GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

13 თებერვალი, 202615:23

2026 წლის 26 იანვარს ჩატარდა საქართველოსთან დაკავშირებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სესია. მასში მონაწილე 106-მა ქვეყანამ წარმოადგინა რეკომენდაციები საქართველოში უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.


უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმია, რომელიც გაეროს თითოეული წევრი სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებას გულისხმობს, ყოველ 4.5 წელიწადში ერთხელ.1 ეს მექანიზმი დაარსდა 2006 წლის მარტში გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 60/251 და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების ხელშეწყობასა და დაცვას თითოეულ ქვეყანაში.2 გაეროს გენერალური ანსამბლეის 60/251 რეზოლუცია ასევე განამტკიცებს UPR-ის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას.3


სახელმწიფო რეკომენდაციები ყურადღებას ამახვილებს UPR-ის წინა ციკლის შემდგომ ადამიანის უფლებების მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მასობრივად არღვევს შეკრების, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებას; და საპოლიციო ძალებისგან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დისპროპოციული ძალის გამოყენებაზე. სახელმწიფოების რეკომენდაციები მოიცავს რეპრესიული კანონების, მათ შორის „გრანტების“ შესახებ კანონში ცვლილებებს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონების გაუქმებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალების მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემური და მასობრივი გამოყენების ეფექტიან გამოძიებას, ასევე, პრევენციული ზომების მიღებას.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში რამდენიმე ანგარიში წარადგინეს, რომლებიც საფუძვლიანად აღწერს საქართველოში უფლებრივი მდგომარეობების გაუარესებას.4


იხილეთ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში სახელმწიფოთა რეკომენდაციები საქართველოსთან მიმართებით ბმულზე.



1 იხილეთ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ვებგვერდი, https://www.ohchr.org/en/hr-bodies/upr/basic-facts, [09.02.26]


2 გაეროს ეგენრალური ანსამბლეის 2006 წლის 15 მარტის რეზოლუცია A/RES/60/251, https://documents.un.org/doc/undoc/gen/n05/502/66/pdf/n0550266.pdf,


3 გაეროს ეგენრალური ანსამბლეის 2006 წლის 15 მარტის რეზოლუცია A/RES/60/251, § 5(h), https://documents.un.org/doc/undoc/gen/n05/502/66/pdf/n0550266.pdf, [09.02.26]


4 საიამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით 2 ანგარიში წარუდგინა, 17.06.25. https://gyla.ge/post/GYLA-partnership-UPR-angarishi [09.02.26]


სხვა სიახლეები