GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

შედეგები

result img

საიას სასამართლო მონიტორინგი: 27 აპრილი - 1 მაისის სასამართლო პროცესების განრიგი

27 აპრილი, 2026

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2026 წლის 27 აპრილი - 1 მაისის კვირაში სასამართლო სხდომების შესახებ:




1. ანტონ ჩეჩინი

მსჯავრდებულია: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა.

მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი, გიორგი კერატიშვილი, პაატა სილაგაძე.

თარიღი: 27 აპრილი, 13:00. (თბილისის სააპელაციო სასამართლო).




2. მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 317 - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება; მუხლი 318.1. - საბოტაჟი; მუხლი 319 - უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება; მუხლი 321 პრიმა 1. - საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მატერიალური მხარდაჭერა.

მოსამართლე: თამარ მახარობლიძე.

თარიღი: 27 აპრილი, 15:00.




3. ალექსანდრე ცნობილაძე, თამარ კირტავა, გიორგი დუშენკო, მარიამ ოთინაშვილი, ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია, ვახტანგ გაბელაია და ირაკლი წულაია

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 154.1. - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან; მუხლი 154.2. - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით.

მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.

თარიღი: 27 აპრილი, 16:30.




4. აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერ, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერ და თემურ ქურციკიძე

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი.

თარიღი: 28 აპრილი, 12:00.




5. სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

მოსამართლე: თამარ მახარობლიძე.

თარიღი: 29 აპრილი, 11:00.




6. ზურაბ მენთეშაშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 347.1. - შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა.

მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.

თარიღი: 29 აპრილი, 13:00.




7. პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, ირაკლი შაიშმელაშვილი და გური ჟვანია

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.1. - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა; მუხლი 317 - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.

თარიღი: 30 აპრილი, 11:00.





8. მურთაზ ზოდელავა და ლევან ხაბეიშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 317 - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების

დამხობისაკენ; მუხლი 339.2. - ქრთამის მიცემა ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად; მუხლი 364.1. - სამართალწარმოების განხორციელებისთვის, გამოძიებისთვის ან დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლა.

მოსამართლე: ირაკლი ხუსკივაძე.

თარიღი: 1 მაისი, 11:00.




პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.