სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მუსლიმთა თემის დაფინანსების კონსტიტუციურობას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

2017-07-19 16:14
Featured image

 

2017 წლის 20 ივლისს 11 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე თვლის, რომ მთავრობის დადგენილება მუსლიმთა თემის დაფინანსებასთან დაკავშირებით დისკრიმინაციულია. დაფინანსების მოსაპოვებლად გასაჩივრებული ნორმა მუსლიმთა ორი მთავარი მიმდინარეობისაგან - შიიტებისა და სუნიტებისაგან ითხოვს ერთი ორგანიზაციის  (საჯარო სამართლის იურიდიული პირს) ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას.

მოთხოვნა დისკრიმინაციულია, ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მისაღებად ქრისტიანულ სქიზმებს - საქართველოს მართლამდიდებლურ ეკლესიის საპატრიარქოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და რომის კათოლიკურ ეკლესიას, არ მოეთხოვებათ საერთო ორგანიზაციის ან რაიმე საბჭოს შექმნა. ამ განსხვავებულ მოპყრობას მოსარჩელე დისკრიმინაციად აფასებს, რაც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით. საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ინტერესებს საია იცავს.