GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

24 ნოემბერი, 202409:34

თბილისის საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს აპრილი-მაისის მოვლენებისას რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს.1 ესენია: საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის2, გიორგი ოკმელაშვილის, დავით კოლდარისა და გიორგი კუჭუაშვილის, ასევე ფრიდონ ბუბუტეიშვილის სისხლის სამართლის საქმეები. ყველა მათგანი პატიმრობაში იმყოფება და მიუხედავად პატიმრობის არაერთხელ გადასინჯვისა, სასამართლომ მათ მიმართ გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, ძალაში დატოვა.  

კიდევ ერთი აქტივისტის გიორგი შანიძის3 ბრალდების საქმის განხილვა დასრულებულია, სასამართლომ იგი ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, საბოლოოდ სასჯელი სახედ და ზომად 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში ის პრეზიდენტმა შეიწყალა.4 

შეინიშნება ტენდენცია, რომ ამ საქმეებზე სასამართლო დიდი ინტერვალით დებს სასამართლო სხდომებს, უმეტესად 2 თვეში ერთხელ  პატიმრობის სავალდებულოდ გადასინჯვის  აუცილებლობის გამო ინიშნება სხდომებ. რაზეც უკმაყოფილებას დაცვის მხარის წარმომადგენლებიც მუდმივად აღნიშნავენ.   

სასამართლო დროულად არ ასრულებს ამ საქმეების განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქტივისტების შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამისლების ფარგლებში ვერ მოასწრს. ისე როგორც ეს აქტივისტ გიორგი შანიძის შემთხვევაში მოხდა. 

საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე, რომელთაც ბრალჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებაში5, კერძოდ, 400 ლარიანი რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში, ედებათ, სასამართლო სხდომის შემდგომ თარიღად 23 სექტემბერის პროცესზე 11 ნოემბერ განისაზღვრა, თუმცა ვერც 11 ნოემბერს მოხერხდა სხდომის ჩატარება სასამართლოს მიზეზით6  და სხდო 22 ნოემბრამდე გადაიდო. 22 ნოემბრის სხდომის შემდგომ სასამართლომ სხდომა 1 თვეზე მეტი დროით გადადო და 25 დეკემბერს ჩანიშნა.  

გიორგი ოკმელაშვილ საქმეზე7, რომელსაც  ბრალდება პოლიციელზე თავდასხმას და „მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას“ ედავებ,8 საქმარსებითი განხილვა მიმდინარე წლის 16 ივლისს დაიწყო. ამ საქმეზე უკანასკნელი სხდომა 03 ოტომბერს ჩატარდ, რის შემდეგაც სხდომა ფაქტობრივად აღარ ჩატარებულა. 2024 წლის 15 ოტომბრის სხდომა პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო, ისე რომ შემდგომი სხდომის კონკრეტული თარიღი არც განსაზღვრულა. დაცვის მხარემ მიმართა სასამართლოს რამდენიმე მიმართვის წერილით9 სხდომის დროულად ჩანიშვნის  და გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით. მოგვიანებით დაცვის მხარეს ეცნობა, რომ სხდომა 12 დეკემბრს ჩაინიშნა. ეს იმ ვითარებში როდესაც საქმეზე მხოლოდ 1 მოწმე დაიკითხა და სხვა ყველა მტკიცებულება უდავოდაა ცნობილი, საქმე დასკვნით ფაზაშია და მხოლოდ დასკვნითი სიტყვებია დარჩენილი, დაცვის მხარე კი უთითებს, რომ საკუთარი პოზიციის  ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ 5-10 წუთი დასჭირდება.   

ანალოგიური ვითარებაა გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის საქმეებზე,10 რომელზეც სასამართლო სხდომა 21 ნოემბერს კვლავ გადაიდო, ისე რომ სხდომის კონკრეტული თარიღი არ განსაზღვრლა. ფრიდონ ბუბუტეიშვილის11 საქმეზე 14 ნოემბრის შემდგომ ერთ თვეზე მეტი ვადით - 26 დეკემბერს გადაინიშნა სხდომა. 

ყოველივე ზემოაღნიშნული აღიქმება საქმის განხილვის  გაჭიანურებად  და ბრალდებულის სწრაფი მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეშ დარღვევად. 

ამასთან, მხედველობაში მისაღებია, რომ თითოეული ბრალდებული ამ პერიოდში პატიმრობაში იმყოფება. გაურკვეველია განსაკუთრებით ისეთ საქმეებზე, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ მტკიცებულებათა უდავოდ მიჩნევაზე და გამოსაკვლევი აღარაფერია12, რა მიზეზით უნდა ტოვებდეს სასამართლო პირებს პატიმრობაში, როცა განეიტრალებულია მოწმეებზე ზემოქმედებს ყოველგვარი საფრთხე, რაზეც ბრალდება პატიმრობის დასაბუთებისას თითქმის ყველა საქმეში აპელირებდა. საია აღნიშნულ საქმეებთან მიმართებით აქამდეც აღნიშნავდა, რომ სასამართლოს მხრიდან პატიმრობის გამოყენება, არ იყო პატიმრობის შეფარდებისათვის შესაბამისი სტანდარტით დასაბუთებული, აბსტრაქტულად არის საფრთხეები შეფასებული და შესაბამისი მიზნების მიღწევა  სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებითაც შეიძლებოდა მომხდარიყო. 

მაშინ როდესაც აქტივისტების მიმართ სახელმწიფოს შეუწყნარებელი პოლიტიკა აქვს და მათ სამაგალითოდ სჯის, ამ დრომდე არ მომხდარა ,,რუსული კანონის პროტესის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის აპრილ-მაისის თვეში ,,რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში. სამართალდამცავებმა სცემეს აქციაზე მყოფ პირებს, მათ შორის, ქალებს, ბავშვებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ამასთან განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ დაკვებებისას. გამოიკვეთა დაკავების დროს არასათანადო მოპყრობის ფაქტები.  აღსანიშნავია, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებს, უმეტესად, ჰქონდა ანგარიშსწორების სახე და არ უკავშირდებოდა უკანონო წინააღმდეგობის ან სამართალდარევის აღკვეთას.13 ამ ფაქტებზე რეაგირების არ ქონა, კიდევ უფრო ახალისებს სამართალდამცავ ორგანოებს გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები აქტივისტების წინააღმდეგ. 


----

 1 საია აკვირდება რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს, საია, 23.09.24, ხელმისაწვდომია:  https://gyla.ge/post/gyla-monitors-criminal-case-proceedings-against-the-demonstrators-opposing-the-russian-law#sthash.044ZzgBv.dpbs


2 საიას შეფასება რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე, საია, 25.09.2024, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/gylas-assessment-on-the-case-of-saba-mefarishvili-and-omar-okribelashvili-who-were-arrested-during-the-protest-against-the-russian-law



 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშული.
6  ადვოკატების ცნობით, მოსამართლის ავადმყოფობა გახდა სხდომის გადანიშვნის მიზეზი.
7  დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

13 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოუწოდებენ  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გაასაჯაროოს აქციების დარბევასთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების შესახებ ინფორმაცია, საია, 09.10 2024, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/samoqalaqo-sazogadoebis-organizaciebi-moutsodeben-specialursagamodziebo-samsakhurs-gaasajaroos-aqciebis-darbevastandakavshirebul-saqmeebze-gamodziebis-shesakheb-informacia .

3  პოლიციამ გიორგი შანიძე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დააკავა (სისხლი ამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით), მოგვიანებით კი მას ბრალი წაუყენეს კანაფის მოყვანისთვის ( სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით). 

4 პრეზიდენტმა გიორგი შანიძე შეიწყალა, რადიოთავისუფლება, 20.10.2024, ხელმისაწვდომია:  https://www.radiotavisupleba.ge/a/33128093.html .

8  გიორგი ოკმელაშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, ფორმულა, 17.05.24, ხელმისაწვდომია:  https://formulanews.ge/News/111460 .

9  18.10.24 წელს გაგზავნილი წერილი ;  04.11.24 წელს გაგზავნილი წერილი.

10  მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  353 პრიმა მუხლის პირველი - პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმასა და  187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნივთის დაზიანება ან განადგურებას ედავება.

11  მასაც ბრალდების მხარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  353 პრიმა მუხლის პირველი - პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმასა და  187-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნივთის დაზიანება ან განადგურებას ედავება.

12  გიორგი ოკმელაშვილის, ფრიდონ ბუბუტეიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეები.


სხვა სიახლეები