GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

26 ოქტომბერი, 2024

27 ოქტომბრის, 11:00 მონაცემებით. 

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა.

დარღვევების შინაარსის, მათი ინტენსივობის და ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, საიას სადამკვირვებლო მისია მთავარ დარღვევებს გამოყოფს:

ხმის მიცემის ძირითადი პროცედურების დაუცველობა - გამოვლინდა მარკირების წესების დაუცველობის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით - ამომრჩეველს არ უკეთებდნენ მარკირებას ან უსვამდნენ კითხვას, სურდა თუ არა მარკირების სითხის დასხმა. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში სპეციალური ფანარი მარკირებას არ აღიქვამდა და ამომრჩეველს აძლევდა საშუალებას, უბანზე სათანადო შემოწმების გარეშე შესულიყო. ამასთანავე, დაფიქსირდა ხმის მიცემის შემთხვევები იმ ამომრჩევლების მიერ, რომლებსაც მარკირების კვალი ემჩნეოდათ. აგრეთვე, გამოვლინდა ორმაგი ვერიფიკაციის, ასევე, ერთი და იმავე მოქალაქის მიერ ერთზე მეტჯერ ხმის მიცემის შემთხვევები.

დამკვირვებლებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა - მთელი დღის განმავლობაში დამკვირვებლები აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის დაბრკოლებას, რაც მათ ხელს უშლიდა თავისუფალი და გამჭვირვალე დაკვირვების პროცესის უზრუნველყოფაში. საიამ აღრიცხა დამკვირვებლების წინააღმდეგ მუქარის, საარჩევნო კომისიების მხრიდან მონიტორინგის პროცესის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ვერბალური თავდასხმის, ასევე, უბნიდან გაძევების ფაქტები. დამკვირვებლების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება გამოვლინდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მარკირების წესის დარღვევაზე შენიშვნებს აფიქსირებდნენ.

ხმის ფარულობის დარღვევა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება

საიას მიერ აღრიცხულ უბანთა უმრავლესობაში „ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი - ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს. ასევე, ფიქსირდებოდა ფარულობის დარღვევის სხვადასხვა ეპიზოდი, მათ შორის, ხმის მიცემა არაუფლებამოსილ თანმხლებ პირთან ერთად.

დღის მანძილზე ასევე გამოვლინდა უბნის გარეთ დაძაბულობის, მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, კომისიის წევრების მიერ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების, უკანონო აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ხარვეზები. უბნის დახურვის შემდგომ დაფიქსირდა ბიულეტენის ბათილობასთან, ჩანაწერთა წიგნის დალუქვასა და საარჩევნო უბნის დოკუმენტაციის გაცნობასთან დაკავშირებული დარღვევები.

კენჭისყრის დღეს გამოვლენილი ძირითადი დარღვევები და პროცესების სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვები დღის წესრიგში აყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან განმარტების საჭიროებას - იმ პირობებში, როდესაც ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულია ამომრჩეველთა სრული სია, რა მექანიზმების გამოყენებით შეიძლება იმის დაზუსტებით თქმა, რომ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება. ეს საკითხი განსაკუთრებით საჭიროებს განმარტებას იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მარკირების პროცედურებთან დაკავშირებული სერიოზული დარღვევები.

საიას სადამკვირვებლო მისია განაგრძობს საქმიანობას და საუბნო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შემაჯამებელი ოქმების შესწავლის პროცესს.

21:00 საათის მონაცემებით

საია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის ფარგლებში, გაგაცნობთ 21:00 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას. საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დაწყების შესახებ მონაცემებს, ასევე იმ ტენდენციებს, რომლებიც კენჭისყრის დღის მეორე ნახევარში საარჩევნო უბნებსა და მათ პერიმეტრებზე გამოვლინდა.

21:00 საათისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა. მისიამ 15:00-იდან 20:00-მდე გამოავლინა ხმის ფარულობის დარღვევის, ფიზიკური ძალადობის და მუქარის, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარვეზები.

საიას დამკვირვებლებმა ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ცუდი პრაქტიკის დაახლოებით 300-მდე შემთხვევა აღრიცხეს. აქედან, საარჩევნო უბნის პერიმეტრზე 44 დარღვევა აღწერეს, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 51 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაწერეს 37, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე - 21 საჩივარი.

უბნების შიგნით და უბნებიდან 100 მეტრის პერიმეტრში ისევ გაგრძელდა ამომრჩეველთა აღრიცხვა და დიდი რაოდენობით მოქალაქეთა შეკრება.

საიას დამკვირვებლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა. საიას თანამშრომელს/დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის მე-4 უბანზე - კომისიის წევრი, ხოლო უბნის გარეთ - უცნობი პირი თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს ფაქტზე რეაგირება.

ამასთანავე, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფებისა და საარჩევნო უბნის წევრების მხრიდან შეინიშნებოდა აგრესია და მტრული გარემო მედიის წარმომადგენლების მისამართით. გამოვლინდა შეურაცხყოფის, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რომლებზეც საიამ ცალკე განცხადება გაავრცელა.

საიამ, ასევე, აღრიცხა ფიზიკური დაპირისპირების და შელაპარაკების რამდენიმე შემთხვევა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არაერთი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მათ შორის, შესაძლოა, სახეზე იყოს არჩევნებში ნების გამოვლენის ხელშეშლა; კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა; ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა; ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.

საია არჩევნების დღის საბოლოო შეჯამებას ხვალ 11:00 საათზე შესთავაზებს საზოგადოებას.

20:30 საათის მონაცემებით

გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ ინფორმაცია, მონიტორინგის პროცესში დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის  შემთხვევებთან დაკავშირებით.   

მთელი დღის განმავლობაში საიას დამკვირვებლები მონიტორინგის პროცესში  აწყდებოდნენ სხვადასხვა სახის დაბრკოლებას, რაც მათ ხელს უშლიდათ თავისუფალი და გამჭვირვალე დაკვირვების პროცესის უზრუნველყოფაში.   

ორგანიზაციამ აღრიცხა მუქარის, საარჩევნო კომისიების მიერ მონიტორინგის პროცესის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ვერბალური თავდასხმის ფაქტები. ზოგიერთ შემთხვევაში, საიას დამკვირვებლები უკანონოდ გააძევეს უბნებიდან. ასევე, აღირიცხა შემთხვევები, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიები უარს აცხადებდნენ დამკვირვებლის მიერ წარდგენილი საჩივრის დარეგისტრირებაზე.   

Სამწუხაროა, რომ მოვლენათა განვითარების კულმინაცია ფიზიკური ძალადობაც იყო, რასაც, საიას დამკვირვებლებზეც ჰქონდა ადგილი, მათ შორის, საიას თანამშრომელს და დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის N4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.  

არჩევნებზე დაკვრივების უფლების ჯეროვანი რეალიზება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპის განუყოფელი ნაწილია. საია მოუწოდებს როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად მოახდინონ შემთხვევებში მონაწილე პირთა იდენტიფიკაცია და უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.   

Საია  აგრძელებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას და საზოგადოების ინფორმირებას. 

19:30 საათის მონაცემებით

მთელი დღის  განმავლობაში საარჩევნო უბნებზე მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფებისა და საარჩევნო უბნის წევრების მხრიდან შეინიშნება აგრესია და მტრული გარემო მედიის წარმომადგენლების მისამართით. ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს.  
  • „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ თელავში, მარნეულსა და ვაზისუბანში. 
  • ფიზიკურად გაუსწორდნენ CNews-ის ჟურნალისტს. 
  • „მთავარი არხის“  წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს მუშაობაში კახეთსა და ბათუმში.  
  • გამოვლინდა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი რუსთავში; 
  • სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ცდილობდნენ რადიო „მარნეულის“, „პუბლიკას“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის. 
ჟურნალისტზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიულ საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას კენჭისყრის გაშუქების პროცესში.  
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ მათ საქმიანობაში ჩარევისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიება. 

15:00 საათის მონაცემებით

საია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის ფარგლებში, გაგაცნობთ არჩევნების მიმდინარეობის შესახებ 11:00 საათისთვის არსებულ ძირითად ტენდენციებს. საიას დამკვირვებლებმა თვალი მიადევნეს საარჩევნო უბნების გახსნის, მომზადების, კენჭისყრის დაწყებისა და მიმდინარეობის პროცესს, ასევე, უბნების გარე პერიმეტრზე არსებულ ვითარებას.

26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით დაიწყო.

საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებული ხარვეზები: 6:45 საათზე საიას მიერ დასაკვირვებელი უბნების ნაწილი არ გაიხსნა მოსამზადებლად. ნაძალადევის, კრწანისის და საბურთალოს ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დილის 6:45 საათისთვის წინასწარ უკვე დაწყებული ჰქონდათ უბნის გახსნისთვის საჭირო პროცედურები, ზოგან კი გააქტიურებული იყო ელექტრონული აპარატები. ამ პერიოდისთვის ასევე გამოვლინდა ფუნქციების როგორც შეუსრულებლობის, ისე თვითნებურად გადაცვლის ფაქტები. კერძოდ, ერთ შემთხვევაში მდივანი არ გამოცხადდა, ხოლო მეორე შემთხვევაში თავმჯდომარე გავიდა უბნიდან და ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, დილის 8 საათისთვის რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა, შესაბამისად, დაგვიანდა კენჭისყრის პროცესის დაწყება.

კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა როგორც აპარატების გაუმართაობის, ისე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები. კერძოდ:

რუსთავის ოლქში 27-ე უბანზე რეგისტრატორი ამომრჩეველს, ბიულეტენის ნაცვლად, აჩვენებს ფურცელს, რომელზეც ციფრი 41-ის წინ არსებული წრეა გაფერადებული და ამომრჩევლებს აძლევს მითითებას, რომ მსგავსად გააფერადონ ბიულეტენი.

მნიშვნელოვანი პრობლემები იყო ელექტრონული მოწყობილობების გამართულად მუშაობასა და რეგისტრატორების მხრიდან ვერიფიკაციის აპარატის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით: რეგისტრატორები პირადობის მოწმობებს ატარებენ არასწორად, რის გამოც, უწევთ მონაცემების ხელით შეყვანა. ნინოწმინდის მე-3 უბანზე ამომრჩეველი მივიდა ერთ-ერთ რეგისტრატორთან, რა დროსაც აპარატმა გამოსცა სპეციალური სიგნალი, ხოლო მეორე აპარატს მსგავსი სიგნალი არ გამოუცია, რის შემდეგაც მან რეგისტრაცია გაიარა.

საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, მარნეულის 35-ე უბანზე, პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” წარმომადგენელია, ორჯერ მისცა ხმა.

გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები - გლდანის მე-13, ისნის 41-ე, წალენჯიხის მე-5, ქუთაისის და ფოთის მე-13 უბნებზე.

დიდუბის ოლქის 27-ე უბანზე რეგისტრატორების უკან იდგა უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი, რომელიც ამომრჩევლის პირად მონაცემებს ინიშნავდა. საიას მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

საიას დამკვირვებლისთვის საქმიანობაში ხელშეშლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ვაკის ოლქის 66-ე უბანზე საიას დამკვირვებელს არ უშვებდნენ და სთხოვდნენ დამკვირვებლის მოწმობაზე სველი ბეჭდის არსებობას. საოლქო საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შემდეგ ის უბანზე შეუშვეს. კრწანისის 21-ე უბანზე დამკვირვებელს არ აძლევდნენ დაკვირვების და თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ლაგოდეხის მესამე უბანზე დამკვირვებელს არ მისცეს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირების საშუალება. ხონის მე-3 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ უფლებას, ფოტო გადაუღოს ელექტრონული აპარატიდან ამოსულ ნულოვან ქვითარს. სამგორის 55-ე უბანზე დამკვირვებელს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მიაღებინეს მონაწილეობა გადასატანი საარჩევნო ყუთის გამყოლი პირების წილისყრაში. ქუთაისის ოლქის 49-ე უბანზე საიას დამკვირვებელს განსაკუთრებული აგრესიით მიმართავდა კომისიის თავმჯდომარე, არ აძლევდა თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობას, რის შემდეგაც დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევეს.

საარჩევნო უბნებში პარტია „ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებულია ვიდეოკამერები. პერიმეტრზე არსებული დარღვევები: გრძელდება წინა წლების ტენდენცია გარე პერიმეტრზე კოორდინატორების და კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრებასთან დაკავშირებით. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ფონიჭალაში 21-ე საარჩევნო უბანთან ახლოს, 25 მეტრის რადიუსში, პარტია „ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალაა განთავსებული. საიას დამკვირვებელმა ფაქტზე რეაგირებისთვის შსს-ს მიმართა. დარღვევა ბოლომდე არ აღმოიფხვრა. მსგავსი შემთხვევა იყო ჩოხატაურის პირველ უბანთანაც.

საზღვარგარეთის უბნებში, ძირითადად, პროცედურული სახის დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, ფინეთის უბანში წილისყრა ჩატარდა კენჭისყრის დღეს, ხოლო ბრატისლავაში საარჩევნო ყუთები წინასწარ იყო დალუქული. ვილნიუსის, მიუნხენის, მადრიდის და პრაღის უბნები გვიან გაიხსნა. საიას დამკვირვებლებმა დილის 10 საათისთვის ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 15 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში დაიწერა 11, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე - 4 საჩივარი.

11:00 საათის მონაცემებით

სხვა სიახლეები