სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საიას საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

2017-05-16 10:44

დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დასრულდა საიას ზუგდიდის ოფისის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.


 

სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საიას ზუგდიდის ოფისს უარი ეთქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 18-19 ნოემბერს ჩატარებულ ატესტაციის პროცედურების დაკვირვებაზე.


 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ყველა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლდნენ საჯარო მოხელეები.


 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისიას დაევალა, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ ხელახლა ჩაატაროს გასაუბრება და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.