GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

26 ივნისი, 202508:53

საია იცავდა კულტურის სამინისტროდან უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს, რომელმაც სამართლებრივი დავა მოიგო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად სცნო გათავისუფლების შესახებ ბრძანება და კულტურის სამინისტროს მისი სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაავალა. 


საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, პირი კულტურის სამინისტროდან რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლდა. გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ იყო დაუსაბუთებელი. გადაწყვეტილების მიღებისას, სამინისტრომ არ გაითვალისწინა რეორგანიზაციის პროცესში ჩატარებული ტესტირების შედეგები და გადაწყვეტილება დააფუძნა იმგვარ გასაუბრებას, რომლისთვისაც შეფასების კრიტერიუმებიც კი არ იყო დადგენილი. მეტიც, გასაუბრების მაქსიმალური ქულის ოდენობა სასამართლო სხდომაზე გახდა მხარისთვის ცნობილი და აბსოლუტურად გაუგებარი იყო, საიდან გამომდინარეობდა კონკრეტული პირებისთვის გასაუბრების შედეგად მინიჭებული ქულები.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება იყო უკანონო, შესაბამისად, ბათილად სცნო გათავისუფლების შესახებ სამინისტროს ბრძანება და კულტურის სამინისტროს დაავალა გათავისუფლებული საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის კანონიერ ძალაში შესული და სამინისტროს მისი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება შეუძლია.

სხვა სიახლეები