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო კომისიას მიმართავენ

ჩვენ, ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობათა სხვა ჯგუფების უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, რომელიც არ არის ორიენტირებული ყველაზე მოწყვლადი და ჩაგრული ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. აღნიშნულში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, კომისიის სამუშაო ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ სქესთა შორის თანასწორობის რეალური იდეის კონსტიტუციური გარანტიების შემუშავებაზე მიმართული  რეკომენდაციების განხილვამ, რასაც კომისიის წევრების მხრიდან მოჰყვა არასერიოზული და დამცინავი დამოკიდებულება.

2017-03-14 15:45 სრულად ნახვა

კოალიციამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი კომუნიკაციით მიმართა

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წერილობითი კომუნიკაციით მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ე.წ. ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას. 

2017-03-13 16:15 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული არჩევნები უკანონოა, ხოლო მის შედეგებს არ ძალუძს არსებითი ცვლილებები შეიტანოს ლეგიტიმურ პოლიტიკურ სივრცეში როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

2017-03-13 15:06 სრულად ნახვა

უმაღლესი განათლების უფლება მსჯავრდებულთათვის

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი (წამყვანი კომიტეტი)  „პატიმრობის კოდექსა“ და სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესატან ცვლილებებს განხილვას. საკანონმდებლო პაკეტი სხვა ცვლილებებთან ერთად, გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

2017-03-13 14:12 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ

ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ 2017 წლის 11-12 მარტის ღამეს ქალაქ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს, რა საფუძვლითაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნული ჩადენილი, და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოვუწოდებთ.

2017-03-12 19:41 სრულად ნახვა

განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2017 წლის 7 მარტს გამართული სხდომის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს და სურს აღნიშნოს შემდეგი:

2017-03-09 17:51 სრულად ნახვა

სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა- ,,სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი“ , მიმოიხილავს 2015-2016 წლებში 38 პირის მიმართ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებსა და დაკავების პრაქტიკას. 

2017-03-09 13:13 სრულად ნახვა

საკონსტიტუციო რეფორმა გენდერულ ჭრილში

2017 წლის 8 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, გენდერული თანასწორიბის ქსელისა და ქალთა ფონდ საქართველოსთან ერთად, ქალთა თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მიმოხილვა გენდერული თანასწორობის კუთხით.

2017-03-08 17:37 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსთავი 2 -ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს

ოცდახუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსთავი 2ის საქმესთან დაკავშირებით მიმართა. ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან ეროვნულ დონეზე საქმის განხილვას თან ახლდა არააერთი გარემოება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას ამ საქმეში, და ასევე მიანიშნებდა ხელისუფლების დაინტერესებაზე საქმის შედეგით, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილოს ტელეკომპანიის საჩივარი, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოიყენოს დროებითი შეჩერების მექანიზმი.

2017-03-05 18:29 სრულად ნახვა