GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

15 ივლისი, 202610:54

საიას შეფასებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - 10 000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურების დაკისრება და პარალელურად სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება1 მედიის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. საქმე ეხება გოგა ხაინდრავას მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომლითაც მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასული სიუჟეტები გაასაჩივრა.2


ასეთი სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, პრესაზე ზეწოლის ინსტრუმენტია და უშუალოდ უკავშირდება SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) პრაქტიკას. მსგავსი მექანიზმების არაკეთილსინდისიერად გამოყენების უმთავრესი მიზანი არა სამართლიანობის მიღწევა, არამედ კრიტიკულად განწყობილი პირების გაჩუმება და დაშინებაა.


საია მიმოიხილავს იმ ინდიკატორებს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პრეცედენტი SLAPP-ად შეიძლება შეფასდეს. კერძოდ, ევროპის საბჭოს3, გაერთიანებული სამეფოს Anti-SLAPP Coalition-ისა4 და იურისტთა რეგულირების ორგანოს (SRA)5 შეფასებით, SLAPP-ის იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი:


● ძალთა დისბალანსი - მიუხედავად იმისა, რომ დავა სამოქალაქო ხასიათისაა, ამასთანავე, პარალელურად დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიებაც.


საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურისთვის დამატებითი საფუძველი შეიძლება გახდეს საქმის სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებით განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მედიაზე ზეწოლას და ქმნის მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლებაზე.


● უსაფუძვლო ან გაზვიადებული პრეტენზიები - სადავოა, სამართლებრივი თვალსაზრისით, მომჩივნის მიერ წარდგენილი სარჩელი რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.6


● სასამართლო პროცესის, კანონების ან საპროცესო წესების ინსტრუმენტალიზაცია/ბოროტად გამოყენება - თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ქართული პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი ფინანსური სანქციები ხშირად გამოიყენება კრიტიკული მედიის ფინანსური დასუსტებისა და შეზღუდვის საშუალებად.7 ამასთან, საყურადღებოა, რომ, ზოგადად, საქართველოს რეალობაში, საერთო სასამართლოები მომეტებულ ინტერესს იჩენენ ასეთი სარჩელების მიმართ და არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში იხილავენ მათ.8


იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანია ფორმულას არაერთხელ განუცხადებია ფინანსური პრობლემების შესახებ,9 ეს კიდევ უფრო რეპრესიულს ხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ 10’000 ლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანის უფლებების უმწვავეს კრიზისში რეპრესიების სამიზნე სწორედ გამოხატვის თავისუფლებაა.10


● ერთი და იმავე ფაქტისა თუ საკითხის საფუძველზე რამდენიმე და კოორდინირებული სამართალწარმოება - “ფორმულას” წინააღმდეგ ერთდროულად და ერთმანეთის პარალელურად ხდება ორი განსხვავებული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება - სამოქალაქო დავა პატივისა და ღირსების შელახვის საფუძვლით და, სისხლის სამართლის გამოძიება „ცრუ დასმენის“ მუხლით,11 რომელთან დაკავშირებითაც საიამ ასევე გააკეთა განცხადება. ასეთი მრავალმხრივი სამართლებრივი ზეწოლა დამახასიათებელია SLAPP-ისთვის, რადგან მისი მიზანია კრიტიკული მედიის ფინანსური და პროფესიული რესურსების გამოფიტვა და დაშინება.


● სამიზნეა პუბლიკია, რომელიც საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს უკავშირდება - მოსარჩელემ სადავო გახადა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, საუბარია სუს-თან შეთანხმებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შესაძლო არაკანონიერ შემოყვანაზე.12 ეს საკითხი, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას, სახელმწიფო უწყებების საქმიანობასა და მიგრაციის პოლიტიკას, შესაბამისად, წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემას.


ზემოაღნიშნული ინდიკატორების გათვალისწინებით, ნათელია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე დავა, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით, ატარებს SLAPP-ის მკაფიო ნიშნებს. საერთაშორისო აქტორების, მათ შორის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების13, შეფასებებიც ადასტურებს, რომ მსგავსი საქმეები არ წარმოადგენს იზოლირებულ შემთხვევებს, არამედ ეს არის მედიაგარემოზე ფართომასშტაბიანი ზეწოლის ნაწილი.14



1 რადიო თავისუფლება, „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმეს - ხაინდრავას სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა, 14.07.2026, https://www.radiotavisupleba.ge/a/33803350.html, [14.07.2026].

2 Batumelebi, გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ უჩივის – პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო, 17.06.2026, იხ: https://batumelebi.netgazeti.ge/news/621087/?amp=1 [14.07.2026].

3 Recommendation CM/Rec(2024)2 of the Committee of Ministers to member States on countering the use of strategic lawsuits against public participation (SLAPPs), 05.04.2024, იხ: https://rm.coe.int/0900001680af2805 [14.07.2026].

4 Strategic Litigation Against Public Participation Bill UK Anti-SLAPP Coalition Briefing, April 2024, იხ: https://antislapp.uk/wp-content/uploads/2024/04/UK-Anti-SLAPP-Coalition-PMB-Briefing-Paper-April-2024.pdf [14.07.2026].

5 SRA, Strategic Lawsuits against Public Participation (SLAPPs), იხ: https://www.sra.org.uk/solicitors/guidance/slapps-warning-notice/ [14.07.2026].

6 Batumelebi, გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ უჩივის – პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო, 17.06.2026, იხ: https://batumelebi.netgazeti.ge/news/621087/?amp=1 [14.07.2026].

7 GDI, სპეციალური ანგარიში საქართველოში SLAPP საქმეების შესახებ“, 2023, https://gdi.ge/storage/ files/doc/SLAPP%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8 %E1%83%98.pdf [14.07.2026].

8 GDI, სპეციალური ანგარიში, ციტ. ზემოთ, 5.

9 რადიო თავისუფლება, ფინანსური პრობლემების გამო ტელეკომპანია „ფორმულას“ ადრიანი დილის მაუწყებლობა აღარ ექნება, 06.07.2026, იხ: https://www.radiotavisupleba.ge/a/33797817.html [14.07.2026].

10 საია და et al. ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, 2025, იხ: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98.pdf [14.07.2026].

საია, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება საქართველოში, როგორც უფლების არამართლზომიერად შეზღუდვის საშუალება 2024 წლიდან მიღებული შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა, 2026, იხ: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%20_.pdf [14.07.2026].

11საქართველოს პროკურატურა, 17.06.2026, იხ: https://www.facebook.com/photo/?fbid=1442951831197961&set=a.290424296450726 [14.07.2026].

12 ტაბულა, ხაინდრავასთვის "მორალური ზიანის ასანაზღაურებლად" ფორმულა ₾10 000-ით დააჯარიმეს, 14.07.2026, https://tabula.ge/ge/news/750129-khaindravastvis-moraluri-zianis-asanazghaureblad, [14.07.2026].

13 საია, კანონები სიტყვის წინააღმდეგ, 2025, იხ: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92.pdf [14.07.2026]. GDI, სპეციალური ანგარიში, ციტ. ზემოთ.

14 CPJ, Georgia, იხ: https://cpj.org/europe/georgia/ [14.07.2026].



სხვა სიახლეები