GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

27 იანვარი, 202510:13

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 27-31 იანვრის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ, რომლებსაც ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში: 

 

  1. ანტონ ჩეჩინი

    ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.


    მოსამართლე: დავით მგელიაშვილი.

    თარიღი: 27 იანვარი, 11:00.

_________________________

  1. თევდორე აბრამოვი 


ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.

მოსამართლე: ლელა კალიჩენკო

თარიღი: 28 იანვარი, 11:00.

____________________

  1. საბა სხვიტარიძე 


ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა. 2 - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მოსამართლე: ნატო ხუჯაძე.

თარიღი: 28 იანვარი, 12:00.

_____________

  1. მამუკა ჯორბენაძე, გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე 


ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 225.1 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება; მუხლი 126.1 პრიმა. ბ და გ - ძალადობა ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ.

მოსამართლე: ლევან ყოლბაია.

თარიღი: 28 იანვარი, 12:30. (ბათუმის საქალაქო სასამართლო)

_________

  1. საბა ჯიქია 


ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა. 1 - პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.

მოსამართლე: ლელა კალიჩენკო

თარიღი: 29 იანვარი, 13:00.

_________

  1. ანზორ კვარაცხელი


ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა. 1 - პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.

მოსამართლე: ნინო თარაშვილი

თარიღი: 29 იანვარი, 14:00.

_____________

  1. დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი


ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 187.2.გ - ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად.

მოსამართლე: ლელა კალიჩენკო

თარიღი: 30 იანვარი, 11:00.

_____________

  1. ანატოლი გიგაური


ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა. 1 - პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.

მოსამართლე: ჯვებე ნაჭყებია

თარიღი: 30 იანვარი, 13:00

__________________

  1. მათე დევიძე 


ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა. 1 - პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.

მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი

თარიღი: 30 იანვარი, 14:00.

 

პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.  

სხვა სიახლეები