სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ეხმიანება „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებას

საია ეხმიანება „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების ფაქტს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე არის კიდევ ერთი დასტური ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური პრობლემებისა. ხოლო, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა წარმოადგენს აღნიშნული სისტემური პრობლემების მნიშვნელოვან ხელშემწყობს

2017-06-12 12:40 სრულად ნახვა

დღეს საია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს პარლამენტში გენდერული კვოტების საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად საჭირო 37 000 ხელმოწერას შეიტანს

დღეს საია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში გენდერული კვოტების საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად საჭირო 37 000 ხელმოწერას შეიტანს. საკანონმდებლო ინიციატივა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს

2017-06-12 12:20 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები ვენეციის კომისიას მიმართავენ

ოთხმა არასამთაავრობო ორგანიაციამ ვენეციის კომისიისთვის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტი ასახავს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს პოზიციებს. ეს ოთხი ორგანიზაცია სახემწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები იყვნენ და კომისიის ოთხივე სამუშაო ჯგუფში იყვნენ წარმოდგენილი

2017-06-09 12:23 სრულად ნახვა

კოალიცია ეხმიანება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დეპარტამენტის შექმნის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტს

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ნაცვლად, საქართველოს პროკურატურაში გამოძიების დეპარტამენტის შექმნის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ იგი ვერ პასუხობს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს, რაც ცალსახად მიანიშნებს ხელისუფლების  პოლიტიკურ ნებაზე- არ განახორციელოს რეალური რეფორმა.

2017-06-09 12:09 სრულად ნახვა

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება

საია, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, აქტიურად აკვირდებოდა და არაერთხელ გამოეხმაურა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილებთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე დავას.

2017-06-08 11:43 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალ წესზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში 5 ივნისს დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს ცვლილების შეტანას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესში.

2017-06-07 14:54 სრულად ნახვა

Statement of Member Organizations of Eastern Partnership Civil Society Forum Georgian National Platform regarding the case of Afgan Mukhtarli, Azerbaijani journalist

We, member organizations of Eastern Partnership Civil Society Forum Georgian National Platform hereby express our deep concern due to the suspicious disappearance of Afgan Mukhtarli, Azerbaijani journalist and activist. As declared by his lawyer, he was arrested by Georgian speaking persons in Tbilisi and illegally transferred to Azerbaijan through the border.  

2017-06-06 17:22 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, კონსტიტუციის პროექტის განხილვა დაიწყოს საშემოდგომო სესიაზე

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ნეგატიურად ვაფასებთ გადაწყვეტილებას, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ორი მოსმენით განხილვა და მიღება მოხდეს 2017 წლის ივნისის თვეში. 

2017-06-06 15:28 სრულად ნახვა

საია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოუწოდებს გადახედოს ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არსებულ პრაქტიკას

ბოლო დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველო აზერბაიჯანელ პოლიტაქტივისტებს, ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებსუარს ეუბნება ბინადრობის ნებართვის მიცემაზე. 

2017-06-05 22:10 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, უზრუნველყონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევის გამჭვირვალე და პროფესიულ შეფასებაზე დაფუძნებული პროცესი

2017 წლის 6 ივნისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საითხთა კომიტეტი განიხილავს საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევას. 

2017-06-05 21:56 სრულად ნახვა