სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა პოლიტიკურად ნეიტრალური პირი უნდა შეარჩიოს

25 ივლისს ამოიწურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედი გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა. ახალ გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატებად მმართველი გუნდის წევრებს განიხილავს.

2017-07-27 15:06 სრულად ნახვა

EU/UNDP-ის კვლევა-გამოკითხულთა 62% უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად საიას მიმართავს

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორცილებულ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმტესობა უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად საიას მიმართავს. გამოკითხულთა 66% საიას უფასო იურიდიული დამხარების სამსახურის შესახებ სმენია, ხოლო 62% დახმარებისთვის სწორედ საიას მიმართავს.

2017-07-26 19:09 სრულად ნახვა

კოალიცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თვითნებურად გათავისუფლებას

24 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, გიორგი ებანოიძე. კოალიციის შეფასებით, საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოა და მის მიერ უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს წარმოადგენს.

2017-07-26 12:16 სრულად ნახვა

საიამ სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2017 წლის 25 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების მე-11 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

2017-07-25 17:13 სრულად ნახვა

NGO-ების მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებს

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და წარმატებული რეფორმის შეჩერებაზე ადგილობრივი მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურიც, რომელმაც ვეტოს უფლება გამოიყენა და კონსტიტუციური და დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოტივირებული შენიშვნები გაუზიარა.

2017-07-25 16:57 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან

2017 წლის 23 ივლისს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს სასტუმროს გახსნაზე, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა.

2017-07-25 12:18 სრულად ნახვა

საია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მოსალოდნელ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ნეგატიურად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ავტორობით შემუშავდა.

2017-07-20 17:40 სრულად ნახვა

საიას განცხადება ახალციხეში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად, ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ 2017 წლის 16 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისა და მისის ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი და გამოიკვლიონ ხომ არ იყო ქმედება პოლიტიკური მოტივით ჩადენილი.  

2017-07-20 14:22 სრულად ნახვა

„Check in Georgia” 2016 - პროექტის უცნობი დეტალები“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2017 წლის 20 ივლისს, კვლევის - „Check in Georgia” 2016 - პროექტის უცნობი დეტალები“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული 2016 წელს, „Check in Georgia”-ს მიმდინარეობის დროს, სამ მსხვილ ღონისძიებაზე (ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და Maroon 5) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდული ბილეთების რაოდენება და ძირითად ტენდენციები.

2017-07-20 11:35 სრულად ნახვა

მუსლიმთა თემის დაფინანსების კონსტიტუციურობას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

2017 წლის 20 ივლისს 11 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე თვლის, 

2017-07-19 16:14 სრულად ნახვა